კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოუვიდა სექსუალურ და ვნებიან სომეხ მომღერალ ქალთან ერთად ანრი ჯოხაძეს და ვისი მორჯულება დასჭირდა მას

ანრი ჯოხაძე თითქმის ერთი თვის განმავლობაში ერევანში ცხოვრობდა. ორ პროექტში მიიღო მონაწილეობა და როგორც თავად ამბობს: თბილისში ერთი ჩვეულებრივი სომეხივით დაბრუნდა.

ანრი ჯოხაძე: ერევანში ორ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ერთი იყო „მიმინო“ და მეორე – „10+10“, „დვე ზვეზდის“ ანალოგი. ერთი იყო სექტემბრის დასაწყისში, მეორე კი – ბოლოსკენ. „მიმინოში“ ვმონაწილეობდით ყველანი, ვინც კი მღერის და იუმორში რამეს აკეთებს: ვანო ჯავახიშვილი, ალეკო მალხაზიშვილი, ფაქო, ამიკო, მიშა ანდღულაძე, შორენა ბეგაშვილი. მომღერლებიდან ვიყავით: მე, სოფო ხალვაში, დუეტი „ჯორჯია“, ნინი ბადურაშვილი. ჟიურიში იყო რუსა მორჩილაძე და მალხაზ ქვრივიშვილი. იმედია, არავინ გამომრჩა. ეს იყო „ტიბისი ტივის“ პროექტი. შეჯიბრება გვქონდა სიმღერაში, კულინარიაში, ცეკვაში. ასე ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, მეგობრობამ გაიმარჯვა – „ნიჩია“ დამთავრდა, როგორც ეს თავიდანვე იყო მოსალოდნელი.
– კულინარიაშიც მოგიწია შეჯიბრება?
– მე და შორენა ბეგაშვილმა ხაჭაპურს იმდენი სოდა და ძმარი ვუყავით, ჟიური მოვწამლეთ. ცეკვის კონკურსში არ მივიღე მონაწილეობა. ცეკვა კი მეხერხება, მაგრამ არ ვიყავი მომზადებული. თან, დამემართა ბრონქო-პნევმონია, ვკვდებოდი, რასაც ჰქვია და ვიხრჩობოდი. პირველ პროექტში ჩემი გასაკეთებელი საქმე ძლივს მივიყვანე ბოლომდე, ისე ცუდად ვიყავი.
– როგორი გრაფიკი გქონდათ?
– ძალიან დატვირთული, დილიდან საღამომდე ტელევიზიაში ვიყავით, იქ ვცხოვრობდით. ცოცხალ ორკესტრთან ვმუშაობდით, ყველაფერს ცოცხლად ვასრულებდით. მოკლედ, ამ პროექტში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო. ყოველ კვირას ეს გადაცემა გადის „არმენია ტვ-ზე“, რომელიც ძალიან რეიტინგული არხია.
– რით დაგაინტერესათ ამ პროექტმა?
– სიახლით. იქაური კოლეგები დაგვხვდნენ და მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. ადამიანს სახლშიც და გარეთაც ახალ-ახალი ურთიერთობები სჭირდება. მოკლედ, კარგად ვისიამოვნეთ.
– მეორე პროექტისთვის დარჩი თუ ჩამოხვედი თბილისში და შემდეგ უკან დაბრუნდი?
– პირველი პროექტი 10-დღიანი იყო. მეორე დღეს დაიწყო პირველი არხის პროექტი და ასე, გადავბარგდი ერევანში. ზუსტად ერთი თვე გამომივიდა იქ ცხოვრება. ასე რომ, მე ჩვეულებრივი სომეხი ბიჭი ვარ – ანრი ჯოხიან. იქაური კოლეგებიც მეხუმრებოდნენ: ჩვეულებრივი სომეხი ხარ და ბარემ დარჩიო. ჩვეულებრივ ვცხოვრობდი, აი, კარგად, რომ მოშინაურდები და შენი ქალაქი რომ გახდება.
– ხასიათშიც გაგიჩნდა ახალი თვისებები?
– მათგან რაღაცეები ავიღე, იქაურ ლატზე გადავეწყე, „დაჟე“, ფული რომ მაკლდებოდა, მარკეტიდან რაღაცეები ნისიად მომქონდა. ამიტომ, იქაური კოლეგები მეუბნებოდნენ, დარჩი აქ და ცოტა ხანში სახალხო არტისტის წოდებას და მოქალაქეობასაც მიიღებო.
– მოგწონს ერევანი?
