კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს ჯგუფი „პორნო პოეზია” ნახევარი საათით და რატომ აღარავინ ზის მისი ლიდერის სიყვარულის მანქანაში

ჯგუფი „პორნო პოეზია” უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მისი წევრებიც ჩვენი სტუმრები პირველად არ არიან. თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთისგან განსხვავებულია და როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, მათ ერთმანეთის თითქმის არასდროს ესმით. ბიჭები ინტერვიუზე სრული შემადგენლობით არ მოსულან, თუმცა ჯგუფის ლიდერმა, „ქარჩხამ,” ისევე როგორც დანარჩენმა წევრებმა – სულხანმა, „პეპემ” და „გარიმ,” „პორნო პოეზიის” დიდი გეგმებისა და სიახლეების შესახებ გვიამბეს.

– რა სიახლეა ჯგუფში?
ქარჩხა: ჯგუფში იგივე შემადგენლობით ვართ. ბასისტი დაგვიბრუნდა, რომელიც ბარსელონაში გვყავდა გაშვებული ფულის საშოვნელად. გავუშვით რომ ესწავლა, მუსიკით ფული როგორ გაგვეკეთებინა.
– მერე ისწავლა?
– ვერაფერიც ვერ ისწავლა, ოროსანი გამოდგა. რაც ისწავლა, იმ მეთოდმა საქართველოში არ გაამართლა. ამიტომ, ისევ ისეთ დღეში ვართ, როგორც ყველა მუსიკოსი საქართველოში.
– როგორც გავიგე, ახალ კლიპს იღებთ.
გარი: ამ სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ჯგუფის ლიდერი, ქარჩხაა.
ქარჩხა: სიმღერას „სიყვარულის მანქანა” ჰქვია, რომელიც გასულ წელს დაიწერა. შარშან გოგომ „გადამაგდო“, როგორც ბიჭები „აგდებენ“ ისე, მხოლოდ პირიქით მოხდა. ამ ამბავს მივუძღვენი ეს სიმღერა. „მამენტ“, კაცებს გვიხარია, გვიხმარეთ და გადაგვაგდეთ, არა უშავს. მართალია, გული გვტკივა, მაგრამ ჩვენ თანახმა ვართ ყველაფერზე. ტექსტიც ასეთი აქვს: შეგიძლია გამომიყენო, რაც გინდა ის გამიკეთო, რაც გინდა, ის დამიძახო, მერე უბრალოდ ადგე, წახვიდე და ყველანი ბედნიერი ვიქნებით.
პეპე: ფული დატოვე სკამზე.
ქარჩხა: არა ფულს არ იხდის, ეგ უკვე პროსტიტუციაა. კლიპის გადაღებები მიდის, თუმცა რაღაც შეფერხებები გვაქვს. ვფიქრობ, კლიპი, დაახლოებით, ერთ თვეში გამოვა. იმედი გვაქვს, პოპულარული გახდება, რადგან სიმღერაც „ჰიტავოია.”
გარი: რთულია ჩვენს პირობებში და ამ რესურსებით კლიპის გაკეთება. ფინანსები, იდეები და შესრულება ჩვენია. ყველაფრის კეთება რომ გიწევს, მით უმეტეს, თუ არ ხარ კლიპმეიკერი, ძნელია კლიპის გადაღება.
– სიყვარულის მანქანაში ამჯერად არავინ ზის?
ქარჩხა: არა, მას მერე აღარავის „გადავუგდივარ“ და არც მე „გადამიგდია“.
– იმიჯი გაქვთ შეცვლილი.
– გავიზარდეთ, მგონი, ცოტა დავბერდით კიდეც. ცოტა სევდიანები ვართ დღეს. რაც შეეხება სიახლეებს, გვყავს პროდიუსერი – გიორგი გვარჯალაძე, იგივე „გვაჯი.” საქართველოში, რაც კარგია, ყველაფერი მისი გაკეთებულია. მხოლოდ გზებს, ხიდებს, შადრევნებს, უფასო სასადილოებსა და პენსიებს არ ვგულისხმობთ. ადრე თუ მსოფლიო სტანდარტების არ იყო ჩვენი სიმღერების ჩანაწერები, ახლა უკვე არის. ამჯერად, „გვაჯის” ხელმძღვანელობით, კეთდება ლეიბლი „ინდიკატორი,” რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ ვიქნებით ამ ლეიბლში ერთ-ერთი ჯგუფი.
გარი: „გვაჯის” სერიოზული გეგმები აქვს, ეს ინდუსტრია რომ აამუშაოს. ეს არც ისე ხმამაღალი ნათქვამია, რადგან თავისი საქმე იცის. ჩვენც ერთ-ერთი პირველები ვართ, ამ ნაბიჯებს რომ ვდგამთ.
– რაც შეეხება თქვენს საქმიანობას სიმღერის გარდა, რა ხდება? სიმღერის პარალელურად, როგორც ვიცი, ყველა მუშაობთ.
– მე შევიცვალე სამსახური, აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა.
სულხანი: მე ისევ „იმედში” ვარ.
პეპე: მე ისევ აკადემიაში ვსწავლობ, ბოლო კურსზე ვარ. ერთჯერადი სამსახურები მაქვს, განსაკუთრებული არაფერი. შეიძლება ითქვას, მუსიკით ვშოულობ ფულს.
ქარჩხა: მე „საქართველოს ბანკიდან“ წამოვედი. ჯერჯერობით არსად არ ვარ, მაგრამ „საქართველოს ბანკი“ ხელფასს მაინც მიხდის.
