ორგანიზმში მიმდინარე დაავადებები კანზე ამოიკითხება
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები კანზე აისახება, კერძოდ, ის გვამცნობს, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. არსებობს გარეგანი სიმპტომები, რომლებიც შინაგანი ორგანოების პრობლემებზე მიუთითებს.
თუ კანმა მოყვითალო შეფერილობა მიიღო, საჭიროა, სასწრაფოდ შეიმოწმოთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
კანის სიფერმკრთალე იმაზე მეტყველებს, რომ ან ანემიაა, რომელსაც რკინის დეფიციტი იწვევს ან სუნთქვითი დარღვევა, რაც ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების სიმპტომია. აუცილებლად გაიკეთეთ ასეთ დროს სისხლის ანალიზი.
მოლურჯო შეფერილობის კანი, განსაკუთრებით ცხვირის, ტუჩის ან ფრჩხილის არეში, გულის დაავადებაზე მიუთითებს.
ქათქათა, მარმარილოსებრი კანი სისხლძარღვების დაავადებებსა და კანქვეშა ჰემატომებზე მეტყველებს.
მომჩვარული კანი ქრონიკული სისტემური დაავადებების ბრალია.
პრიალა კანი ნერვულ აშლილობებზე მეტყველებს.
ცხიმიანი კანი, ცხიმის ჯირკვლების ჰიპერფუნქციის გამოვლინება, ან ლიპიდური – ცხიმოვანი ცვლის დარღვევის ბრალია. ამ დროს შეიმოწმეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა და ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი.
ყელსა და სახეზე წითელი ლაქები ყველაზე ხშირად ალერგიის ბრალია, რომელიც გამოწვეულია საკვებით ან მედიკამენტებით.
სახესა და სხეულზე დიდი წითელი მუწუკების გამოყრა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების ბრალია, ან ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბის.
მშრალი კანი ქრონიკული გასტრიტის ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს აღინიშნება.
გაუხეშებული კანი იდაყვების გარშემო იმუნიტეტის დაქვეითებასა და ავიტამინოზზე მიგანიშნებთ. ამ დროს აღინიშნება ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი.
ოდნავ შესიებული, ფერმკრთალი და მომჩვარული კანი თირკმელების დაავადების სიმპტომია. ამ დროს საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზის ჩატარება. ასევე, მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა.
ნაცრისფერი შეფერილობის კანი თირკმელების უკმარისობის დამადასტურებელია.
უფერული და ხორკლიანი კანი კი, მიუთითებს ორგანიზმში წიდებისა და ტოქსინების სიჭარბეზე.
ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ საკუთარ კანს და მიხვდებით, რომელი ორგანო ითხოვს თქვენგან შველას.