კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში შეიძლება, არ მოუხვიოს საბურავმა

ყველა ავტომობილს საკუთარი ლიმიტები აქვს, რომლის შესახებ შეიძლება მძღოლმა ან იცოდეს, ან არა. ლიმიტის ცოდნა კი აუცილებელია ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით, მოსახვევში ან ავარიის თავიდან ასაცილებლად. როგორ გავარკვიოთ ჩვენი ავტომობილის ლიმიტი, ამაზე მევლუდ მელაძე საუბრობს: აქვს თუ არა ავტომობილის ამა თუ იმ მოდელს თავისი ლიმიტი ან არსებობს თუ არა ლიმიტები მართვაში? ეს კითხვა რომ პროფესიონალს დაუსვათ, ნამდვილად გაეცინება, რადგან ავტომობილი მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერებაა, რომლის შესაძლებლობებისა და ლიმიტების შესახებ პროფესიონალებმა კარგად იციან. მის ყოველ კონკრეტულ „ქცევას“, დეტალს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და ჩვენი პროფესიონალიზმის წყალობით ამ ლიმიტს ან გადავაბიჯებთ ან მის ზღვარზე ვივლით. ხშირად, ავტომობილის მართვის დროს, ჰგონიათ, რომ საკმარისია, მოსახვევში საჭეს მოერიონ, მოახერხონ მისი დატრიალება და ავტომობილიც საჭეს გამოყვება – მოუხვევს, შეძლებს მოსახვევის გავლას. არის კატეგორია, მხოლოდ საჭეს არ ენდობა, მაგრამ ვერ საზღვრავს, სად არის ზღვარი, ლიმიტი. კიდევ ერთი, ძალიან ხშირი შეცდომა, რომლის შესახებაც სულ მესმის – ავტომობილი მძიმეა, კარგად ჩერდება, ბევრნი ვისხედით, კარგად უხვევდა, მაგრამ მაინც გავცურდი. მოდი, სულ პატარა გაკვეთილი ჩავატაროთ, თუ როგორ შეიძლება ავტომობილის ლიმიტების გარკვევა. მესმის, რომ დრო ყველას ცოტა აქვს, მაგრამ რამდენიმე წუთს თუ გამონახავთ, მოსინჯეთ თქვენი ავტომობილი. მხოლოდ იშვიათად, ქუჩაში შეიძლება, მოგიწიოს მკვეთრი მანევრირება ან უეცარი დამუხრუჭება და ამ დროს გგონია, საკუთარი ავტომობილი შეიგრძენი. არადა, ეს ასე არ არის. ნებისმიერ მძღოლს ვურჩევ, გავიდეს ცარიელ ადგილას და რამდენიმე პატარა ტესტი ჩაატაროს. არ არის აუცილებელი ძალიან მაღალი სიჩქარით, – დაახლოებით 60-70 კილომეტრ-საათში, მკვეთრად უნდა დაატრიალოთ საჭე. ნახავთ, თქვენს ავტომობილს რა შეუძლია. ავტომობილი წავა ჩოჩვით პირდაპირ, რაღაც მანძილს გაივლის და შემდეგ მოუხვევს. გადაბერეთ საბურავები და კიდევ ერთხელ სინჯეთ ეს. დაინახავთ, რომ ავტომობილი ხტომას დაიწყებს, მაგრამ უფრო მოკლე მანძილზე და მკვეთრად მოახერხებს მოხვევას. იგივე ადგილას დაუშვით საბურავები და მიხვდებით, რომ ავტომობილი უფრო მეტ მანძილზე გაჩოჩდება. საბურავმა შეიძლება, დაიშვას კიდეც, თუ მით უმეტეს, უკამეროა და ავტომობილი საერთოდ არ მოუხვევს. ამის შემდეგ, რამდენიმე მეგობარი ჩაისვით ავტომობილში და ზუსტად იგივე ტესტი ჩაატარეთ. ნახავთ, რომ ეს ლიმიტი გადაინაცვლებს და თან, საკმაოდ შორს. იმისთვის, რომ ავტომობილს ფლობდეთ, გრძნობდეთ, იცოდეთ, რა შემთხვევაში როგორ მოიქცევა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მინიმალური ტესტების ჩატარება. ეს დაგეხმარებათ ავარიის თავიდან აცილებაში. ამით საკუთარ სიცოცხლესაც გაუფრთხილდებით და გარშემო მყოფებისასაც.
