კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურძნის დიეტა

ეს საკმაოდ სწრაფშედეგიანი დიეტაა, მაგრამ, მეოთხე დღიდან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ქარს გატანებული კილოგრამები გაორმაგებული რაოდენობით არ დაგიბრუნდეთ უკან. ეს რომ არ მოხდეს, ორი წესი უნდა დაიცვათ: 1) გამორიცხეთ პური და 2) საღამოს 6 საათის შემდეგ პირში ლუკმაც აღარ ჩაიდოთ.
პირველი დღე
9-10 საათი (საუზმე): ნახევარი ფორთოხალი დაყავით ლებნებად, და შუა-შუა გაჭერით. დაუმატეთ 150 მილილიტრი უცხიმო იოგურტი (ან მაწონი), 1 სადილის კოვზი „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი უმი მზესუმზირა, 50 გრამი შავი ყურძენი, აურიეთ და მიირთვით.
14-15 საათი (სადილი): კუბიკებად დაჭერით 250 გრამი გოგრა (კანის გარეშე) და მოშუშეთ 1 სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ 150 გრამი სალათის ფოთლები (დაჭრილი) და 100 გრამი შუაზე გაჭრილი შავი ყურძნის მარცვლები (სასურველია, წიპწები მოაშოროთ). მოასხით 1 ჩაის ჭიქა 1-პროცენტიანი იოგურტი (ან უცხიმო მაწონი) და მოაყარეთ 50 გრამი წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
18-19 საათი (ვახშამი): 120 გრამი ქათმის ფილე შეწვით 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში და დაჭერით კუბიკებად (შეგიძლიათ, ჯერ დაჭრათ და მერე შეწვათ), დაამატეთ 80 გრამი შავი ყურძენი (შუაზე გაჭრილი), ნახევარი პაპაია, 50 გრამი ანანასი (ორივე კუბიკებად დაჭერით) და მოასხით 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.
სითხე – დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე.
მეორე დღე
9-10 საათი: 200 გრამ იოგურტში შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და 50-50 გრამი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი (მარცვლები შუაზე გაჭერით).
14-15 საათი: 50 გრამ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 100 გრამი წიპწებგამოცლილი ყურძენი. 3 ცალი კრევეტი (ან კრაბის ჩხირები) მოშუშეთ ზეითუნის ზეთში და შეურიეთ ბრინჯს.
18-19 საათი: 100 გრამი კარტოფილი და 1 საშუალო ზომის სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. 1 ძირი პრასი და 1 ძირი ნიახური დაკეპეთ. ეს ყველაფერი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ ბოსტნეულის ბულიონში და ადუღეთ 10-12 წუთი (თავდახურული). ბოლოს მოაყარეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მირთმევიდან ნახევარი საათის შემდეგ დააყოლეთ 50 გრამი შავი ყურძენი (ნებისმიერი ჯიშის).
სითხე – დღეში 2 ლიტრამდე.
მესამე დღე
9-10 საათი: ცეხვილი პურის თხელ ნაჭერს გადაუსვით 100 გრამი შინაური ხაჭო, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი 1-2 ღერი მწვანე ხახვი. დააყოლეთ (ან შეატანეთ) 100 გრამი შავი ყურძენი.
14-15 საათი: 50 გრამი ინდაურის (ან ქათმის) მკერდის ხორცი დაჭერით ზოლებად და შეწვით 1 ჩაის კოვზ ზეთში. მარილიან წყალში მოწალეთ 100 გრამი ბროკოლი, 100 გრამი სტაფილო და 50 გრამი ქამა სოკო. ეს ყველაფერი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და დაუმატეთ ხორცს. დაასხით 100 მილილიტრი ბულიონი (კუბიკისაც შეიძლება) და შუშეთ 5 წუთი. თეფშზე გადმოღების შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი და 50 გრამი შავი ყურძენი.
18-19 საათი: 40 გრამი ფქვილით, 100 მილილიტრი მინერალური წყლითა და 1 ცალი კვერცხით მოზილეთ ცომი. ტაფაზე გაადნეთ 30 გრამი კარაქი და მომზადებული ცომისგან გამოაცხვეთ 1 ცალი ბლინი. ერთმანეთში აურიეთ 80 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის კოვზი მინერალური წყალი და 50 გრამი ყურძენი (შუაზე გაჭრილი). ეს მასა წაუსვით ბლინს, გადაახვიეთ და მიირთვით.
სითხე – დღეში 2 ლიტრამდე.

скачать dle 11.3