კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლა სიბერემდე

ანუ რატომ უნდა ჩააბაროს ქართულმა პოლიტელიტამ ქართულის გამოცდა

გასულ კვირას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მომავალი მისაღები გამოცდებისთვის სიახლე შესთავაზა, თუმცა ის მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ეხება (რომლის მაქსიმალური ქულა უკვე 80-მდეა ჩამოლაბორანტებული), კერძოდ, რაკი 2011 წელს მთელ საქართველოში საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თავად საატესტატო გამოცდების მომწყობ-ჩამტარებელი (თუმცა, რაკი იმ საატესტატო გამოცდებს ცოდნის დონის შემოწმებასთან კავშირი არ ჰქონია, პირადად ჩემთვის, კმაყოფილების საფუძველი ბუნდოვანია). მაგრამ, რადგან ეს გამოცდების ერთიანი ცენტრისთვის ნათელია, მათ გადაწყვიტეს, რომ 2012 წელს საატესტატო გამოცდის ტესტი ისეთი იქნება, როგორიც აქამდე მისაღები გამოცდების ტესტი იყო (მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში), ეროვნულ გამოცდაზე კი შემოწმდება „აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია, კითხვის უნარი და წერის კულტურა“.
იქვე აღნიშნულია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტებზე მომუშავე ჯგუფის აზრით, „უმაღლესი სასწავლებლებისთვის პრიორიტეტული სწორედ ის გახლავთ, რომ ბაკალავრობის კანდიდატებს შეეძლოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა და, აგრეთვე, ჰქონდეთ სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული თუ სხვა სახის ტექსტის სიღრმისეული გაგებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.“ ხოლო, რაკი ასე მიაჩნიათ, 2012 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტში ოთხად-ოთხი დავალება იქნება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 20); არგუმენტირებული ესე (20 ქულა); მხატვრული ტექსტის გააზრება (15 ქულა) და წერითი დავალება (25 ქულა).
ხოლო, თუ აქვე ჩვენი პოლიტელიტის მეტყველების კულტურას, აზრის გადმოცემისა და ანალიზის (წაკითხულის იქნება თუ მოსმენილის) უნარს გავიხსენებთ, ვითომ მათ კი აწყენდათ ზემომოყვანილი წესით გამოცდის ჩაბარება?! თანაც, ჯერ ერთი, სწავლა სიბერემდეო და, რაც მთავარია, სიბერემდეც ბევრი უკლიათ.

скачать dle 11.3