კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

10 ოქტომბერი
1975 – ელიზაბეთ ტეილორი ცოლად გაჰყვა რიჩარდ ბარტონს. ბარტონი მისი მეექვსე ქმარი იყო.
1976 – 98 წლის ბერძენმა დიმიტრი იორდანიდისმა გაირბინა მარათონული დისტანცია 7 საათსა და 33 წუთში.
1980 – ალჟირში მოხდა 7,5-ბალიანი მიწისძვრა. თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი ალ-ასლანსი. დაიღუპა 6 ათასი ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა – 250 ათასი.
1995 – მსოფლიოს ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მოუგო ინდოელ გროსმაისტერ ვიში ანანდს და ამით შეინარჩუნა ტიტული.
11 ოქტომბერი
1881 – ამერიკელმა დევიდ ჰენდერსონმა დააპატენტა პირველი ფოტოფირი.
1931 – საბჭოთა კავშირში მიიღეს გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის სრული ლიკვიდაციის შესახებ.
1961 – სემიპალატინსკის პოლიგონზე განხორციელდა პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.
1968 – ამერიკელებმა კოსმოსში გაუშვეს პირველი კოსმოსური ხომალდი – „აპოლონ 7“, რომლის ბორტზეც ადამიანები იყვნენ.
1976 – პეკინში დააპატიმრეს „ოთხთა ბანდა“ მაო ძედუნის მეთაურობით. ეს იყო ჩინეთში საფუძვლიანი ცვლილებების დასაწყისი.
12 ოქტომბერი
1492 – კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის ოფიციალური თარიღი.
1960 – ნიკიტა ხრუშჩოვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე გამოსვლისას ტრიბუნას ურტყამდა ფეხსაცმელს. სხდომის თავმჯდომარეს კი, რომელიც ცდილობდა, დარბაზში წესრიგი დაემყარებინა, ჩაქუჩი ხელში შემოატყდა.
1968 – მეხიკოში გაიხსნა მე-19 ოლიმპიური თამაშები.
13 ოქტომბერი
1792 – საფუძველი ჩაეყარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა რეზიდენციას, რომელსაც შემდეგ „თეთრი სახლი“ ეწოდა. 1800 წელს მისი პირველი ბინადრები გახდნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე აბიგეილი.
1963 – „ბითლზის“ გამოსვლა ნახა 15-მა მილიონმა ტელემაყურებელმა დიდ ბრიტანეთში, რასაც მოჰყვა ფანების ვნებათაღელვა სახელწოდებით „ბითლომანია“.
14 ოქტომბერი
1793 – რევოლუციური ტრიბუნალის წინაშე წარდგა საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა, რომელიც ორი დღის შემდეგ დასაჯეს, როგორც კონტრრევოლუციის შეთქმულებისა და ინტერვენციის სულისჩამდგმელი და ხელისშემწყობი.
1947 – ამერიკელმა მფრინავმა, კაპიტანმა ჩარლზ (ჩაკ) იეგერმა პირველმა გადალახა ბგერითი სიჩქარე თვითმფრინავ „X-1-ით“.
15 ოქტომბერი
1666 – ინგლისის მეფემ, ჩარლზ მეორემ, შემოიღო ახალი მოდა – პირველმა ჩაიცვა ჟილეტი.
1917 – დახვრიტეს მატა ჰარი, ყველაზე ცნობილი ქალი-ჯაშუში. სიკვდილის წინ მან უარი თქვა თვალების ახვევაზე და ჯალათებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
16 ოქტომბერი
1847 – პირველად გამოიცა შარლოტა ბრონტეს რომანი „ჯეინ ეარი“, რომელსაც მწერალმა ფსევდონიმი – კარერ ბელი მოაწერა.
1964 – ჩინეთში გამოსცადეს პირველი ბირთვული იარაღი. გადაწყვეტილება საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნის თაობაზე ჩინელებმა 1955 წელს მიიღეს.
1978 – კარდინალი კაროლ ვოიტილია აირჩიეს რომის პაპად. მან სახელად იოანე პავლე მეორე დაირქვა. 1542 წლიდან ეს იყო პირველი არაიტალიელი პაპი.

скачать dle 11.3