კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ბერი პაისი: არ ამტკიცოთ ის, რაშიც ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული. ადვილად ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ისმენთ.
გაბრიელ ეპისკოპოსი: როცა ხედავ, ადამიანი ცდება, არ გაბრაზდე; იცოდე, განზრახ არავინ ცდება, არავის სურს, გონება დაებინდოს. შემცდარი ისაა, ვინც სიცრუეს გულწრფელად მიიჩნევს ჭეშმარიტებად. მაგრამ, ხდება ისეც, რომ ადამიანები კი არ ცდებიან, არამედ განზრახ არ აღიარებენ ჭეშმარიტებას მაშინაც კი, როცა ის სრულიად ნათელია. არ აღიარებენ არა იმიტომ, რომ მისი გააზრება არ შეუძლიათ, არამედ, იგი ააშკარავებს მათ ბნელ საქმეებს, უკარგავს მათ მანკიერების გამართლების საშუალებას. ამგვარი ადამიანები რისხვას კი არა, თანაგრძნობას იმსახურებენ, რადგან დასნეულებულნი არიან არა ხორცით, არამედ სულით.
იოანე ოქროპირი: სასჯელის შეგრძნება იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ისარგებლე იმ დიდი სიკეთით, რომელიც შეგეძლო, მიგეღო. ნუ ელოდები დიდ სახელს – ამაზე მძიმე არაფერია.
ბასილი დიდი: არა ბოროტების გმობა, არამედ სიკეთის აღიარება ამყარებს თანხმობასა და ერთიანობას როგორც პირად, ასევე ქვეყნიერების ცხოვრებაში. ადამიანი გმობს ბოროტებას და მის ჩადენასაც, მაგრამ, სწორედ ეს უწყობს ხელს მის ზრდას, მაშინ, როცა მასზე უარის თქმა და მხოლოდ სიკეთეზე ზრუნვა სპობს ბოროტებას.
არქიმანდრიტი რაფაელი: ძნელია, გაარკვიო, ადამიანებს სულის, ღმერთის მოთხოვნით ემსახურები თუ მათგან ქებას ელოდები. შემოწმება ასე უნდა: თუ აკეთებ საქმეს, რომელსაც კეთილად მიიჩნევ, ჰკითხე შენს თავს, გააკეთებ თუ არა იმავეს, თუ წინასწარ გეცოდინება, რომ არავინ არასდროს გაიგებს, რას აკეთებ. თუ უპასუხებ, რომ მაინც გააკეთებ, მაშინ, ალბათ, შეგიძლია ირწმუნო, რომ, რასაც აკეთებ – აკეთებ სულისა და ღმერთისთვის.
მარკოზ განშორებული: ღმერთისთვის მსახურების უპირატესობა ადამიანთა მსახურებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ადამიანთა თვალში, შენდა უნებურად, გინდა, კარგად გამოჩნდე და გწყინს, როცა ასეთად ვერ გხედავენ. ღმერთის წინაშე კი მსგავსი არაფერია. მან იცის, როგორიც ხარ, მისი თანდასწრებით ვერავინ შეგაქებს და ვერც გაგკიცხავს; ასე რომ, არაა საჭირო თავის მოჩვენება, უბრალოდ, კარგი უნდა იყო.
ეფრემ ასური: ტანჯვის გარეშე შეუძლებელია სულიერი ზრდა და სიცოცხლის გახანგრძლივება. სწორედ ტანჯვას სდევს თან სიკვდილი. ტანჯვა – ცხოვრების აუცილებელი და სიკეთის მომგვრელი პირობაა. ამიტომ ამბობენ, ღმერთს ის უყვარს, ვისაც უბედურება ეწვიაო.
***
ურწმუნო ის კი არაა, ვისაც არ სწამს, რასაც აღიარებენ მის გარშემო მყოფნი. ჭეშმარიტად ურწმუნოა, ვინც ფიქრობს და ამბობს, რომ სწამს ის, რისიც არ სჯერა.
ზოსიმე პალესტინელი: ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტების უმეტესი ნაწილი ხდება არა ბოროტი განზრახვით, არამედ სარწმუნოდ მიღებული აზრის მცდარად გავრცელების შედეგად.
ისიდორე პელუზიელი: შეიძლება, ადამიანმა არც კი იცოდეს, რომ ჰაერს შეისუნთქავს, მაგრამ იცის, როცა სუნთქვა ეკვრის, რაღაც აკლია, რის გარეშეც ვერ აძლებს. ასევე ემართება რწმენადაკარგულ ადამიანსაც: იტანჯება, მაგრამ, არ იცის, რის გამო.

скачать dle 11.3