კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაისუნთქე ღრმად!

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ განვიკურნებოდით სასიყვარულო ციებ-ცხელებისგან და „ცივი” გონებით შევარჩევდით პარტნიორს, რომ არ გვქონდეს ცხვირი და, შესაბამისად, მგრძნობელობა სუნებსა და არომატებზე. იცით, რისი სუნი აქვს თქვენს სიყვარულს? – ერთი სიტყვით ამის თქმა ძნელია, მაგრამ, ფაქტია, რომ აქვს: ერთხელ ღრმად ჩაისუნთქებ და დამთავრდა – მუხლები გიკანკალებს, გული გიფართხალებს და, საერთოდ, თავიც უკვე დაკარგე!..
უჩვეულოა და დაუჯერებელი, მაგრამ, ფაქტია: – ღამის პეპლის, „ფარშევანგის თვალის” მამრი წარმომადგენელი, 11 კილომეტრის მანძილზე გრძნობს გაუნაყოფიერებელი მდედრი პეპლის სუნს და მის შესახვედრად მიფრინავს. ადამიანები ამ სიფრიფანა არსებას აშკარად ჩამოვრჩებით. ჩვენთვის აუცილებელია, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი გვერდით გვყავდეს, სხვანაირად მის არომატს ვერ შევიგრძნობთ. მაგრამ, სუნს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ჩვენ ამას კარგად ვერც ვაცნობიერებთ. არადა, თუკი, იმ არომატს შეიგრძნობთ, რომელიც თქვენი „ცენტრების” გამღიზიანებელი იქნება, ეჭვი ნუ შეგეპარებათ – ერთ ჩასუნთქვაზე გადაირევით.
ქალები ამ საქმეში მამაკაცებზე გაცილებით წარმატებულნი და მამაკაცის ფენომენის მიმართ მკვეთრად მგრძნობიარენი არიან. შეიძლება იმიტომაც, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ძალიან აქვთ განვითარებული ინტუიცია და იქნებ, ესეც არის იმის დასტური, რომ ქალი მამაკაცზე დახვეწილი, სრულყოფილი არსებაა.

скачать dle 11.3