– ძალიან მომეწონა და მინდა გითხრა, არც მქონია თბილისის მონატრება. არ მინდოდა, უკან წამოსვლა, მეამა. სასიამოვნო ქალაქია, კარგი ჯაზ-კლუბები აქვთ და მით უმეტეს, თუ მუსიკოსი ხარ, უფრო მეტად ისიამოვნებ და მოგეწონება. არაჩვეულებრივი მუსიკოსები ჰყავთ, კარაოკე კლუბებია ძალიან კარგ დონეზე განვითარებული. გასართობი გვქონდა. თანაც, იქაურმა კოლეგებმა ჩვენ მიმართ ძალიან კარგი, თბილი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს, რაც, დამეთანხმები, მნიშვნელოვანია. ამ პროექტში ქართველები და სომხები დაწყვილებულები ვიყავით, სომხურ-ქართული დუეტი გადიოდა და უნდა გვეჩვენებინა საკუთარი თავი. სომხებს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის, პროფესიონალი მომღერლები ჰყავთ. მე შემხვდა 2009 წლის „ევროვიზიის“ მონაწილე – ევა რივასი და მიმაჩნია, რომ მასთან ერთად სცენაზე საინტერესო, სექსუალური, ვნებიანი დუეტი გამოვიდა.
– როგორ მოხდა თქვენი დაწყვილება?
– ევა ჩემზე მაღალია 2 სანტიმეტრით და სიმაღლის გამო დავწყვილდით. ერთადერთი ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ფეხის წვერებზე ვიწეოდი და ისე ვმღეროდი. მერე სცენაზე ერთმანეთს ძალიან მოვუხდით. ევას საინტერესო და კარგი ხმა აქვს. როდესაც მე შევდიოდი სტუდიაში, რაღაცეებს ვეძებდი, ვწვალობდი, დიდხანს ვწერდი სიმღერას. ის კი იმდენად მომზადებული და მოწესრიგებული მოდიოდა, შევიდოდა სტუდიაში, ჩაწერდა სიმღერას და მერე მე მელოდებოდა. ძალიან ნიჭიერი და ულამაზესი ქალია.
– როგორც ქალი ჩაჯდა შენს გემოვნებაში?
– კი. ჩაჯდა ჩემს გემოვნებაში – არაჩვეულებრივი ქალია. კარგად გავუგეთ ერთმანეთს, თან, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია.
– რას გულისხმობ?
– ყველაფერს.
– და ყველაფერში?
– აი, გავა ერთ-ერთი გადაცემა და მიხვდები. მერე კიდევ ჩავწეროთ ინტერვიუ.
– თქვენი ურთიერთობა, ალბათ, არ მთავრდებოდა სტუდიაში და იმის იქითაც გრძელდებოდა.
– რა თქმა უნდა, გრძელდებოდა. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთი წამითაც არ დავშორებივართ ერთმანეთს მე და ევა.
– მეორე პროექტშიც ძალიან იყავით დატვირთულები?
– წარმოიდგინე, ათი სიმღერა უნდა მოგვემზადებინა. ამიტომ, დღე და ღამე გვქონდა გასწორებული. მე ღამეში 2-3 საათი მეძინა და ბოლო გადაღება რომ დამთავრდა, სასტუმროს ნომერში როგორც მივეგდე, მეორე დღის საღამომდე ასე, გაუნძრევლად მეძინა. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ, დამიჯერე, საოცრად კარგი პროექტი გამოვიდა: მუსიკალურადაც და ვიზუალურადაც. წყვილებმა მაშინვე დავიწყეთ შოუების მოფიქრება. ჩვენს ჭკუაზე ვიყავით ამ მხრივ. ყველა მონაწილე შემდგარი მომღერალი გახლდათ და, ეს არ იყო „X ფაქტორი“ – ამას იმღერებ ან იმასო. რაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ამიტომაც ძალიან კარგი დუეტები შედგა. ნინი შერმადინის მეწყვილე იყო პოპულარული და არაჩვეულებრივი მომღერალი ანდრე, ფანტასტიკური დუეტი გამოუვიდათ. ასევე, ძალიან კარგი დუეტი გამოუვიდათ აჩიკო ნიჟარაძესა და სონა შახგელძიანს, მან გასულ წელს „იურმალა“ მოიგო, არაჩვეულებრივად მღერის. ასევე, ძალიან კარგი იყო სოფო გელოვანისა და მპერის დუეტი, რომელსაც მოსკოვში „ქვინთან“ ორი დუეტი აქვს შესრულებული. ვერიკო ტურაშვილი იყო არაჩვეულებრივი თავის მეწყვილესთან ერთად. უბრალოდ, ვერიკოს ის პრობლემა ჰქონდა, რომ მისი მეწყვილე დაბალი იყო, ამის გამო ერთმანეთს მუდმივად დაშორებულები იყვნენ და ბოლო 2-3 სიმღერაში, როგორც იქნა, შეერთდნენ. ამ ორი პროექტიდან მაქსიმალური სიამოვნება მივიღე, დაუვიწყარი ერთი თვე მქონდა.
