კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ესპანელი მილიარდერი ფლობს ყველაზე იაფფასიანი სუპერმარკეტების ქსელს თავის ქვეყანაში და რომელი მილიარდერის დიდმა ბაბუამ აღმოაჩინა ცნობილი ესპანური გამოქვაბულები ალტამირაში

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების გამოვლენითა და რეიტინგების შედგენით დაკავებული „ფორბსი”, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერების საერთო სიის გარდა, ცალკეული სახელმწიფოების უმდიდრესი პიროვნებების მინი-რეიტინგებსაც აქვეყნებს პერიოდულად. ამჯერად ჟურნალი „თბილისელები”, „ფორბსის” მონაცემებზე დაყრდნობით, ესპანეთის მილიარდერთა ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.
ამანსიო ორტეგა – 31 მილიარდი დოლარი
რკინიგზის მუშის შვილმა, ამანსიო ორტეგამ თავისი კარიერა, ტანსაცმლის მაღაზიაში უბრალო კლერკობით დაიწყო. მოგვიანებით, მან 25 დოლარით საკუთარი საქმე წამოიწყო და პირველი პერანგი შეკერა გასაყიდად. დღესდღეობით ორტეგა ბრენდ „ზარას”, „მასიმო დუტის”, „სტრადივარიუსის” მფლობელია, რომლის მაღაზიათა ქსელი, მსოფლიოს 77 ქვეყანაშია გახსნილი და 5 ათასზე მეტ ობიექტს მოიცავს. ორტეგა ასევე, ფლობს უძრავ ქონებას ფლორიდაში, მადრიდში, ლისაბონსა და ლონდონში. გარდა ამისა ორტეგას აქტივები აქვს გაზის ბიზნესში, საბანკო და ტურისტულ სფეროებში. მისი კუთვნილი კომპანია „ინდიტექსი”, რომლის აქციათა 87 პროცენტი ორტეგას საკუთრებაა, ესპანეთის უმსხვილეს კომპანიად ითვლება. ამანსიო ორტეგა „ფორბსის” მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა განთავსებული.
ისაკ ანდიკი და ოჯახი – 6,1 მილიარდი დოლარი
ისაკ ანდიკის ოჯახი 1960-იან წლებში გადმობარგდა თურქეთიდან ესპანეთში. 56 წლის მილიარდერმა „მანგოს” პირველი მაღაზია 1984 წელს ბარსელონაში გახსნა და დღეს ის 1 200-მდე ბრენდულ მაღაზიას ფლობს მსოფლიოს 92 ქვეყანაში, დაწყებული ჰოლანდიის ანტილების კუნძულებიდან დამთავრებული კომუნისტური ჩინეთით. „მანგო” მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც საშუალო შემოსავლის მქონე ფენისთვის იწარმოება. გარდა ამისა ისაკ ანდიკს საბანკო ინტერესები აქვს ესპანეთში, კერძოდ, „ბანკო საბადელი” მისი საკუთრებაა. ანდიკი განქორწინებულია და სამი შვილი ჰყავს. „ფორბსის” რეიტინგში მას 159-ე ადგილი უკავია.
როზალია მერა – 4,2 მილიარდი დოლარი
ლა კორუნიელი როზალია მერა ესპანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონი და „ზარას” მფლობელის, ამანსიო ორტეგას ექსმეუღლეა. წყვილი დიდი ხნის წინ განქორწინდა, თუმცა როზალია დღემდე ფლობს „ინდიტექსის” აქციათა 7 პროცენტს. „ზარას” გარდა, მერას შემოსავლის წყაროა ესპანური კინოწარმოება, თევზის ბიზნესი, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების წარმოება და სასტუმროთა ქსელი. როზალია მერა ქველმოქმედებით არის დაკავებული, კერძოდ, მისი დაარსებული „ფაიდეი ფაუნდეიშენი” ფიზიკური ნაკლოვანების მქონე ადამიანებს უწევს დახმარებას. „ფორბსის” რეიტინგში როზალია მერა 254-ეა.
მანუელ ხოვე – 3 მილიარდი დოლარი
პროფესიით დურგალი მანუელ ხოვე სამშენებლო ბიზნესითა და უძრავი ქონებით არის ცნობილი ესპანეთში. თავისი კომპანია მან 1980 წელს დააარსა, რომელიც შემდგომში ესპანეთის უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიად „ფედესა იმობილიარიად” იქცა. გარდა ამისა ხოვე ფლობს ესპანეთის უმსხვილესი ბანკის „ბილბაო ვიზკაია არგენტარიას” აქციათა 5 პროცენტს. მანუელ ხოვე გალისიური ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერია, ხოლო თავისუფალ დროს ხეზე მუშაობით არის დაკავებული.
ხუან როიგი – 2,9 მილიარდი დოლარი
62 წლის ხუან როიგი ესპანეთის სიდიდით მესამე სუპერმარკეტების ქსელ „მერკადონას” ფლობს. კომპანია „მერკადონას” საკუთრებაა 1 270 სუპერმარკეტი და როიგი კომპანიის აქციათა 55 პროცენტის მფლობელია. კომპანია 1977 წელს მისმა მშობლებმა დააარსეს და ესპანეთში ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები პროდუქციაზე სწორედ როიგის სუპერმარკეტებშია. მისი ქალიშვილები – ჰორტენზია, ამპარო, ხუანა და კაროლინა ამავე კომპანიის თანამშრომლები არიან. ხუანი ვალენსიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. გარდა ამისა, თებერვალში მას ესპანეთის საუკეთესო მეწარმისთვის განკუთვნილი პრინც ფელიპეს სახელობის ჯილდო გადასცეს.
