კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ავეჯი ითვლება ანტიკვარად და არის თუ არა შესაძლებელი მათი გატანა ქვეყნიდან

საქართველოში ანტიკვარული ავეჯით დაინტერესებული არაერთი პიროვნება ცხოვრობს, რომელთა ნაწილი დროგამოშვებით, ავეჯის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის კითხვით ხშირად მიმართავენ ხოლმე ხელოვნებათმცოდნე სოსო სისაურს. დღეს ბატონი სოსო ჩვენი რესპონდენტია.

სოსო სისაური: საყოველთაოდ აღიარებულია, რომ 100 წლის შემდეგ ნივთი ითვლება ანტიკვარად. ანტიკვარი საქართველოში პოპულარულია. ჩვენ მოგვწონს სილამაზე. შემიძლია, ვთქვა, რომ თითქმის ყოველი მესამე ესთეტია ჩვენში.
ღვთის მადლით, დღესაც არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ და აგროვებენ ანტიკვარულ ავეჯს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველას ლამინატის ავეჯი მოსწონდეს!
– რა არის ცნობილი ავეჯის წარმოშობის შესახებ?
– ავეჯის წარმოების ისტორია პერიოდებად იყოფა: ადრეული პერიოდის, შუა საუკუნეების, ბაროკოს სტილის, რენესანსის სტილის, კლასიციზმის და ასე შემდეგ. არქეოლოგიური გათხრების დროს, ავეჯი ძველ ეგვიპტეში იქნა აღმოჩენილი.
– რომელი საუკუნის?
– ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე-მესამე საუკუნეებს მიაკუთვნებენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეგვიპტეში სახლები ძველთაგანვე იყო გაწყობილი ხის ავეჯით და ავეჯს დიდი ხნის ისტორია აქვს.
– ძირითადად რა სახის ავეჯს ვხვდებით ადრეულ პერიოდში?
– დიდი ზომის სკივრებს რაიმე ნივთების ჩასაწყობად. იყო ხისაგან დამზადებული ავეჯიც, დღეს რომ ჩვენ დივანს ვეძახით – ხის ზურგითა და დასაჯდომით. იყო ხისგან დამზადებული პატარ-პატარა ზარდახშებიც.
შემდეგში მისი წარმოება თანდათანობით განვითარდა. შუა საუკუნეების ხის ავეჯი შედარებით ლამაზია, უკვე დახვეწილია გემოვნებაც, დიზაინიც და ამ პერიოდის ავეჯი წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებს. შემდეგ იყო მოდერნის პერიოდი, რომელიც ისევ შეიცვალა ჩუქურთმებიანი ავეჯით.
– ამ დროს ავეჯი არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთია, არამედ, მას ესთეტიკური დატვირთვაც აქვს.
– რა თქმა უნდა. შემდეგში შემოვიდა „ბრონზით“ გაწყობილი ავეჯი, რომელიც მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. წარჩინებულ და სამეფო ოჯახებში ბრონზას ფარავდნენ ოქროთიც. ამ პერიოდშივე გაჩნდა ბაროკოს ტიპის ავეჯი, რომლებიც ჩუქურთმებით გამოირჩეოდა და მასზე ამოტვიფრული იყო ადამიანთა სახეები ან სფინქსის გამოსახულებანი.
– ჩვენ ვახსენეთ მოდერნი, ბაროკო, კლასიციზმი... რა ნიშნებით ხდება მათი გარჩევა?
– მოდერნის პერიოდის ავეჯი შესახედავად უფრო მსუბუქია, ვიდრე ბაროკოსა და გოთიკის სტილის ავეჯი. მოდერნის პერიოდი დაიწყო 1880-იანი წლებიდან და გაგრძელდა 1910 წლამდე, არა მარტო რუსეთში, არამედ, ევროპის ქვეყნებშიც. ამ პერიოდის ავეჯს ახასიათებს სინატიფე, ჰაეროვნება და მასზე გამოსახულია ყვავილები, ფოთლები, ნატიფად ამოკვეთილი ქალისა და მამაკაცის თავები. რაც შეეხება გოთიკურსა და ბაროკოს სტილის ავეჯს, ისინი დამძიმებულია, ჩუქურთმის ჭრილებით ჩაბნელებული, თუმცა, ამავე დროს, ძალიან მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბაროკო და გოთიკური ავეჯი ძირითადად მუქი ყავისფერი იყო.
– რაც შეეხება როკოკოს?
– მასზე ძირითადად ვარდები და ყვავილებია ამოტვიფრული. თითოეული ნივთი ნაზია, მაგრამ, ჩახუჭუჭებული. როკოკოს ავეჯზე მუქი ფერები არ ჭარბობს. ბაროკოსთან შედარებით, ნათელია, მაგრამ, მოდერნის პერიოდის ავეჯი მასზე კიდევ უფრო ღია შეფერილობისაა.
