კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მობილური ტელეფონით დამყარებული კავშირი „მიცვალებულთან“ და თანამედროვე შერლოკ ჰოლმსი

როგორ ელაპარაკებოდნენ მიშას
ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა: სოფელში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, სახელად მიშა. როგორც წესი, მიცვალებულს ჩასასვენებელში პირადი ნივთები ჩაუწყვეს, მათ შორის, ქსელში ჩართული მობილურიც, რომელიც მიშას გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე უყიდია.
სოფლებში მიცვალებულს დაკრძალვამდე რაიმე ნივთს ჰპარავენ ხოლმე – ამბობენ, მისი სულისთვის კარგია, როდესაც მის ნაქონ ნივთს სხვა მოიხმარსო. ერთმა ნათესავმა, რომელსაც, ასევე, მიშა ერქვა, იფიქრა, ეს ახალთახალი მობილური მიწამ რომ არ შეჭამოს, მოდი, მე ამოვიღებ, ვითომ ცხონებულ მიშას უჩუქებიაო. ასეც მოიქცა. ეს ამბავი ვერავინ გაიგო. დაკრძალეს მიშა, ორმოციც გადაუხადეს და, შემთხვევით, საუბარში მისი ტელეფონიც ახსენეს. გარდაცვლილის ძმამ, მოდი, დავრეკოთ, ტელეფონი ხომ ჩართული იყო, ვნახოთ, დაირეკება თუ არაო.
– ალო?! – უპასუხეს „საიქიოდან“.
– რომელი ბრძანდებით? – ხმის კანკალით იკითხეს „აქედან“.
– მიშა ვარ, შენ რომელი ხარ?
მიშა ვარო?! – გარდაცვლილი მიშას ძმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს, ქურდბაცაცა მიშას კი ბოდიშებისა და ახსნა-განმარტების მეტი რაღა დარჩენოდა. შე კაი კაცო, ნომერი მაინც შეგეცვალაო, – უსაყვედურეს ბოლოს.
როდესაც კიდევ ერთხელ გადაიკითხა კონან დოილი...
შერლოკ ჰოლმსის დრო დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა. თანამედროვე ოპერმუშაკებისთვის დანაშაულის გახსნა კაბინეტიდან გაუსვლელად ძნელია, რადგან დამნაშავეც „დაჭკვიანდა” და ცარიელი ხელით მას ვეღარ აიყვან. მაგრამ, რა გამოლევს ჩვენში ტალანტებს! მაგალითად, ერთმა ოპერმუშაკმა ქურდობა შერლოკ ჰოლმსის მეთოდით გახსნა.
იხსენებს პოლიციის გადამდგარი მაიორი ვაჟა გაბაშვილი:
– ამ რამდენიმე წლის წინ, თბილისის ბაზრობის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ხშირად იპარავდნენ ავტომაგნიტოლებს. ზოგი მოქალაქე პოლიციას მიმართავდა, ზოგმა კი ხელი ჩაიქნია – თარგამაძის პოლიციას რა შეუძლიაო.
ერთმა ძველმა და გამოცდილმა ოპერმუშაკმა გადაწყვიტა, წესრიგი დაემყარებინა და გამოაცხადა: „მე არ დავიწყებ იმ ქურდის დევნას! ის თვითონ მოვა ჩემთან!” რასაკვირველია, კოლეგებმა ამ სიტყვებში ეჭვი შეიტანეს. დანიძლავდნენ, ერთ კარგ რესტორანზე. ვადად ხუთი დღე მისცეს. მართლაც, გავიდა ხუთი დღე და ავტომაგნიტოლების მოყვარული მილიციის განყოფილების ერთ-ერთ ოთახში წერდა „აღსარებას.” კმაყოფილი ოპერმუშაკი კი თავის კოლეგებთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას.
ოპერთანამშრომლის მეთოდი, თურმე, ძალიან მარტივი აღმოჩნდა: ყველა სარეკლამო გაზეთში მისცა განცხადება, რომ კარგ ფასად შეიძენს რამდენიმე მაგნიტოლას და გაყიდვის მსურველებს სთხოვდა, დაერეკათ თავის სახლის ტელეფონის ნომერზე. მრავალ მსურველთა შორის, ვისაც სურდა, ავტომაგნიტოლა გაეყიდა, აღმოჩნდა ძებნილი ქურდიც და პოლიციელს მაგნიტოლების მთელი პარტია შესთავაზა. პოლიციელმა ის სახლში მიიპატიჟა, შეამოწმა მაგნიტოლების ნომრები, რომლებიც მოპარულები აღმოჩნდა, მაშინვე დააკავა „ოპტოვიკი” და დაარწმუნა სიმართლე ეთქვა.
მერე გაირკვა, რომ ოპერმუშაკს, ქურდის ასეთი მეთოდით დაკავების აზრი იმას შემდეგ მოუვიდა, რაც კიდევ ერთხელ გადაიკითხა კონან დოილი…

скачать dle 11.3