კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აურია ქმარს ლონდონში ცხოვრების სტილი ტურიზმის დეპარტამენტის შეფმა და სად დადის ის ბოტებით

მაია სიდამონიძე ქართული ტურიზმის შეფი ერთი წლის წინ გახდა, როდესაც ლონდონიდან თბილისში ჩამოსულს, ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულება ჩააბარეს. ამ ერთი წლის განმავლობაში მისი ცხოვრების სტილი, ქართული ტურიზმის წყალობით აბსოლუტურად შეიცვალა – ახალბედა დედის როლი შეფის საქმიანობას „შეეწირა”; ფინანსისტი ქმარი, რომელიც ლონდონიდან გადმოიბირა, საკუთარი კომპასის ამარა დატოვა; თავად კი ხან მთაშია, ხან – ბარში. ჩინოვნიკურ დრესკოდს იმდენად ხშირად ცვლის მთაში გამოსადეგი ბოტებით, რომ მას საველე ჩანთიდან აღარც კი იღებს. თუმცა, იმით, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გაიარა, კმაყოფილია და გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა, ეჭვით აღარ უკირკიტებს.

მაია სიდამონიძე: კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც ამ პერიოდში იმ სფეროში გაკეთდა, რომელსაც ვხელმძღვანელობ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმ შედეგების მიხედვით, რაც გვაქვს, უკმაყოფილონი ნამდვილად არ ვართ. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთშიც. ეს ერთი წელიწადი იყო ძალიან დინამიური. სიმართლე გითხრათ, თავიდან მქონდა შიში „გავქაჩავდი” თუ არა ამ ტემპს, წავუძღვებოდი თუ არა ამ სფეროს ღირსეულად, ეს იყო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული შიში, რომელიც დღემდე მაქვს. როცა ჩაგაბარებენ საქმეს, რომელიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, გადაწყვეტილებების მიღება მარტივი ნამდვილად არ არის. ეს ერთი წელი საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – უამრავი ტიპის ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, იმედგაცრუებაც იყო მათგან და თანადგომაც. თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რომ საქმეში ნდობას, სიფრთხილე ჯობია. ეს იყო ჩემი პირველი ჩინოვნიკური სამსახური. ასე რომ, გამოცდილება, რომელსაც ახლა ვიღებ, ნამდვილად შეუფასებელია.
– შედეგები ახსენეთ. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ტურიზმის „აყვავებით” მსოფლიოს ხუთეულში მოვხვდით, თბილისში მხიარული ანეკდოტების თემა გახდა.
– როგორც ვიცი, ეს კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. ასე რომ, ჩვენ მასთან კავშირი არ გვაქვს. მე მიკვირს იმ ადამიანების დამოკიდებულების, ვინც ასე ნეგატიურად არის განწყობილი ყველაფრის მიმართ. არ შეიძლება, ადამიანს გაგიხარდეს ის, რაც შენს ქვეყანაში ხდება და ყველგან საქილიკო არ ეძებო? ეს ჩემთვის მიუღებელია და როგორც ამ სფეროს ხელმძღვანელს, მწყინს კიდეც. თუშეთი რომ საოცარი მხარეა, როგორც ამ კვლევის მიხედვით ითქვა, ტურისტებისთვის „გადანახული” და ამოუცნობი, ეს ცუდი შეიძლება, იყოს? არ მესმის, რატომ გახდა ასეთი დაუჯერებელი, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ამ 40 პროცენტს მაინცდამაინც „ტრაილერების” მძღოლები შეადგენენ და არა ტურისტები (იცინის)? ტურისტული ინდუსტრია ბოლომდე რომ მოსაწყობია, ამაზე არაფერს ვამბობ, ჩვენ მაინც განვითარებად ბაზრად მივიჩნევით და განვითარებული ბაზრების დონემდე რომ მივიდეთ, ამას დრო სჭირდება. ერთ-ორ წელიწადში საქართველოში შეიძლება, უკვე იმ ტურისტების შემოყვანაზეც ვიფიქროთ, რომლებიც მაღალმხარჯველიანებად მიიჩნევიან, მათ შორის არიან ჩინელი და იაპონელი ტურისტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან, როგორც ყველაზე მხარჯველი ტურისტები. სამომავლოდ, შეიძლება ამ ქვეყნებიდან უფრო ნაკლები ტურისტი შემოვიდეს, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ მათ დახარჯონ უფრო მეტი. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან ბევრ კუთხეში მომიწია ყოფნა. იქ ტურისტს თუ ვერ დაინახავ, ეს ნიშნავს, რომ თვალდახუჭული დადიხარ. ამას სკეპტიკოსების გასაგონად ვიტყვი (იცინის).
