კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 8 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ წარმატებული ვიყო და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან მისაღებია: გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ქუვეითი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: სასწრაფო დახმარება, რეანიმაცია, სტომატოლოგია, არატრადიციული მედიცინა, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, კონტროლის პალატა, საგადასახადო, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 13 ივლისს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმული მისია დედამიწაზე არის ის, რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავზე მუშაობას, იყოთ მეტად კომუნიკაბელური, დაიცვათ ტრადიციები, შეძლოთ ურთიერთობების დასტაბილურება. ასევე, თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ეცხოეთი. ქვეყნებიდან კი წარმატებების მომტანია: საფრანგეთი, ავსტრალია, პორტუგალია, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ჩინეთის ჩრდილოეთი მხარე, ტიბეტი, ბირმა, მონაკო, არგენტინა, ლატვია, ავსტრია.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1998 წლის 22 ივნისს. რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. იყოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი. დაეყრდნოს ინტუიციას. შეძლოს საიდუმლოს დაცვა. არ წამოიწყოს ერთდროულად რამდენიმე საქმე. ასე ადვილად მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში და კარმულ მისიასაც შეასრულებს.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1994 წლის 30 ოქტომბერს. მაინტერესებს, უცხოეთი თუ არის მისთვის კარმული მისია და რომელი ქვეყნებია წარმატებული?
პასუხი: უცხოეთი თქვენი შვილისთვის ნეიტრალურია. ვერ გეტყვით, რომ ის დიდი წარმატებების მომტანია, მაგრამ, უცხოეთთან კონტაქტი შესაძლებელია. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანიის ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი; გამორიცხოს ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, მონღოლეთი, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, მალტა და ბანგლადეში. ამ ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნები მეტ-ნაკლებად მისაღებია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 20 იანვარს, დღის 3 საათზე. რა სფეროში მივაღწევ წარმატებას და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შევქმნი ჰარმონიულ ოჯახს?
პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის თქვენთვის კარგია თევზების, კუროს, ქალწულის, მორიელის ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები. სფეროებიდან კი მისაღებია და წარმატებების მომტანი: საქველმოქმედო საქმე, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ოკულტური სფერო; დასვენების ბიზნესი, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა; მანქანების დიზაინი ან ბიზნესი, საინჟინრო საქმე, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო, ფსიქოთერაპია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო საქმიანობა.

скачать dle 11.3