კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც მშობლები, გარკვეული მიზეზების გამო, შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი არიან, აქვს თუ არა უფლება ასეთ დროს მოძღვარს ჯვარი დასწეროს მათ?
პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით არიან მშობლები შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი. როდესაც მშობლები გაუმართლებელი მიზეზებით უკრძალავენ შვილებს დაქორწინებას (მაგალითად, თუ არ მოსწონთ სარძლოს ან სასიძოს ფინანსური მდგომარეობა) და უხეშად ერევიან მათი ბედის გადაწყვეტაში, ასეთ დროს მოძღვარი ვერ გაიზიარებს მშობლების აზრს და მის მიერ ჩატარებული ჯვრისწერის რიტუალიც აბსოლუტურად გამართლებულია.
კითხვა: მინდა, ჩემი ჯვრისწერის ბეჭედი გადავადნო და ჩემს შვილს ვაჩუქო ქორწინებისას. შესაძლებელია თუ არა ამგვარი ქმედება?
პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი მას ეკუთვნის, ვისზეც აღსრულდა ჯვრისწერის საიდუმლო, ამიტომ, მანვე უნდა ატაროს ცხოვრების ბოლომდე. ეს არის ქრისტიანული წესის პატივისცემა და არა ნივთზე მიჯაჭვულობა. ასევე, დაუშვებელია ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის გადაცემა. ამიტომ, აჯობებს, შვილს სხვა ბეჭედი აჩუქოთ.
კითხვა: როდესაც პირველად მივედი აღსარებაზე მოძღვართან, რაღაცამ დამაბრკოლა და ვერ შევძელი, მასთან გულახდილი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ძალიან მიჭირს მოძღვართან კვლავ მისვლა. ეს ძალიან მაწუხებს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: აუცილებლად უნდა გადალახოთ ეს ბარიერი. შეარჩიეთ სხვა მოძღვარი, ისეთი, ვისთანაც გაგიადვილდებათ თქვენი აღსარების თქმა და მიდით მასთან. ჩვენს ეკლესიებში არაერთი ღირსეული მოძღვარია, რომლებიც გულდასმით მოგისმენთ და რჩევა-დარიგებებსაც მოგცემთ.
კითხვა: შვილის გაჩენის შემდეგ განწმენდის ლოცვა მხოლოდ მეორმოცე დღეს ეკითხება დედას ეკლესიაში თუ თვეებისა და წლების შემდეგაც შეიძლება, როდესაც ის პირველად შევა ტაძარში?
პასუხი: განწმენდის ლოცვა მეორმოცე დღეს ეკითხება დედას, შეიძლება რამდენიმე დღის დაგვიანებითაც. თვეებისა და წლების შემდეგ კი ეს ლოცვა აზრს კარგავს.

скачать dle 11.3