– იმ კუთხეებში, ალბათ, მაინც ამ სამსახურის შეფი იყავით და რიგითი ტურისტის როლში ყოფნა არ გიცდიათ უკეთ რომ გაგეგოთ, როგორ ვითარდება ჩვენთან ტურიზმი...
– მიცდია და გამომივიდა კიდეც. ზაფხულში ხუთი დღე შვილთან ერთად ბაკურიანში გავატარე. ვცხოვრობდი ისე, როგორც ტურისტები ცხოვრობენ, ბინის ღირებულებაც პატიოსნად გადავიხადე და იმ ბუნებითაც დავტკბი, რომლითაც ბაკურიანი არის ცნობილი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი როლიდან გამოსვლა, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. ყველაფერს, მათ შორის ინფრასტრუქტურას და სერვისს, ტურიზმის დეპარტამენტის შეფის თვალით ვუყურებდი (იცინის). ნამდვილი, ზურგჩანთა მოკიდებული ტურისტი ვიყავი ხოლმე უფრო ადრე, როცა მეგობრებთან ერთად „ვლაშქარავდი” საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. „სპალნიკებით” და კარვებით ვყოფილვარ ბირთვისში და ძალიან მინდა, ეს კიდევ გავიმეორო. თუმცა, „სპალნიკების“ გარეშეც მთიდან ბარში ვხვდები და ბარიდან მთაში. სახლში მუდმივ მზადყოფნაში მაქვს მორიგე ჩანთა, სადაც, პირველადი საჭიროების ნივთებთან ერთად, ყოველთვის დევს რეზინის ბოტები. ეს ბოტები ყველაზე მეტად სვანეთში გამომადგა. რეგიონებში საოფისე ფორმით და ქუსლებიანი ფეხსაცმლით ნამდვილად არ დავდივარ. თბილისში თუ ამ ეტიკეტს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვაკონტროლებ როგორც საკუთარ ისე თანამშრომლების ჩაცმულობას სამსახურში, სრულიად თავისუფალი ვარ, როცა თბილისიდან გავდივარ. ვიზიარებ იმ სიბრძნეს, სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. თუმცა, ბოტებით ლონდონშიც ხშირად დავდიოდი. თუ სამსახურში ვარ ადამიანი, რომელიც იცავს ყველა წესს, რომელიც სახელმწიფო მოხელემ უნდა დაიცვას, სამსახურის გარეთ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. არ მიყვარს წესები, ვალდებულებები და არც ვიცავ მათ. ხასიათს არასდროს ვიფუჭებ ვალდებულებებით (იცინის).
– ოჯახი როგორ ხვდება თქვენს ასეთ მოგზაურობებს მთიდან ბარში და პირიქით?
– ო, ეს მძიმე თემაა. როცა ამ პოსტზე დავინიშნე, ჩემი შვილი სამი თვის იყო, მე კი მიწევდა მუშაობა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. შესაბამისად, ბავშვი ვეღარ მცნობდა და პროტესტის ნიშნად, ჩემთან არ მოდიოდა. ამის გამოსასწორებლად რამდენჯერმე სამსახურში მოვარბენინე ბავშვი, თავისუფალ დროს როგორც ვიპოვი, სახლში მივრბივარ, რომ ბავშვს თავი გავახსენო (იცინის). ქალისთვის ასეთი რეჟიმით ცხოვრება ძალიან რთულია. ამიტომაც, არ მჯერა იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, სამსახურშიც დავდივარ, შვილებსაც ვუვლი და საჭმლის გაკეთებასაც ვასწრებო. ეს არ დაიჯეროთ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს სამზარეულოში როდის ვიყავი, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ საქმის დიდი მოყვარული მაინცდამაინც არც ვარ.
