კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

***

– რაზე ჩაფიქრებულხარ?


– ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ დავიწყო წერილი. მინდა, იცოდეს, რომ მას ვერ ვიტან, საზიზღარია, მაგრამ რაღაცნაირად პატივისცემაც ხომ უნდა გამოვხატო...

– შენც მისწერე: გამარჯობა, პატივცემულო საზიზღარო.

***

სოფლელი ბიჭი და გოგონა თივის ზვინთან ერთმანეთს ესიყვარულებიან. ბიჭმა გოგონას საკინძის გახსნა დაუწყო.

– მიხო, შენ ყველას ასე ეფერები? – ჰკითხა გოგომ.

– არა, მარტო ძროხას, მაგრამ, გეფიცები, უსიყვარულოდ.

***

სანდრო მეგობრებთან ერთად კაზინოში პირველად შევიდა და ბევრი ფული მოიგო. მეგობრები გაოცებულები შემოეხვივნენ!

– ბედი არ გინდა, როგორ მოახერხე?

– სიზმარში ვნახე – ექვსი შვიდიანი დამესიზმრა და მეც 49-ზე დავდე.

– აბა, შენა ხარ! ექვსჯერ შვიდი ხომ 42-ია.

– ხედავ, ღმერთი რა სამართლიანია: შენ განათლება მოგცა, მე – ფული.

***

„გინდათ, დაიპყროთ ევერესტი, ან, თუნდაც, ყაზბეგი?

თქვენ გიტაცებთ სამყაროს სილამაზე ფრინველთა ირაოს სიმაღლიდან?

თქვენს ოცნებას ჩვენთან შეესხმება ფრთები: მოდით, გაწმინდეთ ფანჯრები ჩვენი თანამედროვე შენობის 38-ე სართულიდან ზემოთ“.

***

მამაკაცი პარკში დოგს ასეირნებს, უცბად ძაღლი გაუსხლტა პატრონს, იქვე მიმავალ გოგონას ეცა და კაბის შემოხევა დაუწყო.

– მიშველე, რა უნდა? – აკივლდა გოგონა.

– ალბათ, კაბის ქვემოთ რაღაცამ დააინტერესა.

– მერე, თქვენ რაღას უდგახართ?

– მე არ დამაინტერესა.

***

ცოლ-ქმარმა იჩხუბა და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ბოლოს ცოლმა შერიგება გადაწყვიტა:

– კარგი, ჰო, ნუ იბერები, ორივე დამნაშავე ვართ.

კაცი ცოტა დაფიქრდა:

– კი, ორივე... მაგრამ განსაკუთრებით შენ.


скачать dle 11.3