რომარიოს პრეტენზია „ტახტზე“
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რომარიომ საკუთარი თავი დიეგო მარადონაზე მაღლა დააყენა და განაცხადა, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მას მეორე ადგილი უკავია, პელეს შემდეგ. არგენტინელი ვარსკვლავი კი მას კუდში მიჰყვება. რომარიო მიიჩნევს, რომ სპორტში მან გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მარადონამ – მოიგო უფრო მეტი ტიტული და გაიტანა უფრო მეტი გოლი. ერთადერთი რაშიც რომარიო თანაბარია მარადონასთან, ეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია, რომელიც მარადონამ 1986 წელს მოიგო, ხოლო რომარიომ 1994 წელს.