– მეუღლე „ჩამოიტყუეთ” ინგლისიდან საქართველოში?
– კი, ჩემი ამ სამსახურში დანიშვნიდან ექვს თვეში, ისიც გადმოვიდა საქართველოში. უფრო ადრე ვერ მოახერხა სამსახურის მიტოვება. მე ავრიე მისი ცხივრების სტილი (იცინის). ჩემი მეუღლე ახლა „თი ბი სი ბანკში“ მუშაობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განყოფილების უფროსია. ისიც ისეთ რეჟიმში ცხოვრობს, როგორც მე. ამიტომ, სახლიდან ორივე ერთად ვართ „დაკარგული”. ამის გამოსასწორებლად ორჯერ ვცადე, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო რეგიონებში. ვაჩვენე სვანეთი, რომელიც საერთოდ არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ იმ პერიოდში ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვმუშაობდით, მისთვის იქაც ვერ მოვიცალე, მივეცი ტურისტული მარშრუტების რუკა და ვუთხარი: აჰა, ბატონო, შენ კომპასი და საკუთარ თავს თავად მიხედე-მეთქი (იცინის).
– წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდით, ახლაც ხშირად დადიხართ იქით?
– როცა უცხოეთში ვცხოვრობდი, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. ახლა ამის დრო თითქმის არ მაქვს. ამიტომ, ძირითადად, საქმიანი მივლინებებით ვსარგებლობ. უფრო ხშირად მაინც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში მივდივარ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები იკრიბებიან ხოლმე. ისინი ძირითადად მამაკაცები არიან, ქალბატონი მხოლოდ ორნი ვართ – მე და მექსიკის ტურიზმის მინისტრი, გენდერულ დისკრიმინაციას განვიცდით. თუმცა, ჩემი უცხოელი კოლეგები, ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ხუმრობით, რომ ამ პოსტზე მომხიბლავი ქალბატონის მუშაობა უფრო ეფექტურია და ჩვენ მიმართაც ძალიან კეთილგანწყობილები არიან (იცინის).
– ამ სამსახურის წყალობით, ალბათ, უკვე სპორტული მონაცემებითაც გამოირჩევით. ბოლოს და ბოლოს, ყაზბეგში ირბინეთ კილომეტრები.
– სამწუხაროდ, იმ მარათონში, ძალიან მალე ჩამოვრჩი და ჩემი სპორტული შესაძლებლობა სირბილში, ალბათ, კილომეტრს ვერ გასცდა (იცინის). მე და ექსტრემი მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობთ. ამას წინათ სიღნაღში გაიმართა სამდღიანი ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მეც მიწევდა საფრენი ბუშტით გაფრენა სიღნაღიდან ალაზნის ველზე. ბედად, იმ დღეს ქარი ამოვარდა და ფრენა გადაიდო. სიმაღლის ისე მეშინია, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ბუშტით გაფრენას – ან ჩავფრინდებოდი ალაზნის ველზე, ან არა. ჩემი პილოტობა, საბედნიეროდ, არ შედგა (იცინის). სამაგიეროდ, ქართულ ველოსპორტში აღმოვჩნდი მარჯვე და წარმატებული, იმხელა ქუსლებით ვატარე ველოსიპედი, ბევრი დავტოვე გაოცებული. უკვე რამდენი წელია, რაც ვცდილობ, თხილამურებით სრიალს. როცა შვეიცარიაში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი ქალაქში, რომელიც იყო საკურორტო ზონაში. როცა ჩემი მეგობრები პროფესიონალურ ტრასებზე სრიალებდნენ, უნდა გენახათ, მე სად ვსრიალებდი. ძალიან კი ვაძალებდი თავს, მეც გამემეორებინა მეგობრების რეკორდი, მაგრამ ვერ გავბედე, „ჩაინიკების” ტრასას ვერ გავცდი (იცინის).

скачать dle 11.3