კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის კლონირების გაკეთებაზეა თანახმა ბრიუს უილისი და რა სახელით პასუხობს ის თაყვანისმცემლებს თავის ოფიციალურ ვებ-საიტზე

სულ მალე მსოფლიო კინოთეატრების დიდ ეკრანებზე „კერკეტი კაკალის” მორიგი, მეხუთე სერია გამოვა და ლეგენდად ქცეული სუპერ-გმირი – ჯონ მაკლეინი კვლავ დაუბრუნდება ჩვეულ საქმეს. ბოროტმოქმედებს კი ნამდვილად არ დაუდგებათ კარგი დრო. ჩვენ კი სანამ ფილმის პრემიერა შედგება, ჯონ მაკლეინის როლის შემსრულებლის ბრიუს უილისის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტებს გავეცნოთ.
უოლტერ ბრიუს უილისი 1955 წლის 19 მარტს იდარ-ობერშტაინში (დასავლეთ გერმანია), ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაიბადა.
ბრიუსის მამა – დევიდ უილისი 1957 წელს დაბრუნდა ამერიკაში ოჯახთან ერთად. პროფესიით იგი მექანიკოს-შემდუღებელი იყო. დედა – მარლენ უილისი გერმანელი გახლდათ. მისი მშობლები 1971 წელს გაშორდნენ ერთმანეთს.
ბრიუსი ნერვიული ბავშვი იყო და ამის გამო ენა ებმოდა. რამდენიმეწლიანი მკურნალობა დასჭირდა, რომ ეს სენი დაეძლია.
ბრიუსი სკოლის დრამატული წრის პრეზიდენტი და მოსწავლეთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ და მეტსახელად „სკოლის სულს” ეძახდნენ.
2003 წელს ბრიუსმა სკოლის დამთავრებიდან 30 წლისთავი აღნიშნა და 1973 წლის გამოშვების აბსოლუტურად ყველა, 300-მდე სტუმარი მოიწვია. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მან მთლიანად დაიქირავა სასტუმრო „ტრამპ პლაზა” ატლანტიკ-სიტიში. სკოლის დამთავრების აღნიშვნა მსახიობს 300 ათასი დოლარი დაუჯდა.
14 წლის ასაკში ბრიუსმა საყურე გაიკეთა და მარცხენა ყურის ბიბილო იაფფასიანი ბიჟუტერიით დაიმშვენა.
17 წლის ასაკში ბრიუსმა მარცხენა მხარი დაიზიანა. ექიმებს კუნთის ნაწილის მოცილება დასჭირდათ, რომ ძვალი კარგად შეხორცებულიყო. მას შემდეგ ბრიუსს იმ ადგილზე იარა აქვს.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ბრიუსმა ქიმიურ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, თუმცა კოლეგის გარდაცვალების გამო, იქიდან წამოვიდა. სხვადასხვა დროს ბრიუს უილისს სატვირთო ავტომობილის მძღოლად, პირად მცველად, ოფიციანტად და ბარმენად აქვს ნამუშევარი. თავისუფალ დროს იგი ტუჩის გარმონზე უკრავდა თავის ჯგუფთან „ლუზ გუსთან” ერთად.
ბარმენად მუშაობის დროს ბრიუს უილისის მეტსახელი „ბრუნო” იყო. 1986 წელს მან გამოუშვა სოლო-ალბომი „ბრუნოს დაბრუნება”. 1988 წელს კი მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ბრუნოს დაბრუნება“. 1996 წელს მან გაახმოვანა პერსონაჟი ბრუნო ანიმაციურ ფილმში „პატარა ბრუნო”.
თმის ცვენა ბრიუს უილისს 30 წლის ასაკში დაეწყო. მსახიობი შვეიცარიაში სპეციალურ კლინიკაშიც კი მკურნალობდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ წვეულებაზე ჯეკ ნიკოლსონმა მისი თავი კვერცხს შეადარა. თუმცა, იმპლანტაციის შემდეგ უილისი მაინც მელოტდებოდა და ამის გამო, საბოლოოდ თავის გადაპარსვა გადაწყვიტა. სხვათა შორის, სულ ახლახან მსახიობს შეატყობინეს ახალი მეთოდის, თმის კლონირების შესახებ. თუმცა, ეს პროექტი ჯერჯერობით შესწავლის სტადიაშია და ცდები მხოლოდ თაგვებზე ტარდება. უილისი მზად არის, გახდეს პირველი ადამიანი, რომელსაც თავზე თმის კლონირებას გაუკეთებენ.