– რა ხდება ავეჯის ისტორიაში რევოლუციის შემდეგ?
– ეს არის ლენინ-სტალინის პერიოდი. დღეს ამ პერიოდში დამზადებულს ძალიან ბევრ ავეჯს შეხვდებით.
ის მზადდებოდა როგორც რუსეთში, ასევე თბილისშიც. ამ პერიოდის ავეჯი გამოირჩევა ღია ფერით. იყო ბუფეტებიც, რომლებსაც ჰქონდა ბროლის მაგვარი მინები; იყო გარდერობები, კომოდები... შემდეგ დაიწყეს ვენური ტიპის სკამების გამოშვებაც. ამ პერიოდის ავეჯი დიდი ჩუქურთმებითა და ბრწყინვალებით არ გამოირჩევა.
სტალინის პერიოდში გამოდიოდა სამეული, რომელიც ცნობილია „სერპ ი მოლოტის” სახელით, ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ნამგალი და ურო იყო მასზე ამოკვეთილი. დღეს ეს სამეულები ძალიან ფასობს. ეს ავეჯი კაბინეტებში ედგათ სახელმწიფო მოსამსახურეებს და ის შედგებოდა ორი სავარძლისა და ერთი უზარმაზარი დივნისაგან, რომელზეც თავისუფლად დაჯდებოდა ექვსი კაცი. დღეს ეს სამეული 5 ათას დოლარამდე ღირს.
– ამ ავეჯის მოვლა და რესტავრირება როგორ ხდება?
– რაც შეეხება მოვლას, დავიწყოთ ძველი დროიდან: მაშინ ავეჯის რესტავრაცია ხდებოდა „შერლაკით” – ასეთი ტექნიკა იყო. „შერლაკი“ შედგებოდა სპირტნარევი ნატურალური მასალებისგან და, როდესაც ავეჯს ამზადებდნენ, მას „შერლაკით“ ფარავდნენ. ზოგიერთი რესტავრატორი დღესაც მოიხმარს ამ მასალას, რათა ძველი ფერი დააყენოს ავეჯზე. ძველი მეთოდია, აგრეთვე ავეჯის სანთლით დამუშავება. ძველი მეთოდია სპირტით პოლირებაც – ავეჯს სპირტს უსვამდნენ და შემდეგ აპრიალებდნენ.
დღეს ტექნიკა ძალიან წინ წავიდა და ათასნაირი საღებავია გამოსული, უკვე გამზადებული, რომლითაც იფარება და იფერება ავეჯი. პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ „ბაიცი”. მას უსვამენ დამუშავებულ ავეჯს და როდესაც გაშრება, ზემოდან ლაკს გადაუსმევენ – ასე კეთდება თანაედროვე რესტავრაცია.
„ედელვაისის” მასტიკა სინოტივეს აძლევს ავეჯს და არ სკდება. წელიწადში ერთხელ ყველა ავეჯი უნდა გაიწმინდოს ამ მასტიკით. წავუსვათ, გავაჩეროთ 10-15 წუთით და შემდეგ გავწმინდოთ შალის ნაჭრით – ეს ავეჯის მოვლის საუკეთესო საშუალებაა.
– სად და როგორ უნდა განვათავსოთ ავეჯი სწორად, რომ დაცული ვიყოთ მისი დაზიანებისგან?
– დავიწყოთ იმით, რომ, როდესაც გვაქვს ავეჯი, ძველი იქენება ის თუ ახალი, უნდა დავდგათ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები პირდაპირ არ მოხვდება, რადგან ის უკარგავს ფერს და აჭრელდება. აგრეთვე, ავეჯი არ უნდა იდგეს გამათბობლებთან ახლოს, რადგან ტემპერატურა იქ მერყეობს და ესეც აჭრელებს ხეს. ავეჯის დადგმა არ შეიძლება ასევე, ნესტიან გარემოში, ჩაკეტილ სივრცეში, იქ, სადაც ოთახი ხშირად არ ნიავდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჭია უჩნდება.
– აი, ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხთანაც მივედით.
– ხის ჭიები ორგვარია: პატარა, წვრილი ზომის ჭიები და შედარებით მსხვილი. პატარა ჭიებს ახასიათებს ხის ფაქტურაში ერთჯერადად შესვლა და გასვლა, შემდეგ სხვა ავეჯზე ან იატაკზე გადადიან. ისინი ხეში ტოვებენ პატარა ზომის ნასვრეტებს. როდესაც გვინდა, გავიგოთ, ჰყავს თუ არა ჭია ავეჯს, რომელზეც ჩვენ ვხედავთ ნასვრეტებს, უნდა გადმოვაბრუნოთ, დავკრათ ხელი და, თუ ფქვილის მაგვარი (ჭიისგან დახრული ხე) მასა არ გადმოცვივდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭია შესულა და გასულა; ხოლო, თუ გადმოცვივდა, ნიშნავს, რომ ჭია ჯერ კიდევ მასშია.
