„მანჩესტერ იუნაიტედი” – ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი
სააგენტო „ბრენდ ფინანსის” კვლევების თანახმად, ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ ბრენდად დასახელდა. კვლევის თანახმად, ბრენდის ღირებულება 2005 წლიდან 2011 წლამდე 109 პროცენტით გაიზარდა და 412 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. ბრენდის ფასის ზრდას სააგენტო გლეიზერების ოჯახის, კლუბის მეპატრონეების სწორი პოლიტიკის წარმართვით ხსნის. 2011 წელს კლუბის წლიურმა შემოსავალმა რეკორდული თანხა – 110 მილიონი ფუნტი შეადგინა. გარდა ამისა, კლუბს გაფორმებული აქვს სარეკლამო კონტრაქტები ცნობილ ბრენდებთან – „ნაიკი”, „აონი”, „აუდი” და სხვა. ამავე წელს, გლეიზერები კლუბის აქციათა 25 პროცენტის გაყიდვას გეგმავენ სინგაპურის საფონდო ბირჟაზე, რაც კლუბს დამატებით კიდევ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს მოუტანს შემოსავლის სახით.