ანეგდოტები
...
– ბატონებო, ვის ჰგონია, რომ ჩემი ცოლი იდეალურია?
– კარგი, მაშინ კითხვას სხვაგვარად დაგისვამთ: ვინ დააწერა ჩემს ცოლს ზურგზე მარკერით „ნიმუში“?
***
„ამ საქმის ყველა ენთუზიასტს ვეპატიჟებით კვირას ლაშქრობაზე. ამ საქმისთვის კი, საჭიროა ერთ კაცზე ორი ლიტრი სასმლის წამოღება“.
***
შეკითხვა ადვოკატს:
– მაინტერესებს ყველაფერი გაუპატიურების შესახებ: სად, როგორ და ვისთან შეიძლება.
***
ქერათმიანი ლამაზი გოგონა ყელმოღერებული, თავდაჯერებული შევიდა თვითმფრინავში და ფანჯარასთან დაიკავა ადგილი. მასთან მაშინვე მივიდა მამაკაცი და ეუბნება:
– გოგონა, თუ შეიძლება, თქვენი ადგილი დაიკავეთ!
– მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს! – გამომწვევად ახედა კაცს ქერათმიანმა.
– მაშინ, მოიმარჯვეთ შტურვალი და თვითმფრინავი თქვენ ააფრინეთ!
***
გამოვიდა ჟურნალ „ფლეიბოის“ ახალი ნომერი – ახლა უკვე „სინჯებით“.
***
– ნერვებს მიშლის ეს აბრები: „გერმანული საქონელი“, „იტალიური ავეჯი“, „იაპონური ავტომობილი“... რაც ჩვენია, რა, ცუდია?
– არა, რატომ, ნახე, რა კარგი გამყიდველი გოგონაა!
***
ჭიჭიკია, ბიჭიკია და შალიკია სასამართლოში გამოიძახეს. ნაზიკიამ სარჩელი შეიტანა, მისი შვილისთვის მამობის დადგენაზე. სამივე ნერვიულობს. ჭიჭიკიამ ორივეს დაუძახა და უთხრა:
– ბიჭებო, მოვიფიქრე: სამივემ ვაღიაროთ და ეს ნაზიკია ბოზი ფეხებსაც ვერ მოგვჭამს.
სავარაუდო მამები დასთანხმდნენ. პირველად ჭიჭიკია გამოიძახეს.
– აღიარებთ თუ არა, რომ ამ ბავშვის მამა თქვენ ხართ?
დიახ, ბატონო მოსამართლე!
– ძალიან კარგი. ბატონებო, საქმე გახსნილია, სასამართლო სხდომას დახურულად ვაცხადებ!