კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ საკუთარ თავზე

ღირს, თუ არა, რამე მოიმოქმედო, როცა ქმარს ჩვევად აქვს, ილაპარაკოს მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ პრობლემებზე? – გეთანხმებით, გამაღიზიანებელი ნამდვილად არის, მაგრამ, მიზეზი სკანდალის მოწყობისა ნამდვილად არ არსებობს. ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენა უნდა იცოდნენ. თუ არ იციან, უნდა ისწავლონ – სხვანაირად ურთიერთობა არ გამოვა, არ აეწყობა და არ დალაგდება. მუდმივად მსმენელის როლში ყოფნა, საკმაოდ რთულია და მომაბეზრებელიც, მაგრამ ჩხუბით ვერაფერს მიაღწევთ. როცა ქმარს უყვარს, გაგიზიაროთ დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებები, თქვენც უნდა აჩვენოთ ამისთვის მზადყოფნა. მთავარია, ზოგჯერ მაინც, თქვენც მოახერხოთ საკუთარ თავზე ლაპარაკი, თორემ, ცალმხრივად ასეთი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს: ან თქვენ დაგიგროვდებათ ბოღმა, რომელიც საბოლოოდ ვულკანივით იფეთქებს, ან სხვას მოძებნით, ვინც მოგისმენთ. არც ერთი ვარიანტი არ არის მისაღები, რადგან, ორივე შემთხვევაში ოჯახი დაზარალდება. კიდევ უფრო უარესია, როცა მეუღლეებიდან ერთ-ერთი დაუსრულებლად ლაპარაკობს ტელეფონით. ძირითადად, ეს მავნე ჩვევა ქალებს აქვთ. თუმცა, გამონაკლისები არც მამაკაცები არიან. ფსიქოლოგები გვირჩევენ: მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი ინტერესების დაცვა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა – ეგოიზმია, ეგოისტები კი არ უყვართ. არც „შინაური” ეგოისტები არიან გამონაკლისები და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
„ვილაპარაკოთ!” – რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ილაპარაკოთ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავზე. ნუთუ არ გაინტერესებთ იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც გვერდით გყავთ?! მაშინ, მოუსმინეთ მასაც.

скачать dle 11.3