კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნამდვილი სიყვარული ფრანგულად

ანუ, არ მინდა, ვიყო პირველი…

თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ (და მერე რა, რომ მათი დიდი ნაწილი რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს? თბილისში დარიც კარგი იდგა და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, მთლად ისეც არ გვაქვს საქმე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს „რეალში“ ყოველ ცისმარე დღეს ვნახულობდეთ) და მათაც, ვინც ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, შეიტყვეს, რომ საფრანგეთი იდგა, დგას და მარად იდგება გმირი ქართველი ხალხის გვერდით. თუმცა, რაკი ბ-ნმა სარკოზიმ სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ბოლოსთვის მოგვიტოვა (შესაძლოა, გემრიელ ლუკმად ან, სულაც, ისეთი პროზაული მიზეზით, რომ ასე დაგეგმილი მარშრუტი ყველაზე ოპტიმალურია), უფრო ადრე ერევანში სტუმრობისას დაახლოებით იგივე უთხრა ჩვენს სომეხ მეზობლებსაც. კერძოდ, ის, რომ „სომხეთს ყოველთვის შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის მხარდაჭერისა და მეგობრობის იმედი. საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფრანგულ-სომხურ ურთიერთობებს, რომელთა ფესვები ისტორიულ წარსულშია. ის გზა, რომელიც სომხეთმა გაიარა ბოლო 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო, მუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილურობისა“. თავი რომ არ შეგაწყინოთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ერევანში სტუმრობის პათოსი ასეთი იყო: „სომხეთი მარტო არ არის, რადგან საფრანეგთს მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.“ როგორც მოგვიანებით თბილისში გაირკვა, ასეთივე განსაკუთრებულია ქართულ-ფრანგული ურთიერთობებიც. მაგრამ, თბილისური და ერევნული ვიზიტები მაინც განსხვავდებოდა: მაგალითად, სომხეთის პრეზიდენტმა ბ-ნ სარკოზის ორდენი დაჰკიდა, ამ უკანასკნელმა კი (როგორც ჩვენი პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება), – აქეთ დაგვკიდა, თუმცა, ჩვენ რა, ჩვენს პრეზიდენტს დაჰკიდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო.
ოღონდ, პაექრობა ამით არ ამოწურულა: მაშინ, როდესაც ოფიციალური ერევანი თავს იწონებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მათი დედაქალაქი რიგით პირველი მოინახულა; ოფიციალური თბილისი იმითაა აღფრთოვანებული, რომ ამ ფორმატით ხალხისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს არც ბაქოში მიუმართავს და არც ერევანშიო.
რაც შეეხება რიგით ბოლოობას (ჩვენ მესამე, მაგრამ, რეგიონის რიგით ბოლო ქვეყანა ვიყავით), ამ დილემის ამოხსნაში ერთი პასაჟი დაგვეხმარება: მამაკაცისთვის ის კი არ უნდა იყოს მთავარი, არის თუ არა სასურველი ქალის ცხოვრებაში პირველი, არამედ ის, რომ ბოლო აღმოჩნდეს. ამდენად (აი, პოლიტიკისა რა მოგახსენოთ, მაგრამ), ფრანგული სიყვარული აშკარად ჩვენს მხარესაა!

скачать dle 11.3