კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებრძოდა სტალინი მტრებს მათივე მონაწილეობით

წელში გატეხილი სიონიზმი
უდიდესი ინტელექტის მქონე ებრაელი ერის ნაწილს შესაბამისი მასშტაბის ამბიციებიც გაუჩნდა. თუმცა, ახალი სამყაროს მასონ არქიტექტორებს დაავიწყდათ, რომ ღმერთს სამყარო მხოლოდ ერთი ერისთვის არ შეუქმნია. 1917 წელს ტროცკი, ლენინი, ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი და სხვა მათი თანამეინახენი, რომლებიც სტალინისა და მისი მეგობარი რევოლუციონერების ხარჯზე, ევროპასა და ამერიკაში კომფორტულად ცხოვრობდნენ, „მზამზარეულზე“ ჩამობრძანდნენ უცხოეთიდან რუსეთში და ყველა საპასუხისმგებლო პოსტზე თავიანთი ხალხი დანიშნეს. ქვეყანაში იატაკქვეშეთში მომუშავენი, ციხეებსა და გადასახლებებში გაწამებული რევოლუციონერები კი „მშრალზე“ დატოვეს. სტალინი, კალინინი, ანდრეევი, ვოროშილოვი და სხვები, შავი მუშის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აი, რას წარმოადგენდა საბჭოთა მთავრობა – სახალხო კომისარიატი რევოლუციის პირველ თვეებში: ერთი რუსი, ერთი სომეხი, ერთი ქართველი და თვრამეტი ებრაელი... სამხედრო კომისარიატი: (მეთაური ტროცკი) რუსი – არც ერთი, ერთი ლატვიელი, სხვა დანარჩენი 34 კაცი კი – ებრაელი; შინაგან საქმეთა კომისარიატი (დამსჯელი ორგანოები) – ყველა ებრაელი; ფინანსების სახალხო კომისარიატი – ოცდაათი კაციდან ოცდაექვსი ებრაელი; იუსტიციის კომისარიატი – თვრამეტივე ებრაელი. გარდა აღნიშნულისა, უნდა ითქვას, რომ სწორად ამ ადამიანების დამსახურებაა რეპრესიები, დევნა, გაუგონარი სისასტიკე, განსაკუთრებით სამღვდელოებისა და სასულიერო პირების მიმართ. აბსოლუტურად ყველა ჯალათის გვარი ცნობილია – შინსახკომის ბანაკებისა და გასასახლებელი პუნქტების მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ: სამმართველოს უფროსი – ბერმანი, უკრაინის ბანაკების უფროსი – კანცელსონი, კარელიის ბანაკების უფროსი – კოგანი, ჩრდილოეთის ოლქის – სერპუხი, სვერდლოვსკის ოლქის – შკლიარი, დასავლეთ ციმბირის – შაბო და გოგელი, ლენინგრადის – ზაკოვსკი, აზოვ-შავი ზღვის – ფრელმიდბერგი, სარატოვის – რაპაპორტი... ანუ, აბსოლუტური უმრავლესობა ებრაელები იყვნენ. ისინი ასრულებდნენ გამანადგურებლის მოვალეობას, რასაც მაშინდელი სიონიზმი ითვალისწინებდა. სწორედ მათი შექმნილია ყბადაღებული გულაგი – „სამოთხე“, რომელიც შემდეგში თვითონვე იწვნიეს. აი, რა ძალა გატეხა წელში სტალინმა, მეტიც – დააჩოქა. ჯალათები მათივე შექმნილ ჯოჯოხეთში მოათავსა. 1938-1940 წლებში მან ძირფესვიანად შეცვალა სახელმწიფო აპარატი. ის უბრალოდ კი არ ხსნიდა სახალხო კომისრებს, მათ საბჭოთა ხელისუფლების ერთგული ხალხით ცვლიდა. უმთავრესად ესენი იყვნენ: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ქართველები. პირველად საბჭოთა ხელისუფლების არსებობის 20-წლიან ისტორიაში მთავრობაში დაცული იყო ნაციონალური პროპორციები. რუსეთი ექსპერიმენტებისგან სისხლში იხრჩობოდა. სტალინს მძიმე