შრომამ შექმნა...
შრომამ შექმნა ადამიანიც და... ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. მათ უმრავლესობას ყოველთვის როდი ჰქონდა მილიონიანი ჰონორარები. წარმატებაც მაშინვე არ მოსულა.
* კლინტ ისტვუდი ახალგაზრდობაში აუზებს წმენდდა და მეხანძრეც იყო. ორივე საქმე ძალიან კარგად გამოსდიოდა.
* ჯენიფერ ენისტონმა თავისი „შრომის წიგნაკი“ ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა სასადილოში გახსნა – მიმტანის ამპლუაში.
* კვენტინ ტარანტინო – მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი, კინოთეატრში კონტროლიორად მუშაობდა და ურჩ მაყურებელთან ჩხუბიც მოსდიოდა.
* ჯიმ კერი ჯერ ისევ სკოლაში დადიოდა, როცა სასარგებლო შრომა დაიწყო. თავდაპირველად, დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ კი საბურავების ქარხნის, დაცვის სამსახურში.
* იმისთვის, რომ სააქტიორო კურსებზე სწავლის ფული მოეგროვებინა, ჯულია რობერტსი ნაყინს ყიდდა. მერე „მაკდონალდსის“ ოფიციანტადაც მუშაობდა.