„კერკეტ კაკალში” ჯონ მაკლეინის როლზე, თავდაპირველად, ისინჯებოდნენ: არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ გირი. ბრიუს უილისი ბოლო ადგილზე იყო პროდიუსერების სიაში, თუმცა როლი საბოლოოდ, მან მიიღო და ამ ფილმის წყალობით, პოპულარობაც მოიხვეჭა.
ბრიუსი ცაციაა, თუმცა ფილმ „მეექვსე გრძნობაში” ერთ-ერთი კადრში საჭირო იყო მარჯვენა ხელით ეწერა. ამისთვის ბრიუსმა მარჯვენა ხელით წერის რამდენიმესაათიანი ვარჯიშების კურსიც კი გაიარა.
ბრიუს უილისი მაჯის საათს მარჯვენა ხელზე ატარებს და ეს მის ფილმებშიც კარგად ჩანს.
ბრიუს უილისს ძალიან უნდოდა, ვინსენტ ვეგას როლის შესრულება ტარანტინოს „კრიმინალურ საკითხავში”, თუმცა როლი ჯონ ტრავოლტას შეხვდა. ბრიუსი ისე გაანაწყენა ამ ფაქტმა, რომ ტარანტინოს შეებრალა და მოკრივე ბუჩის როლი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ როლის შესრულებისთვის უილისს მიზერული ჰონორარი – 800 ათასი დოლარი შეხვდა.
„მზის ცრემლების” გადაღებების შემდეგ, უილისმა საჩუქარი გაუკეთა ეპიზოდური როლის შემსრულებელს, ჯონ ანიაკს. ანიაკი სუდანიდან დევნილი ცალფეხა ინვალიდია და ფილმის გადაღებების დროს მას პროთეზი ისე დაუზიანდა, უვარგისი გახდა. უილისმა მას სრულიად ახალი, 20 ათასი დოლარის ღირებულების პროთეზი აჩუქა.
ბრიუს უილისმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისგან დაიღალა და აღარ ითამაშებდა. პირველად ამის თაობაზე მან 1998 წელს განაცხადა, მეორედ – 2005 წელს, თუმცა ბრიუსი დღემდე მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თამაშობს.
ბრიუს უილისს ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მისი თქმით, მზარეულობა მისმა ქალიშვილებმა შეაყვარეს. თავის საფირმო კერძად უილისი მიიჩნევს ლაზანიას და კაჩიატორეს – ტომატის სოუსში ჩათუშულ ქათამს, სოკოთი და სუნელებით.
ბრიუსს ძალიან უყვარს ქალაქი ჰეილი, რომელიც აიდაჰოს შტატში მდებარეობს. იქ მას აქვს სახლი, თეატრი „ლიბერთი”, კაფე „შორთი დაინერი” და ღამის კლუბი „ზი მინტ”. 90-იან წლებში მისი საკუთრება იყო ადგილობრივი აფთიაქი, თუმცა შემდგომში ის შენობა, სადაც აფთიაქი იყო განთავსებული დაანგრიეს და უილისი მედიკამენტების გარეშე დარჩა.
ბრიუს უილისი პირადად უძღვება თავის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერნეტში. ხშირად პასუხობს დასმულ შეკითხვებს და თაყვანისმცემლებთან პოლემიკაში შედის. მისი „ნიკი” საიტის ფორუმზე – „კინგ ბ”.
ბრიუსს ძალიან უყვარს კაზინოში თამაში. ერთხელ მან პოკერში 500 ათასი დოლარი მოიგო, ხოლო რულეტკაში – 117 ათასი წააგო.
ბრიუს უილისი ჰოლივუდის ვარსკვლავთა იმ უმცირესობაშია, ვინც მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციას ერაყში. უილისს თავადაც კი სურდა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ასაკის გამო დაიწუნეს.
ფილმ „ჰარტის ომის” გადაღებების დასრულების შემდეგ, რომლებიც პრაღაში მიმდინარეობდა, უილისი იმდენად მოიხიბლა ჩეხეთის დედაქალაქით, რომ ცენტრალურ უბანში, 4,5 მილიონ დოლარად ხუთსართულიანი სახლი შეიძინა, შენობის პირველი სართული მაღაზიას უკავია, დანარჩენ 4 სართულზე კი, უილისის აპარტამენტებია.

скачать dle 11.3