კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იოჯი იამამოტოს შავი, ფილოსოფიური კოლექცია

ის იყო პირველი, ვინც მსოფლიო, უფრო სწორად, მოდური მსოფლიო, იაპონურ ფილოსოფიურ მოდაზე აალაპარაკა. არსებობენ ფერადი, ლამაზი, „პაპსა” დიზაინით ცნობილი მოდელიორები, რომლებსაც პოდიუმზე გემრიელი, ოდნავ ხორციანი, გარუჯული მოდელები გამოჰყავთ. არსებობს ინტელექტუალური მოდა, გეომეტრიული შტრიხებით, სადა, მაგრამ ძალიან რთული კონსტრუქციებით, პოდიუმზე მძიმედ მოსიარულე ფერმკრთალი და სევდიანი მოდელებით, მაკიაჟით ავადმყოფებს რომ ვამსგავსებთ. და არსებობს ფილოსოფიური მოდა, რომლის ფუძემდებლებიც აუცილებლად იაპონელები არიან და მათი ყველაზე კაშკაშა, მაგრამ უკვე კარგად გაჭაღარავებული სახე, იოჯი იამამოტოა.
გაირკვა, რომ იოჯი იამამოტოს მოდის სახლს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, ის გაბანკროტების პირასაა და ამიტომ ნიუ-იორკის მაღაზია დახურა. მაგრამ, ეს არ გამხდარა მიზეზი იმისა, საუკეთესო კოლექციები არ წარმოედგინა მოდის კვირეულებზე. იამამოტო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ავანგარდული სულით, რომელიც იოლად გადმოჰქონდა ტანსაცმელში. მისი წარმოდგენები საინტერესო იყო და არის მთელი მსოფლიოს მოდის კრიტიკოსებისთვის. ის ერთ-ერთია, ვისაც შეუძლია არც ერთი მოდის ტენდენცია, არანაირი ტრენდი არ გაითვალისწინოს და საკუთარი კოლექცია გახადოს ტენდენციური. შავი იამამოტოს ძირითადი ფერია, ის აქცენტს აკეთებს დრაპირებულ, დაპლისულ ქსოვილებზე და ხშირად ურევს მას სხვადასხვა ტექსტურაში. იოჯი იამამოტოს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა იმან, როდესაც მისმა მეორე ხაზმა „Y” და „ადიდასმა” გამოუშვეს ერთობლივი სპორტული კოლექცია. ამ სპორტული ხაზით შეიმოსა მთელი მსოფლიო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არანაკლებ პოპულარული იყო ის საქართველოში.
იამამოტოს 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ჩვეულ და საყვარელ შავ ფერშია გადაწყვეტილი. დიზაინერს ყურადღებაც კი არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ წელს საოცრად ტენდენციურია პირისფერი, კაკაოსფერი და მათი გრადაციები. არ იყო ადვილი გაყინული ადამიანების ყურადღების მიპყრობა, რომლებიც პლედების ბოლოებსაც კი ტანზე იხვევდნენ – იოჯიმ კოლექციის სანახავად მისულ სტუმრებს სიცივე დაახვედრა. მაგრამ, დიზაინერმა აბსოლუტურად დააკმაყოფილა ყველას მოლოდინი, მან საოცარი კოლექცია აჩვენა სტუმრებს.
პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონცეპტუალური მოდელები. თუმცა, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ კონცეპტუალურობისა და ფილოსოფიურობის გამო, მათი „ჩაცმადობა” არ კნინდებოდა. პირიქით, კოლექცია თავიდან ბოლომდე გათვლილი იყო ჩვეულებრივ ქალბატონზე, რომელიც არ გიჟდება მაღალ მოდაზე, ძალიან მაღალ ქუსლებზე და ასე აქტუალურ, ლეოპარდის ტყავის ფერებზე და ურჩევნია, საინტერესო კონსტრუქციის, უცნაური, მაგრამ ძალიან კომფორტული კაბები და პალტოები ჩაიცვას. ამ სეზონის მოდა ცოტა ანარქისტული იყო. თავად იამამოტომ თქვა: „ვგრძნობ, როგორ სჭირდება თანამედროვე მოდას ყვავილივით ქალი, მაგრამ, იმავდროულად, მსოფლიოს ახალგაზრდების სიბრაზეს, ცოტა აგრესია სჭირდება“. სენტიმენტალური და იმავდროულად, ანარქისტული, ჩარჩოებიდან ამომხტარი ქალი, იამამოტოს ამ სეზონის მთავარი გზავნილია. ბნელი კოლექციის მიუხედავად, დიზაინერის განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. ის იმედიანად უყურებს მომავალს... მან ან იმაზე მეტი იცის მომავალზე, ვიდრე ჩვენ, ან უბრალოდ, სჯერა მისი...

скачать dle 11.3