კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მწვავდება ქრონიკული დაავადებები შემოდგომაზე და რომელი ძაღლები მოითხოვენ ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას

თუ გყავთ ძაღლი და მასზე პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, ისიც უნდა იცოდეთ, რომ წელიწადის ყველა დროს მას განსაკუთრებული და ერთმანეთისგან განსხვავებული ყურადღება ესაჭიროება. შემოდგომის დადგომასთან და ამინდის ცვლილებასთან ერთად, შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები. რა ვიღონოთ იმისათვის, რომ ჩვენს ცხოველს არ დაემუქროს აღნიშნული პრობლემები და ჯანმრთელად გაატაროს წელიწადის ეს დრო, ამასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრა.

– ალბათ, ჩვენს მკითხველს, თუ მას ჰყავს ძაღლი, დააინტერესებს, წელიწადის ამ დროს როგორ მოუაროს თავის ოთხფეხა მეგობარს, რა უნდა გაითვალისწინოს და რისთვის უნდა იყოს მზად.
– უკვე ოქტომბერია და, შესაბამისად, ტემპერატურაც დაბლა იწევს. შემოდგომის დადგომასთან და ამინდის ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები. იმისთვის, რომ ჩვენს ცხოველს არ დაემუქროს აღნიშნული სახის პრობლემები, ჯანმრთელად შეხვდეს და გადაიტანოს წვიმიანი და ცივი ამინდები, საჭიროა, წინასწარ ვიზრუნოთ ამაზე.
– როგორ უნდა ვიზრუნოთ, იქნებ, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?
– პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად, გრილ ამინდებში განსაკუთრებით აქტიურდებიან ექტო პარაზიტები, რწყილები და ტკიპები – ისეთი მძიმე დაავადებების გადამტანები, როგორიცაა, მაგალითად, პიროპლაზმოზი. პიროპლაზმოზი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ლეტალური შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამიტომ, აუცილებელია, ცხოველები დავამუშაოთ რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით, მაგალითად, წვეთებით, ხოლო საყელოები – ინსექტოციდური აეროზოლებით.
პიროპლაზმოზის პირველი ნიშნებია ზოგადი სისუსტე, უმადობა და წითელი ფერის შარდი. აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან ამ დროს თითოეული წუთი მეტად მნიშვნელოვანია.
– შემოდგომაზე, როგორც ცნობილია, ქრონიკული დაავადებების გამწვავებაცაა შესაძლებელი. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, აქ ლაპარაკია კანის ალერგიულ დაავადებებზე. შემოდგომის თბილ ამინდებში ჰაერში მომატებულია ტენიანობა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია კანის სოკოვანი და ბაქტერიული მიკროფლორისთვის, რათა განვითარდეს ინფექციური პროცესები და გამწვავდეს დაავადება. ჯანმრთელი ძაღლისთვის აღნიშნული ფაქტი არ არის პრობლემა, მაგრამ, თუ ცხოველი ალერგიულია, მაშინ დაავადების გამწვავებას უნდა ველოდეთ ოქტომბერში.
– თუ არის რაიმე საშუალება, რომ გართულება თავიდან ავარიდოთ ცხოველს?
– აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, მიაკითხოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც გულდასმით შეისწავლის და გამოიკვლევს ცხოველს. ამის შემდეგ კი ის მოგცემთ რჩევას, თუ როგორ აარიდოთ ცხოველს აღნიშნული პრობლემა.
– რომელი ძაღლებისთვის არის შემოდგომის დადგომა და ტემპერატურის ვარდნა გაცილებით სახიფათო?
– ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ ძაღლები, რომლებიც ეზოს პირობებში ცხოვრობენ. მათ გაათმაგებული ყურადღება სჭირდებათ. ასევე, ყურადღება ესაჭიროებათ მონადირე ძაღლებს, თუ მათი თანხლებით დადიხართ სანადიროდ. გახსოვდეთ, რომ ტყესა და მინდორში ბევრი პარაზიტი ბუდობს. ამიტომ, საჭიროა მათი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავება.
– კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ წელიწადის ამ დროს ჩვენი ძაღლების ჯანმრთელობისთვის?
– გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პერიოდი ხელსაყრელია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციური დავადებებისთვის, რადგან ამ დაავადებათა ბაქტერიები კარგად გრძნობენ თავს ტენიან, თბილ გარემოში და ხდებიან აქტიურნი. ამიტომ, თქვენს ცხოველებს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ასაკის შესაბამისი ინფექციური დავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილოთ მეტად მომაკვდინებელი ინფექციები. არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ წელიწადში ორჯერ ძაღლი „ლინკის” პერიოდს განიცდის. აქედან ერთ-ერთია შემოდგომა. ამიტომ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ „ლინკის” პერიოდში მნიშვნელოვანია ცხოველის დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარი იქნება მინერალებითა და ვიტამინებით. ასევე, სასურველია, თუ ცხოველს დამატებით მივცემთ ვიტამინების კომპლექსს, რაც „ლინკის“ პერიოდის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს დროში.

скачать dle 11.3