კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ მოვუაროთ სუროს და რა პირობები შევუქმნათ მას?
პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც; კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. სურო დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და, გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?
პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია მცენარე, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, თუმცა, იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა იაპონურ არალიას?
პასუხი: იაპონური არალია ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.
კითხვა: როგორ შევუნარჩუნო მუდმივი ტენიანობა ციპერუსს? როგორც ვიცი, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...
პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომელთაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად, ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს – ასე მცენარეს მუდამ შეეძლება წყლის შეწოვა და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება.

скачать dle 11.3