კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა არის მიკროდერმაბრაზია?
პასუხი: მიკროდერმაბრაზია არის კანის მიკროწმენდა სპეციალური აბრაზული შემადგენლობით, რომელიც აშორებს კანს გამონაყარისგან დატოვებულ ნაწიბურებს, ასწორებს ნაოჭებს და აქრობს (ან აბაცებს) ჭორფლს. მართალია, მაღაზიებში იყიდება კოსმეტიკური საშუალებები ამ პროცედურის სახლის პირობებში ჩასატარებლად, მაგრამ, უმჯობესია, კოსმეტოლოგს მიმართოთ.
კითხვა: ხშირად მიშრება და მიუხეშდება ქუსლები. მომიხსნის თუ არა პრობლემას ტანის ლოსიონი?
პასუხი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობაშია თქვენი ქუსლები. თუ სისტემატურად იყენებთ პემზის ქვას, კანი გლუვი იქნება და მხოლოდ მსუბუქი დარბილება გახდება საჭირო, ასეთ შემთხვევაში ტანის ლოსიონი გამოგადგებათ. მაგრამ, თუ ქუსლები ძალიან გაუხეშებული გაქვთ, უნდა შეიძინოთ სპეციალური ულტრადამარბილებელი კრემი ქუსლებისთვის.
კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე ნიღაბი, რომელიც თმას ბზინვარეს გახდის.
პასუხი: 1 ცალი კვერცხის გული, 2 ცალი საშუალო ზომის უმი კარტოფილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი კარგად აურიეთ ერთმანეთში (მარილის სრულ გადნობამდე). წაისვით თმაზე და 15 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
კითხვა: რა წესები უნდა დავიცვა, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს თმიანი ადგილების გაპარსვა და ეპილაცია?
პასუხი: გაპარსვა ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ გამოიყენებთ საპარსს დამატენიანებელი ზოლით.
რაც შეეხება ეპილაციას, სასურველია, ამ პროცედურის ჩატარების წინ, ხელთათმანიანი ხელით დაიმასაჟოთ კონკრეტული ადგილი.
კითხვა: მაქვს ძალიან თხელი წარბები. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე ხალხური საშუალება, რომელიც წარბების გაზრდას შეუწყობს ხელს?
პასუხი: ნახევარ ჩაის კოვზ სელის ზეთს შეურიეთ 3 წვეთი აბუსალათინის ზეთი, ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბამბიანი ჩხირით კარგად წაისვით წარბებზე (არ ჩამოგეწუწოთ) და დილამდე დაიტოვეთ.