ვაშლის კურკა
კიბოსგან გვიცავს, გარგარის კურკა კი – გულის დაავადებებისგან
ვაშლის თესლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის იოდს. თუ დღეში ვაშლის ექვს ცალ თესლს შეჭამთ, იოდის ნაკლებობა აღარ შეგაწუხებთ. ასევე, მოგიწესრიგდებათ ფარისებრი ჯირკვლისა და ტვინის მუშაობაც. ვაშლის თესლში, ასევე, არის B1 ვიტამინი, რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის ამცირებს გადაღლის შეგრძნებას.
სხვადასხვა ინფექციისა და გაციებისგან თავის დასაცავად, ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით ორი ვაშლის გულსა და თესლს, დადგით ნახევარი საათით და შემდეგ დალიეთ დღეში ორჯერ.
გარგარის ნაყოფიც და კურკაც მდიდარია კალციუმით, რკინითა და სხვა ვიტამინებით. ამ ხილის კურკით შემდეგი წამალი შეგიძლიათ მოამზადოთ: მაგალითად, გულის დაავადების სამკურნალოდ დალიეთ კურკის გულის ჩაი. კურკის ნედლი გული ჭიების გამოდევნის კარგი საშუალებაა.
ოღონდ გახსოვდეთ, რომ ერთი სადილის კოვზი გარგარის კურკის გულზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.