ალისია კოპლოვიცი – 2,3 მილიარდი დოლარი
ალისია კოპლოვიცი ერთ დროს ესპანეთის უმდიდრეს ქალბატონად ითვლებოდა, თუმცა დღეს იგი თავის დასთან, ესთერთან ერთად, „ფორბსის” მეხუთე ასეულში ბინადრობს. სამშენებლო ბიზნესის გარდა, რომელიც კოპლოვიცების საოჯახო ბიზნესია, ალისია ასევე ფლობს: ბანკ „საბადელის” აქციებს, სასტუმროებს ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში; უძრავ ქონებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონკონგში, ჩინეთში; აკონტროლებს ორ ჰეჯ-ფონდს ესპანეთსა და ინგლისში; თავისი საქველმოქმედო ფონდის ეგიდით სასწავლებლად აგზავნის ინგლისსა და ამერიკის უნივერსიტეტებში სტუდენტებს ხელმოკლე ესპანური ოჯახებიდან.
ესთერ კოპლოვიცი – 1,9 მილიარდი დოლარი
უმცროს დასთან, ალისიასთან ერთად, ესთერი საოჯაზო ბიზნესს უძღვება. „ფომენტო დე კონსტრუციონეს” ესპანეთის სამშენებლო სფეროში ლიდერად ითვლება. ესთერი მჭიდროდ თანამშრომლობს თავისი დის საქველმოქმედო ფონდთან და დაახლოებით, 95 მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული ფონდის ანგარიშზე. გარდა ამისა, თავად ესთერიც ქველმოქმედებითაა დაკავებული და გასულ წელს მან ბარსელონაში ბიომედიცინის ცენტრი გახსნა, რომელიც კიბოს, სკლეროზისა და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზეა ორიენტირებული. ცენტრის მთლიან ხარჯებს ესთერი ფარავს. თავისუფალ დროს კი ბალეტზე ან კლასიკური მუსიკის მოსასმენად დადის მეუღლესთან – ერნანდო ფალკოსთან ერთად. ცნობისთვის, ის კუბელი მარკიზია და უძველესი ესპანური სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელია.
ფლორენტინო პერესი – 1,9 მილიარდი დოლარი
პროფესიით ინჟინერი ფლორენტინო პერესი სამშენებლო კომპანია „აქტივიდეიდეს დე კონსტრუციონ ი სერვისიოს”, 1993 წლიდან ხელმძღვანელობს. თუმცა, მსოფლიოში იგი სულ სხვა საქმიანობით არის ცნობილი. ფლორენტინო პერესი ესპანური საფეხბურთო სუპერკლუბის, მადრიდის „რეალის” პრეზიდენტია და სწორედ მის სახელს უკავშირდება „გალაქტიკოსების” ერის დაწყება სამეფო კლუბში, როდესაც მისი ფულით კლუბში მოვიდნენ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები: ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექჰემი, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, რუუდ ვან ნისტელროი და სხვები. 65 წლის ფლორენტინო პერესს „ფორბსის” რეიტინგში 651-ე ადგილი უკავია.
ხოსე მარია არისტრაინი – 1,7 მილიარდი დოლარი
ხოსე მარია არისტრაინი ერთ დროს მსოფლიოს უმსხვილეს ფოლადგადამამუშავებელ კომპანია „არცელორს” ფლობდა, რომელიც ამჟამად ინდოელი მილიარდერის, ლაქშმი მიტალის ხელშია. ამჟამად კი არისტრაინის კომპანიის მხოლოდ 2 პროცენტია. ხოსე მარია ნაკლებად უკეთებს აფიშირებას თავის ცხოვრებას და საზოგადოებაში მუდამ პირადი დაცვის თანხლებით ჩნდება. მას პანიკური შიში აქვს იმისა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები არ გაიტაცონ ან არ მოკლან ბასკმა სეპარატისტებმა. არისტრაინს აქვს რანჩოს ესპანეთის სამხრეთით, სადაც, აწ უკვე აკრძალული, კორიდისთვის ხარების მოშენებით არის დაკავებული.
ემილიო ბოტინი – 1,5 მილიარდი დოლარი
ბანკირების ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, რომელიც 1986 წლიდან სათავეში უდგას „ბანკ სანტანდეროს”. ემილიო ბოტინის ბანკი სიდიდით მეოთხეა ესპანეთში. მას დაახლოებით 14 ათასი ფილიალი აქვს გახსნილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საბანკო სფეროს გარდა ბოტინის ოჯახი, ესპანეთში იმითაც არის პოპულარული, რომ ემილიოს დიდმა ბაბუამ 1879 წელს აღმოაჩინა ალტამირას ცნობილი გამოქვაბულები ესპანეთის ჩრდილოეთით. თავისუფალ დროს „ფორბსის” 833-ე ნომერი გოლფის თამაშითა და თევზაობით არის დაკავებული.

скачать dle 11.3