კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკლესიის მამათა სწავლებანი ანტიქრისტეზე

მრავალი წმიდა მამა წინასწარმეტყველებს, რომ ანტიქრისტე იქნება ისრაელის 12 ტომიდან ერთ-ერთის – დანის შთამომავალი.
წმიდა დიდმოწამე ირინეოს ლიონელი: იერემია გვამცნობს არა მარტო ანტიქრისტეს მოულოდნელ მოსვლას, არამედ იმ ტომის სახელსაც, რომლიდანაც ის მოვა, როცა ამბობს: „დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი. მისი მერნების თქარათქურისგვარ იძვრის დედამიწა. მოდიან, რომ შთანთქონ მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი“ (იერ. 8,16). ამიტომაც, ეს ტომი არაა მოხსენიებული აპოკალიფსში გადარჩენილთა შორის (გამოც. 7,5-7).
წმიდა ანდრია, კესარიის ეპისკოპოსი (მეხუთე საუკუნე): დანის ტომი არ მოიხსენიება სხვებთან, იმიტომ რომ მისგან წარმოიშობა ანტიქრისტე. მის ნაცვლად მოხსენიებულია ლევიტელთა შტო, რომლებიც უძველესი დროიდან მღვდლები იყვნენ და რომლებიც ისრაელის ტომთა რიცხვში არ მოიხსენიებოდნენ.
ალბათ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ მასონებმა თავის ერთ-ერთ წინამორბედად აირჩიეს სოლომონის ტაძრის ამშენებელი ხირამი, დანელი ქალის ძე, მამით ტვიროსელი (2 ნეშტთა 2.14). ხირამის კულტი მასონობაში იქამდე მიდის, რომ შეიქმნა თავისებური „ანტისახარება“. მოშურნეთა მიერ მოკლული ადონორამის (იგივე ხირამი) შესახებ (ანტი – იმიტომ, რომ ქრისტე სიკვდილის შემდეგ აღდგა, ხირამისგან კი მხოლოდ გახრწნილი გვამი დარჩა). ადონორამის გვამის მაკეტები არის ყველა მასონურ ლოჟაში. ეს მაკეტი არის თაყვანისცემის საგანი მათი რიტუალების დროს.
ალბათ, არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ მასონები, რომლებიც მიზნად ისახავენ ყველა დოგმას, რელიგიისა და ეკლესიის დამხობას, თავის საქმიანობას უწოდებენ სოლომონის ტაძრის მშენებლობას. ამ ტაძარში ისინი გულისხმობენ ახლებური მსოფლიოსა და კაცობრიობის ახალი ტაძრის აშენებას, ხოლო წმიდა წერილი თანამედროვე მასონების ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე გვაფრთხილებდა, რომ განახლებულ საუფლო ტახტზე დაჯდება თავად ანტიქრისტე (მათე, 2.3-4) – ძე სატანისა.
თედორე კვიპროსელი: მართლაც, ჭეშმარიტად „საძაგებელი ძეი იგი მოოხრებისა“, „შვილი იგი წარსაწყმედელისა“ – ანტიქრისტე, რომელიც დაჯდება ტაძარსა იერუსალიმისასა, დაგმობს ღმერთს და გამოიჩინებს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი.
წმიდა ეფრემ ასური: ის საყვირს დასცემს თავისი თავისათვის და, როგორც წინასწარმეტყველები ამბობენ, თავის თავს უწოდებს მქადაგებელს, ჭეშმარიტი ღვთის შემეცნების მოამაგეს, აღთქმულ მესიას.
თეოდორიტე: ქრისტეს მოსვლამდე გამოცხადდება ქვეყნად ადამიანი, ბუნებაში გახვეული – ადამიანთა მტერი და ღვთის მოწინააღმდეგე დემონი, ღვთის სახელის მიმტაცებელი.
დეკანოზი ბორისი: ანტიქრისტე ღმერთკაცის რწმენას მოხერხებულად შესცვლის კაცღმერთის კულტით და, როგორც ღმერთი, თაყვანისცემას მოითხოვს... ანტიქრისტეს ფარისევლობა იქამდე მივა, რომ, არათუ მტრობას გამოიჩენს ქრისტიანთა მიმართ, არამედ მათ მფარველობასაც კი იკისრებს. შეეცდება, გარეგნული წესით მიჰბაძოს ქრისტეს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): ანტიქრისტე არა მხოლოდ უდიდესი მტერი იქნება ქრისტესი, არამედ, იმისთვის, რომ აცდუნოს ქრისტიანები, ის მოევლინება მათ, როგორც დედამიწაზე მეორედ მოსული ქრისტე... მომავალი ანტიქრისტე იმდენად მომხიბლავი იქნება, იმდენად თანაშეეწყობა დროის სულს, ამა სოფლის სულს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, რომ ურავლესობა ვერც კი შეიტყობს თავისი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე თაყვანს სცემს მას.
ახლა ბევრად უფრო დაგვიანებულია, ვიდრე თქვენ გგონიათ. აპოკალიფსი უკვე აღესრულება.

скачать dle 11.3