კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფი 3”, რომელსაც, ეგრეთ წოდებული, თხუთმეტიანი დისკები უყენია. ძალიან ლამაზი ჩვიდმეტიანი დისკები ვნახე და თუ შეიძლება, ჩემს ავტომობილზე მისი დაყენება?
პასუხი: დისკების შეცვლის დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ „გოლფზე” ჩვიდმეტიანი დისკები დააყენოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რა სიგანისაა დისკი, ასე ვთქვათ, როგორი გამოწეულობისაა. ყველა დისკს თავისი მონაცემები აწერია. თუ ის არის ექვს-ნახევარი ჯეი, არა უშავს, შვიდიც კიდევ ნორმალურია „გოლფ 3-ზე“, მაგრამ შვიდ-ნახევარი და რვა ჯეი, უკვე პრობლემაა. შეიძლება, შვიდ-ნახევარი ზომა დისკიც კი დადგეს, მაგრამ აქ უკვე მეორე პარამეტრს გააჩნია, ანუ გამოწეულობას. ის დისკზე შემდეგნაირად აღინიშნება – „ეტა” ანუ ლათინური ასოებით ET. უნდა დავაკვირდეთ ამ პარამეტრს. რაც უფრო დაბალია „ეტას” ციფრი, ვთქვათ ოცი, თხუთმეტი, ათი – მით მეტია დისკის გარე გამოწეულობა. თქვენს შემთხვევაში ნაკლები გარე გამოწეულობა უნდა ჰქონდეს. კარგად გამოშვერილი დისკები უფრო უკანა წამყვანი ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი და არა – წინა წამყვანისთვის. თუ თქვენ გსურთ, ჩვიდმეტიანი დისკი დააყენოთ, მაშინ უნდა დააკვირდეთ ამ მონაცემებს და მის მიხედვით შეარჩიოთ. თუ ის ძალიან განიერი ან ძალიან გამოწეულია, მისი დაყენება პრობლემებს შეგიქმნით. აქვე გეტყვით, რომ ეს პრობლემა 2000 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს უფრო აქვთ. თანამედროვე ავტომობილებში ფრთა იმდენად ღრმადაა ამოჭრილი, რომ იქ დიდი საბურავების დაყენებაც მოხერხდება.
კითხვა: მაინტერესებს, როდის უნდა ჩაისხას ავტომობილში ანტიფრიზი?
პასუხი: ამასთან დაკავშირებით ხშირად გვისაუბრია. ავტომობილში, სასურველია, რომ ანტიფრიზი ზამთარ-ზაფხულ ესხას. ის ისევე იცავს წყალს ადუღებისგან, როგორც გაყინვისგან, რაც ერთნაირად პრობლემაა ავტომობილისთვის. თუ ანტიფრიზი მთელი ზაფხული არ გესხათ, მაშინ გვიან შემოდგომაზე შეგიძლიათ ჩაასხათ, მაშინ, როდესაც ავტომობილს, საბურავებს და სხვა დეტალებს, ზამთრისთვის მოამზადებთ.
გვერდი მოამზადა

скачать dle 11.3