მესი „ბარსელონას” რეკორდსმენობას გეგმავს
ესპანური „ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მიზნად დაისახა, კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს, მის შემადგენლობაში გატანილი გოლების ნუსხით. ამჟამინდელი რეკორდი ესპანელ სესარ როდრიგესს ეკუთვნის, რომელიც „ბარსელონაში” 1939-1955 წლებში თამაშობდა და 235 გოლის გატანა მოახერხა. 24 წლის ლეო მესის ანგარიშზე ამჟამად 192 გოლია და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს მას საშუალოდ ერთ თამაშში 2 გოლზე ნაკლები არ გააქვს და კარიერის ბოლომდე კატალონიაში აპირებს დარჩენას, სავსებით შესაძლებელია, მესი „ბარსას” ყველა დროის ბომბარდირის ტიტულს დაეუფლოს. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი 2009 და 2010 წლებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.