კენიური რეკორდი მარათონში
კენიელმა მორბენალმა პატრიკ მაკაუმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა მარათონში. კენიელმა ათლეტმა 42-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათს, 3 წუთსა და 38 წამში დაფარა. მაკაუმ 21 წამით გააუმჯობესა მსოფლიოს წინა რეკორდი, რომელიც ეთიოპიელ ჰაილე ჰებრესალიეს ეკუთვნოდა. პირადი რეკორდი კი მაკაუმ 1 წუთით და 10 წამით გააუმჯობესა. მარათონი ბერლინში 25 სექტემბერს გაიმართა და ქალთა შორის ასევე, კენიის მოქალაქემ, ფლორანს კიპლაგატამ გაიმარჯვა, რომელმაც მანძილი 2 საათს, 19 წუთსა და 44 წამში დაფარა. საინტერესოა, რომ მარათონელი მორბენლების რეკორდების დაფიქსირება მხოლოდ 2004 წლის პირველი იანვრიდან ხორციელდება და მანამდე დამყარებული რეკორდები ოფიციალურად არ ფორმდებოდა.