კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

9 მარტივი რჩევა – გემოვნებისა და სტილის ანბანი

1. თუ სახის კანი გაცრეცილი და „ჩამქრალი“ გაქვთ, ყოველ საღამოს გაიკეთეთ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის (სტაფილოსა და ჭარხლის გარდა) ნიღაბი და მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე. სახლიდან გასვლის წინ კი მცირეოდენი რუჟის გადასმა (ბევრი საჭირო არ არის, გარეგნობას აუბრალოებს) კი ცოცხალ, ახალგაზრდულ იერს შეგძენთ.
2. ხელები გასცემენ არა მარტო თქვენს ასაკს, არამედ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ, ყოველდღე გააკონტროლეთ, გაქვთ თუ არა წესრიგში ფრჩხილები. რაც შეეხება ხელების კანს, მის მოსავლელად ყველაზე მარტივ ხერხს გთავაზობთ: საღამოს, ძილის წინ, რამდენიმე წვეთ გლიცერინს დააწვეთეთ ლიმონის წვენი, კარგად შეიზილეთ ხელებზე, ჩამოიცვით ბამბის (ან შალის) ხელთათმანები და ისე დაწექით დასაძინებლად. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, რამდენიმე კვირაში გამაოგნებელ შედეგს მიიღებთ.
3. თუ გსურთ, თქვენი მზერა უფრო იდუმალი და მიუწვდომელი იყოს, „ლაინერით“ გაიკეთეთ წვრილი კონტური, ხოლო წამწამები ხარისხიანი ტუშით დაიტუშეთ. „ჩრდილების“ ფერი კი, თქვენი თვალებისა და სამოსის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
4. თუ ზაფხულში ვერ გაირუჯეთ და მიგაჩნიათ, რომ ნამზეური თქვენს გარეგნობას ხიბლს შეჰმატებს, გამოიყენეთ სპეციალური კრემი, რომელიც თქვენს თეთრ კანს რუჯის ფერს შესძენს, ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
5. მოვლილი და ლამაზი თმა ქალის გარეგნობის 50 პროცენტს „ქაჩავს“, ამიტომ, შეარჩიეთ ის ვარცხნილობა (სასურველია, ორი მაინც იყოს, რომ ხანდახან, მრავალფეროვნებისთვის, შეიცვალოთ ხოლმე), რომელიც ყველაზე მეტად გიხდებათ და ეცადეთ, მისი გაკეთების გარეშე მეგობრებთანაც არ წახვიდეთ. (რა იცით, იქ ვინ დაგხვდებათ?!).
6. სისტემატურად იზრუნეთ სხეულზე: ყოველი აბაზანის ან შხაპის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომ კანი არ მოგიდუნდეთ.
7. გემოვნებით შერჩეული ტუჩის საცხი (როგორც ფერი, ისე – ხარისხი) თქვენს ღიმილს ისეთ ხიბლს შესძენს, რომ ვერც ერთი მამაკაცი გულგრილად ვერ ჩაგივლით.
8. ხშირად გამოიყენეთ თქვენს სამოსში წითელი ფერი, თუნდაც რაიმე შტრიხი. არ არის საჭირო, რუხი ფერებით დაითრგუნოთ განწყობა, მით უმეტეს, რომ ეს სხვებზეც გადადის. თანაც, რა სასიამოვნოა, რომ მამაკაცებმა ხასიათითაც რუხ და მოსაწყენ ქალად ჩაგთვალონ?!
9. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ჩვენი მეხსიერება წლობით ინახავს სასიამოვნო სურნელს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ დიდხანს ახსოვდეთ იმ „ერთადერთს“, დაადგინეთ, როგორი სურნელი მოსწონს და იმის მიხედვით შეარჩიეთ სუნამო.

скачать dle 11.3