– მეორე სახეობის ჭიაზე რას გვეტყვით?
– მეორე სახეობის ჭია ავეჯში დიდ ღრმულებს ტოვებს და შიგნით ბუდობს. მას შეუძლია, ფიცარს თავიდან დაჰყვეს და ბოლოში გავიდეს, რა ზომისაც არ უნდა იყოს ის.
გარდა ნესტისა და გაუნიავებელი ოთახისა, ჭია შეიძლება გაჩნდეს ისეთ შემთხვევაშიც, თუ რამე ახალი ავეჯი შევიძინეთ და მას შემოჰყვა.
– შესაძლოა, რომ ვუმკურნალოთ ავეჯს ამგვარი პარაზიტებისგან?
– ძველად ამ ჭიებისგან ავეჯს სკიპიდრით მკურნალობდნენ – სკიპიდარს უშვებდნენ ავეჯის ხვრელებში, ნასვრეტებს ამოავსებდნენ და ავეჯს ფუთავდნენ ცელოფნით ორი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ანიავებდნენ და ყველა ჭია იხოცებოდა.
ჭიებთან საბრძოლველად არსებობს მხუთავი აირის მეთოდიც, რომელსაც, ძირითადად, მუზეუმებში იყენებენ: დაზიანებულ თუ დაავადებულ ავეჯს მოათავსებენ ერთ ოთახში, უშვებენ მხუთავ აირს და გარკვეული ხნის შემდეგ ნახულობენ, რომ ჭიები მკვდარი და გამოყრილია ავეჯიდან, ან, სულაც, ხეშივე იხოცებიან.
ამას გარდა, დღეს ტექნიკა განვითარდა და ჭიისგან დაცვისა და პროფილაქტიკისთვისაც შესაძლოა გამოვიყენოთ თანამედროვე სითხეები. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ანტიკვარულ ავეჯზე ნასვრეტებს თუ დაინახავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ავეჯი გადასაგდები გახდა.
– ძველ ავეჯთან, განსაკუთრებით, სარკესთან დაკავშირებით, არსებობს ცრურწმენები, რით დაამშვიდებთ ანტიკვარული ავეჯის მოყვარულებს?
– როდესაც ამბობენ, ძველ ავეჯს თუ იყიდი, მას ყოფილი პატრონის ცუდი აურა მოსდევსო, ეს ცრურწმენაა. მე პირადად, სასადილოს სკამით დაწყებული, საძინებლით დამთავრებული, ყველაფერი ძველი მაქვს: შესასვლელში მიდგას დაახლოებით 200 წლის სარკე, რომელიც არ განმიახლებია. მე ის 15 წლის წინ შევიძინე. ამას წინათ სადღაც წავიკითხე, რომ სარკე ირეკლავს ყველაფერს ცუდს იქიდან, სადაც ის დგას და, თუ სარკე ოჯახმა გაყიდა, ეს უბედურებებიც თან მიჰყვებაო. ჩემს მაგალითზე მოგახსენებთ, რომ 15 წელია, დგას ეს სარკე ხელუხლებლად ჩემს სახლში და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ წარმატება და წინსვლა მაქვს. სად იდგა ეს სარკე მანამდე, სულ არ მაინტერესებს. ეს არის ცრურწმენა! გარდა ამისა, უამრავ ანტიკვარული ავეჯის მოყვარულთან მაქვს ურთიერთობა და ასეთი რამ არავის უთქვამს – არავინ უჩივის ბედს მათი შეძენის შემდეგ.
– როგორ ხდება ანტიკვარის უცხოეთში გატანა?
– საბჭოთა პერიოდში, როდესაც საკომისიოში იღებდნენ ნივთებს, ჩამბარებლის ფურცელზე ეწერა: „არ შეიძლება სსრკ-დან გატანა”. ასეთ ნივთებს არ ატანდნენ ქვეყნიდან. ეს დღესაც ასეა მთელ მსოფლიოში. სამუზეუმო ექსპონატები არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან.
საქართველოში, კულტურის სამინისტროში, არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, განყოფილება, სადაც ამ ნივთებს მიიტანენ ან ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გაჰყვება ადგილზე, სადაც ნივთი დგას, ის დაათვალიერებს მას და თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით რთავს ნებას, რომ ამ ნივთის საქართველოდან გატანა შესაძლოა. ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

скачать dle 11.3