კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უეინ ბრიჯის ხელმეორე ნიშნობა

„მანჩესტერ სიტის” მცველმა უეინ ბრიჯმა 40 ათას ფუნტ სტერლინგად ღირებული საქორწილო ბეჭედი შეიძინა, თავისი „გერლფრენდისთვის“, პოპ-ჯგუფ „სეთერდეისის” წევრ, 22 წლის ფრენკი სენდფორდისთვის. ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელი 9 თვეა, ფრენკის ხვდება და ბოლო დროს, შესაფერის მომენტს ეძებდა, რომ მისთვის ხელი ოფიციალურად ეთხოვა. 3,5-კარატიანი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ბრიჯმა ლონდონის, ბონდ სთრიტზე მდებარე ძვირად ღირებულ საიუველირო სალონში შეიძინა. შეგახსენებთ, რომ დაქორწინების პირველი მცდელობა ბრიჯისთვის სკანდალურად დასრულდა. აღმოჩნდა, რომ მის ექსსაცოლეს – ვანესა პერონსელს რომანი ჰქონდა საქმროს მაშინდელ, „ჩელსელ“ თანაგუნდელთან – ჯონ ტერისთან და ასევე, „არისტოკრატების” კიდევ ოთხ ფეხბურთელთან, რომელთა გვარები არ ხმაურდება.

скачать dle 11.3