– როგორ უნდა განვსაზღვროთ ლიმიტი?
– ავტომობილი ამ ზღვართან მისვლას იწყებს, როცა საბურავი ჩოჩვაში გადადის. თუ გზის საფარი სველია, ჩოჩვის დროს არასპორტულ საბურავს ხმა არ ექნება. თუ საფარი მშრალია, აუცილებლად ექნება ხმა. ანუ, მშრალ ასფალტზე, მოუხვევთ მკვეთრად, იქამდე მიხვალთ, რომ ავტომობილი „კივილს“ დაიწყებს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე სადღაც იმ ზღვართან ხართ, როცა ლიმიტი იწურება. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი. როდესაც საბურავი უკვე ბოხ ხმაზე „აკივლდება“, ეს უკვე ზღვარია. ამ დროს გაზიდან ფეხის მკვეთრად აშვება არ შეიძლება, რადგან მართვის კონტროლს აუცილებლად დაკარგავთ. არც გაზზე დაჭერა შეიძლება და მით უმეტეს, – მუხრუჭზე. ამ შემთხვევაში, ძალიან ნელა უშვებთ გაზიდან ფეხს და სანამ ბოლომდე აიღებდეთ ოდნავი ფეხის შეპარებით ამუხრუჭებთ. თუ საბურავები ბოხ ხმაზე „კიოდა“ და გაზზე ოდნავი ფეხის აშვებით ჩვეულებრივ „კივილში“ გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ცდილობს, მოცურების გარეშე მოსახვევის გავლას. ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაგაბნევთ ეს. პანიკა და მუხრუჭზე ფეხის დაჭერა სრულიად უკონტროლოს გახდის ავტომობილს. ეს რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევაში, როცა საბურავები ნორმალურ მდგომარეობაშია. თუ თქვენ არ ხართ პროფესიონალი და არ იცით საბურავი სად მოუხვევს და სად არა, ჯობია, ხმას მიაქციოთ ყურადღება.
– თუ სველ გზაზე ვართ?
– მაშინ ხმა არ იქნება. ამ დროს მოხვევას უნდა დააკვირდეთ. როცა ავტომობილი უკვე ჩოჩავს, თქვენ საჭეს ატრიალებთ, მაგრამ მანქანა არ უხვევს, ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელია. მაგრამ, თუ მძღოლი გამოუცდელია, მას ჰგონია, საჭე საკმარისად მოხვეული არ არისო და ტრიალს განაგრძობს. არადა, საბურავები უკვე ჩოჩვაშია, მეტი მოხვევა კი დამღუპველი იქნება. თუ საშუალებაა, ჯობია, საჭის ოდნავ გასწორება და თავიდან მოხვევა, თუ არადა, დატოვეთ მოხვეული იმ დონეზე რა დონეზეცაა. გაათავისუფლეთ მოდებიდან, ანუ „ცეპლენიას” დააჭირეთ ფეხი. თუ „ავტომატიკაა”, ყველაფერს აუშვით ფეხი და ეცადეთ, მდგომარეობიდან მხოლოდ საჭის დახმარებით გამოხვიდეთ. თავსხმა წვიმის დროს ეს ხშირად ხდება, ზედმეტი მანევრი ამ დროს უარესია. ამიტომ, დაელოდეთ, სანამ საბურავი მოდებას არ იპოვის და მერე ეცადეთ, მდგომარეობიდან გამოსვლა.

скачать dle 11.3