კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავიტამინოზის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია

ავიტამინოზის მიზეზი ხდება არასწორი კვება, დაუბალანსებელი რაციონი, პროდუქტებში ვიტამინების სიმცირე, დიეტები ან სამკურნალო მიზნით შიმშილი. ასევე, მისი მიზეზი შესაძლოა, გახდეს ალკოჰოლი, ნიკოტინი, სხვადასხვა დაავადება და მათი მკურნალობის დროს მიღებული მედიკამენტები. შაქრიანი დიაბეტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს მკვეთრად ირღვევა ვიტამინების შეწოვის პროცესი.
აგრეთვე, ვიტამინების ნაკლებობა მოსდევს სამკურნალო კვებასაც, ზოგი მედიკამენტის მიღებას, კერძოდ კი, კუჭში გამხსნელისა და ანტიბიოტიკური აბების მიღებას.
ადამიანის ორგანიზმს ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ვიტამინების შევსებაში ორგანიზმს ეხმარება ახალი ხილი, ბოსტნეული, ახლად გამოწურული წვენები და პოლივიტამინების კომპლექსი.
ბავშვებში ხშირია სეზონური ავიტამინოზი. მშობლებმა, რომლებმაც არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ სეზონურ ავიტამინოზს ბავშვებში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ბავშვის საკვები მენიუ;
* მთელი წლის განმავლობაში ბავშვს სჭირდება მიიღოს ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები;
* ექვსი ცალი შავი ქლიავი გაატარეთ, დაამატეთ ექვსი ცალი დანაყილი ნიგოზი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი, ანადუღარი ცხელი წყალი და გააჩერეთ, დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ ბავშვს აჭამეთ. ის გემრიელია და პატარას აუცილებლად მოეწონება, მის ორგანიზმს კი სასარგებლოდ წაადგება.
* ერთი სუფრის კოვზი დანაყილი ასკილი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და წყლის ორთქლზე ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ჩაასხით თერმოსში ორი-სამი საათით. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჟოლოს, მარწყვის ან მოცხარის მურაბა და ნახევარი ლიმონის წვენი. დაამატეთ მას წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ვაშლი და ფორთოხალი. ეს ნახარში ბავშვმა და მოზრდილმაც თბილი უნდა მიირთვას.

скачать dle 11.3