ხვედრი ხვდა წილად. მან ციხეებიდან უდანაშაულო მსხვერპლთა გათავისუფლება დაიწყო და მხოლოდ მათ სჯიდა, ვინც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ამის გაკეთება ადვილი არ იყო, მაგრამ სტალინს ბოლომდე ჰქონდა მოფიქრებული თავისი სამოქმედო გეგმა და პრაქტიკულად, არ ცდებოდა. ჯერ გერშელ იეგუდილის (იაგოდა) აპარატის მეშვეობით მოიშორა „ოპოზიციის“ თავკაცები, შემდეგ კი მათ იაგოდაც მიაყოლა. ეს იყო ბრწყინვალედ ჩატარებული „წმენდის“ ოპერაცია. მართალს ამბობდა ჩერჩილი, რომ სტალინი მტრებს, თავისივე მტრების ხელით ანადგურებდა. მუხლებზე დაჩოქილი ხალხი თანდათან წელში გაიმართა. სასკოლო რვეულების ყდებიდან გაქრა ტროცკის პორტრეტი, პაპიროს „ზინოვიევის“ კოლოფებიდან – ზინოვიევის ნახევარპროფილი. ქალაქებს – ტროცკი და ზინოვიევი, უწინდელი რუსული სახელები დაუბრუნდა. კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ფილმები „ალექსანდრე ნეველი“ და „პეტრე პირველი“. გადაიღეს ფილმები რუსული ხალხური ზღაპრების მიხედვით, რადიოში რუსული ხალხური სიმღერები აჟღერდა. საკონცენტრაციო ქსელით დაფარულ ქვეყანაში დაიწყო აღდგენა, შრომითი აღმავლობა. მცირე დროში აშენდა ასობით ფაბრიკა-ქარხანა. შენდებოდა სკოლები, საბავშვო ბაღები, პარკები, მკვიდრად ნაგები მრავალსართულიანი სახლებით (სტალინის პროექტი). ადამიანებმა საკუთარი შრომის შედეგი ნახეს და წინსვლა შეიგრძნეს. ომის წინა, ექსტრემალურ პირობებში ქვეყანა უცხოეთზე დამოკიდებულებისგანაც გათავისუფლდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებრივი პროგრესი სტალინის სახელს დაუკავშირეს. ბელადი გააღმერთეს.
ლენინი ახალი საპყრობილეებით ვერ დაკმაყოფილდა
ბელადის სიკვდილის შემდეგ უამრავი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, სადაც დაუმტკიცებელს ამტკიცებდნენ. საკონცენტრაციო ბანაკებისა და მძევალთა სისტემის შექმნას, სასამართლოს გარეშე დახვრეტებს, სტალინის სახელს უკავშირებდნენ. ეს ამაზრზენი სიცრუეა, მაგრამ, საბედნიეროდ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სტატისტიკური მონაცემებით, 1918-1922 წლებში დახვრეტილ 18 მილიონ ადამიანზე არ არსებობს არანაირი სამძებრო ან სასამართლო საქმე. რაც შეეხება სტალინურ ეპოქას, ყოველ პატიმარზე, მსჯავრდებულზე და დახვრეტილზე არქივებში ინახება როგორც სამძებრო, ისე სასამართლო საქმეები. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ ბუხარინისა და მის თანამოსაქმეთა პროცესი 100 ტომს შეადგენს და რატომღაც არავინ იხსენებს, რომ ბელადმა ომის შემდეგ სიკვდილით დასჯა საერთოდ გააუქმა. ნორმალურ ადამიანს დაებადება კითხვა, თუ როდის დაიწყო სისხლისმსმელი ვამპირების ზეობის ხანა და იყო თუ არა სტალინი გარეული ამ „მგლების ხროვაში“. ქრონოლოგია ასეთია: „რევოლუციის“ მესამე დღეს სპეკულანტები (მცირე ბიზნესის წარმომადგენლები) დეკრეტით გამოცხადდნენ ხალხის მტრებად. სამი თვის შემდეგ კი, მეორე დეკრეტით, ბოლშევიკებს უფლება მიეცათ ადგილზევე დაეხვრიტათ ისინი, ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოს გარეშე. „რევოლუციიდან“ სამი კვირის შემდეგ, სამხედრო რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით, 1917 წლის 26 ნოემბერს ხალხის მტრებად გამოცხადდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა მოხელეები. 