*** ტიპმა გადაწყვიტა‚ ცოლს გაეყაროს. – ხომ არ გაგიჟდი‚ მშვენიერი ცოლი გყავს‚ ლამაზი‚ მშვიდი‚ ყველა შენ შემოგნატრის‚ – უთხრა მეგობარმა. – კარგი დიასახლისია‚ სხვა ეგრე ვერ მოგივლის‚ – უთხრეს მშობლებმა. – რას უწუნებ‚ შესანიშნავი ქალია‚ ყველა ამბობს‚ რომ
იცით‚ სიყვარულის ყველაზე საშიში მტერი ვინ არის? – მმაჩის თანამშრომელი, ერთი ბეჭდის დარტყმით თქვენს საყვარელ გოგონას უბრალო ცოლად რომ აქცევს.
***
ორი ნაცნობი საუბრობს:
– ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ცდუნება‚ მაგრამ, უნდა შეძლო მისი დაძლევა. ამას წინათ მივლინებაში ვარ‚ ღამით სასტუმროში დავრჩი. დავწექი თუ არა‚ იღება კარი და ოთახში თვალისმომჭრელად ლამაზი ქალი შემოდის‚ თითქმის შიშველი.
– და, თქვენ რა ქენით?
– მაშინვე საწოლში ჩავხტი‚ საბანი გადავიფარე და ვუყვირე: „გადი‚ მაცდურო“! თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე?
– იმას‚ რაც თქვენ გააკეთეთ‚ უბრალოდ‚ არ მოვიტყუებოდი.
***
მეტროსთან მოხუცი ქალი „ბატარეიკებს“ ყიდის. ერთი ახალგაზრდა ყოველდღე უდებს დახლზე ერთ ლარს‚ არაფერს იღებს და მიდის. ასე გრძელდება კარგა ხანს. ერთხელაც‚ როდესაც ახალგაზრდამ ფული დადო‚ ქალმა ხელში ჩაავლო ხელი:
– ვიცი‚ გაინტერესებს‚ ფულს რომ ვდებ‚ რატომ არაფერს ვიღებ... – ეუბნება ახალგაზრდა.
– არა‚ ეგ რა ჩემი საქმეა... მინდა, გაგაფრთხილო‚ რომ დღეიდან ბატარეა 2 ლარი გახდა...
***
ზარია:
– სასწრაფოდ მოდით‚ ჩემი ბინა რაჭველებმა გაძარცვეს!
– რა იცით‚ რომ მძარცველები რაჭველები არიან?
– ახლაც აქ ბრძანდებიან‚ მეორე ოთახში და ნივთებს ჩანთებში აწყობენ...
***
მოვითხოვ‚ შეიტანოთ ჩემი სახელი და გვარი გინესის რეკორდების წიგნში‚ რადგან იქ მოხვედრის ყველაზე ნაკლები შანსი მე მაქვს მთელ მსოფლიოში.
***
ჩემი მეორე სიდედრი პირველზე გაცილებით – აზრიანი ქალი იყო‚ პირველი დარტყმისთანავე ყველაფერს იგებდა.
***
გუშინ საშინელი შეცდომა მომივიდა – ვირტუალურ გოგოებს ვურეკავდი და რეალურებთან მოვხვდი.
***
აუქციონზე:
– და‚ საბოლოო ფასი – 5 000 ლარი! სხვას ხომ არ აქვს ვაჭრობის სურვილი? მაშ ასე‚ 5 000 – ერთი‚ 5 000 – ორი‚ 5 000 – სამი! უნიკალური ღამის სანათი იყიდა მანდილოსანმა მეხუთე რიგში‚ რომელსაც ქმარი პირს ორივე ხელით უფარავს!..
***
ჰოროსკოპი:
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები იღიმებიან; ფული: ვარსკვლავები იცინიან; სექსი: ვარსკვლავები სიცილით იხოცებიან.
***
რატომ ჰქვია ხელფასი‚ როცა ფეხბურთელები‚ მორბენლები და ზოგიერთი პროფესიის ქალი ფეხებით ირჩენენ თავს?!
***
– რატომ გაუშვეს კოსმონავტი ჩინელებმა კოსმოსში პირველი გაფრენიდან მხოლოდ 42 წლის შემდეგ?
– ეძებდნენ‚ ვინ გარისკავდა იმ რაკეტით გაფრენას‚ რომელსაც „Made in China“ ეწერა.
***
სვანი მეორედ დაფიქრდა და დაიღალა.
***
კარზე ზარია.
– ვინ არის? – გამოეხმაურა ქმარი.
– ჯეკი მფატვრელი!
– ძვირფასო‚ შენთან არიან!
***
– რა განსხვავებაა უტვინოსა და გენიოსს შორის?
– გენიოსის შესაძლებლობები შეზღუდულია.
***
რაჭველი სოფლელი ბიჭუნა ბიძამ ქალაქში ჩამოიყვანა და ცირკში პირველად წაიყვანა. ბავშვი შინ აღფრთოვანებული დაბრუნდა.
– რა მაგარი იყო! ყველაზე ძალიან მოტოციკლეტისტი მომეწონა. როცა გავიზრდები‚ მეც ვისწავლი მოტოციკლეტის ტარებას და მასავით კედლებზე ვივლი‚ მეც მოვაწყობ ატრაქციონს.
– კედლებზე სიარული არ გინდა‚ რაჭველი მოტოციკლეტზე – უკვე ატრაქციონია‚ – უთხრა ბიცოლამ.
***
ლომი და ვეფხვი ჯარში გაიწვიეს.
– გავარკვიოთ‚ როგორია ეს ჯარი‚ იქნებ‚ არც ისე ცუდია? მოდი, ვინმეს ვკითხოთ.
მიდიან ტყეში‚ ხედავენ სამხედროფორმიანი თაგვი გამორბის.
– ეი‚ თაგვო‚ როგორია ჯარში?
– რა თაგვი‚ მე ზღარბი ვარ „სამავოლკაში“!
***
ბიოლოგიის გაკვეთილზე:
– შეწყვილებისას მდედრები ყურადღებას სხვადასხვანაირად იქცევენ: მაგალითად‚ ფარშევანგი – კუდით‚ იხვი – შეფერილობით...
– აა‚ მივხვდი! კაცები – მწვანე ფულით...
***
განცხადება:
„დაიკარგა ძალიან ჭკვიანი ძაღლი.
ჯეკა‚ თუ შენ კითხულობ ამ განცხადებას‚ გთხოვ, დამირეკო“.
***
სტატისტიკურად, ყველა ქალი ყოველ საღამოს ვახშმის მომზადებას‚ ბავშვების მეცადინეობას‚ დაბანასა და ალაგება-დალაგებას‚ 46 წუთს ანდომებს‚ ანუ, ზუსტად იმდენს‚ რამდენსაც შეადგენს ტელესერიალებს შორის სარეკლამო პაუზები.
***
– გოგონა‚ მოდი‚ კარტი ვითამაშოთ გახდაზე!
– თქვენ მოგებით გინდათ, თავი მოიწონოთ თუ, უბრალოდ, ჩემი გახდილი ნახვა გსურთ?
***
გუშინ‚ როგორც იქნა‚ პირველად დავწექი გოგოსთან... რა‚ მერე! არაფერი განსაკუთრებული – დამცხა და, თან, სივიწროვეც იყო...