– რატომ?
– რომ წამოვედი, სხვა ბანკებში მუშაობა ამიკრძალეს, ამიტომ 6 თვე ხელფასს მიხდიან. გადავწყვიტე, ეს დრო გამოვიყენო და 5 დღეში სამოგზაუროდ ინდოეთში მივდივარ. ინდოეთის გარდა, მინდა, ვიმოგზაურო ირანსა და ნეპალშიც. მინდა, ბევრი რაღაც ვნახო და გავიგო.
სულხანი: მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი.
გარი: საჩუქრებსაც ჩამოგვიტან, ალბათ.
ქარჩხა: კი, რამდენიმე სპილოს ჩამოგიყვანთ და მარიხუანასაც მოვაყოლებ. მოკლედ ინდოეთში წავალ, გავეცნობი მათ ფილოსოფიას. სანამ იმათ ტერიტორიაზე ვიქნები, ყველა ნარკოტიკს გავსინჯავ რაც იქ იყიდება. ჰო, კიდევ კამასუტრას ყველა პოზა უნდა ვცადო... კიდევ რაღაცეებს ვაპირებ. იქიდან რომ ჩამოვალ, მგონია, ბევრ რაღაცას ახლებურად შევხედავ. თუ გინდათ, ინდოეთიდან რომ ჩამოვალ, კიდევ ერთხელ მოვალ „თბილისელებში” და დარწმუნდებით, რომ სულ სხვანაირი ვიქნები.
გარი: მერე ჩვენც წავალთ ინდოეთში და ყველანი ბედნიერები ჩამოვალთ უკან.
– თქვენს სამსახურებში რა რეაქცია აქვთ თქვენს მუსიკალურ საქმიანობაზე? ანუ, ჯგუფის სახელს ვგულისხმობ.
– ჩემს სამსახურში ჯერ არ იციან.
ქარჩხა: ეგ აღარ არის უკვე პრობლემა. ამ მხრივ საქართველოში წინსვლაა. თუმცა, როცა ხალხს უკვირდა, მაშინ უფრო ადვილი იყო ჩვენთვის საქმის კეთება. ახლა უფრო გაჭირდა, აღარ უკვირთ და ცოტა გაჯერდა ბაზარი. ბოლოს და ბოლოს, მაია ასათიანის შოუში ყოველ მეორე კვირას ქალად გადაკეთებული კაცები არიან სტუმრად. ასე რომ, „პორნო პოეზიის” სახელი აღარ უკვირთ. სახელმა თავისი უკვე გააკეთა და ახლა ჩვენ უნდა ვაკეთოთ მეტი.
– ჯგუფის არც ერთი წევრი არ დაოჯახებულა?
გარი: ისევ ისეთი თავისუფლები ვართ როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ.
სულხანი: ადრე ზანგი მორწმუნე ქალები მომწონდა, მაგრამ ახლა გემოვნება შემეცვალა და თითქმის უკვე დავოჯახდი. მართალია, ზანგი არ არის, მაგრამ მორწმუნე გოგოა.
– ჯგუფის წევრებს ერთმანეთის ყოველთვის გესმით?
პეპე: ერთმანეთის არასდროს გვესმოდა.
ქარჩხა: ამაშია ჩვენი ხიბლიც.
– მაინც რაში ვერ უგებთ ერთმანეთს?
პეპე: ყველაზე მარტივიდან დავიწყებ, მაგალითად, მუსიკალურ შეხედულებებში.
– ცოტა უცნაური ხომ არ არის, როცა მუსიკალური ჯგუფის წევრები ერთმანეთს სწორედ მუსიკაში ვერ უგებთ?
გარი: ასე რომ არ იყოს, მაშინ სულ ერთი და იგივეს გავაკეთებდით. ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ. მარტო მუსიკაში კი არა, უფრო დიდ რაღაცეებშიც ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგალითად, ცხოვრების სტილითაც განვსხვავდებით და ასე შემდეგ.
პეპე: მე სულ სხვა მუსიკა მომწონს, ქარჩხას – სხვა, გარის – სხვა, სულხანს – და მერე აქედან გამოდის „პორნო პოეზია.” მეგობრობაში ერთმანეთს ვუგებთ, მაგრამ ერთად თუ წავალთ სადმე ევროპაში ცოტა დიდი ხნით და კარავში ვიცხოვრებთ, მერე უკვე აღარ გვევასება ერთმანეთი.
– როგორ ფიქრობთ თქვენი რეპერტუარიდან, რომელი უფრო რეიტინგულია?
გარი: დიდი ხანია სახალხოდ არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენთვის ვაკეთებთ.
ქარჩხა: ჯერჯერობით ჯგუფ „პორნო პოეზიას” რომ გაიგებენ, ყველას „ასტამბურა” და „ფიფქები“ ახსენდება. ბოლო დროს სულ სხვა მიმართულებით წავედით და ვფიქრობთ, ეს ახალი ბევრად უფრო კარგია. თუმცა, ჯერ მსმენელმა ეს არ იცის, რადგან ჯერ არ გამოსულა.
– რა თანხას ითხოვს „პორნო პოეზია” ჰონორარის სახით?
გარი: ყოფილა მასშტაბური კონცერტი, სადაც 1 000 ლარი გადაუხდიათ. ყოფილა ამაზე მეტიც და ნაკლებიც.
ქარჩხა: „პორნო პოეზიის” ნახევარი საათით გამოსვლა სცენაზე დაახლოებით 1 500 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, თუ ძალიან პრესტიჟული ფესტივალია და არ ღირს „გამაზვა”, შეიძლება უფასოდაც გამოვიდეთ.
სულხანი: მაგალითად, „ალტერვიჟენზე” საერთოდ უფასოდ გამოვედით.

скачать dle 11.3