28 ნოემბერს სახალხო კომისართა საბჭომ კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიაც ხალხის მტრების პარტიად გამოაცხადა და მასობრივი დაპატიმრებების მსხვერპლს, რევოლუციური ტრიბუნალი ისე ისტუმრებდა საიქიოში, რომ ხშირად გვარები და სახელებიც კი არ იცოდნენ წესიერად. 1918 წლის 9 მაისის დეკრეტი მართლაც უპრეცედენტო იყო – ხალხის მტრებად გამოცხადდა ყველა, ვისაც ხორბალი ჰქონდა და მუქთად არ ჩააბარა მთავრობას. ლენინს საპყრობილეები აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ 1918 წლის 31 იანვარს ახალი საპყრობილეების მშენებლობის დეკრეტიც მიიღო. იმავე წლის გაზაფხულზე კი, მაშინ, როცა ადოლფ ჰიტლერი „ბავშვი“ იყო, პირველი საკონცენტრაციო ბანაკი გაიხსნა სოლოვეცის კუნძულებზე. შემდგომში ასეთი ბანაკები ყველა გუბერნიასა და დიდ ქალაქთან შეიქმნა. „მარგალიტია“ 1919 წლის 17 თებერვლის დეკრეტიც, რომლის მიხედვით რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა, საკუთარი შეხედულების მიხედვით, „ჩეკას“ მიანიჭა ნებისმიერი მოქალაქის საკონცენტრაციო ბანაკში წაყვანის უფლება. უამრავი დოკუმენტი არსებობს ლენინის რეზოლუციებით ხალხის დახვრეტის შესახებ. შემზარავი იყო ერთი და იგივე მოთხოვნა: დაიჭირეთ, დახვრიტეთ, ჩამოახრჩეთ! 50 წელზე მეტია, რაც დაეძებენ თუნდაც ერთ ასეთ დოკუმენტს სტალინის ხელმოწერით, მაგრამ ამაოდ. იგივეს ადასტურებს ტროცკიც – „პრედანნაია, რევოლუცია,“– ეს შედევრი ტროცკიმ მექსიკაში, ემიგრაციაში დაწერა, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სტალინმა რევოლუციას უღალატა და იმ ბნელეთის მოციქული სასულიერო პირების რეაბილიტაცია მოახდინა, რომელიც გაანადგურეს, ნაწილი კი ციხეებში გამოამწყვდიეს და ეკლესიებიც კი აღადგინა. სოსო ჯუღაშვილის დამოკიდებულება მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან, მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული წიგნაკის მიუხედავად, ცალკე თემაა. თუმცა, ფაქტია, რომ სასულიერო პირები და მრევლიც მას პატივისცემით იხსენიებენ და პარაკლისებსაც უხდიან, მეტიც, თვალუწვდენელ რუსეთში სოსო ჯუღაშვილის პორტრეტებს ყველგან ნახავთ – დიდ დარბაზებში, თუ უბრალო, ჩვეულებრივი მოქალაქეების სატრანსპორტო საშუალებებზე, კომერციულ ოფისებში, საპარიკმახერო სალონებში. ოცდამეერთე საუკუნეშიც კი, გარდაცვლილი სტალინი მეტად უყვართ, ვიდრე ნებისმიერი შემდგომი ლიდერი. გენერლები თავს დღესაც სტალინის ჯარისკაცებად მიიჩნევენ. ლენინის ანტიადამიანური ბრძანებების მოპოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ალბათ, ამიტომ არ აღირსა უფალმა მიწაში, ქრისტიანული წესით დაკრძალვა.

скачать dle 11.3