კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრეატიულობა – პლუსი!

კრეატიულობა ურთიერთობაშიც აუცილებელია. თუ ფიქრობთ, რომ ამ უნარს მხოლოდ პროფესია მოითხოვს, ძალიან ცდებით. მით უმეტეს, თუ ქალბატონი ბრძანდებით, კრეატიულობა თქვენი დიდი პლუსი იქნება. შემოქმედებითი, კრეატიული ადამიანები სწრაფად პოულობენ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ისინი საინტერესოები და სასიამოვნო მოსაუბრენი არიან. მათთან არ მოიწყენ და მამაკაცებსაც სწორედ ეს უყვართ. უნარი იმისა, რომ არ გაართულო სიტუაცია და პრობლემას მარტივად შეხედო, აღაფრთოვანებს ძლიერ სქესს. ისინი იხიბლებიან ამით და განსაკუთრებით აფასებენ, მით უმეტეს, თუ მამაკაცს კარგი წარმოსახვის უნარი აქვს და ფანტაზიაც განვითარებული, შეუძლებელია, კრეატიულად მოაზროვნე ქალი შეუმჩნეველი დარჩეს. არასდროს ჩაახშოთ საკუთარ თავში სიახლისკენ ლტოლვა; არ დამალოთ თქვენი მთავარი ღირსება – იფიქროთ და იაზროვნოთ ჩარჩოების გარეშე, თავისუფლად და შემოქმედებითად; გამოდით სტერეოტიპების ჩარჩოებიდან, მით უფრო, როცა ბუნებრივად გაქვთ ამისი ნიჭი და შესაძლებლობა.
ზოგჯერ ფიქრობთ, რომ თქვენი კრეატიულობა გამაღიზიანებელი იქნება იმათთვის, ვინც მდორედ, ინერციით მიჰყვება ცხოვრებას. არავითარ შემთხვევაში, მათთვის, უბრალოდ, მიუღწეველია ის, რაც თქვენ ძალდაუტანებლად გამოგდით. ამიტომ, თუ უარს იტყვით პლუსზე, მაშინ, მოგიწევთ, იცხოვროთ მინუსთან ერთად, რაც არანაირად არ წაგადგებათ. გამოიყენეთ თქვენი პლუსი და იყავით განსაკუთრებული – კაცებს ეს სილამაზეზე მეტად იზიდავს.

скачать dle 11.3