– ასეთი დაძაბული რიტმის დროს, ხშირად ხდება პატარ-პატარა ინციდენტები.
– ჯაზის ტურში ვერ მოვასწარი სიმღერის დამთავრება და, ამის გამო, ჩემი და ევას ნამღერის გარეშე ჩაიარა ამ ტურმა. დარბაზში იჯდა ჟიური: სომეხი, ფანტასტიკური კომპოზიტორის, არნო ბაბაჯანიანის შვილი – არაიკ ბაბაჯანიანი და მაია ყიფიანი, ერთი სომხეთიდან, მეორე – საქართველოდან. ასევე, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სეფისკვერაძე, ჭაბუკა ამირანაშვილი. ჟიური იჯდა ნორმალურად – თბილი სიტყვები რომ ეთქვათ, პუბლიკისთვის აეხსნათ. ისე მოხდა, ვერ მოვასწარით სიმღერის მომზადება და ჯაზის ტურში ვერ ვიმღერეთ და გვითხრეს, მეორე გადავიღოთო. სასაცილო ის იყო, რომ ჩვენ არ გვიმღერია, მაგრამ მთელი ჟიური მაინც, გვაფასებდა ზოგადად.
– არ კამათობდით შენ და ევა?
– როგორ არ ვკამათობდით. როკ-ტურში უნდა გვემღერა „აი ლავ როქ ენ როლ“, მაგრამ მე გავფშიკე ფეხები, არ ვიმღერებ ამ სიმღერას-მეთქი. მსოფლიო ჰიტში უნდა გვემღერა ტინა ტერნერის „ზი ბესთ“. ევას ვუთხარი, ეს ვიმღეროთ როკში, ხოლო მსოფლიო ჰიტში ჯეიმს ბონდის „Goldeneye“. სხვათა შორის, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჯეიმს ბონდზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა გვქონდა. მე ბონდური იმიჯი მივიღე: ორი პისტოლეტით, ხელში სიგარით, ევა – შეხსნილი კაბით, „მუშტუკით“ ხელში... აუ, სცენაზე აბოლებდა სიგარეტს, მოკლედ, ძალიან კარი პერფორმანსი გამოგვივიდა.
– ანუ დაგთანხმდა?
– პირველი ორი დღე ცოტა მოუხელთებელი, დაუმორჩილებელი იყო, მაგრამ მერე მოვარჯულე. ქალია და შეიძლება, არ მენდობოდა. ეს სჭირთ ქალებს მამაკაცებთან მიმართებაში. მე მას 2-3 დღეში დავუმტკიცე, რომ, რასაც ვამბობდი, ეს იყო სიმართლე. რა თქმა უნდა, მის რჩევებსაც ვითვალისწინებდი. ჩემთვის მთავარია, რომ გვერდით მედგა ნიჭიერი ქალი, თანაც ულამაზესი. ჯეიმს ბონდის თემაზე მომეცა იმის საშუალება, რომ მე ჯეიმს ბონდი ვყოფილიყავი, ხოლო ევა – მისი ქალი, უნაკლო გარეგნობის, ორმეტრიანი შხვართი. ის რომ ასეთი გარეგნობის არ ყოფილიყო, ამ სიმღერას ვერ შევთავაზებდი.
– არ გეგმავთ მომავალში დუეტის ჩაწერას?
– ჩვენ უკვე დავგეგმეთ და თბილისშიც მალე ჩამოვა. ჩავწერთ დუეტს.
– ახლო მომავალში კიდევ ხომ არ გეგმავ სადმე წასვლას?
– მე და ნინი შერმადინს საბერძნეთში გვაქვს დაგეგმილი ერთობლივი სოლო კონცერტი. ალბათ, ოქტომბრის ბოლოს წავალთ. მანამდე ჩემი არა, მაგრამ სხვა მომღერლების პროდუქციაზე უნდა ვიმუშავო, როგორც პროდიუსერმა. იდეალურად ვხედავ, ვის რა გამოუვა კარგად. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მეგობრულ და გულშემატკივრობის ამბავში, ამ ორ ადამიანს მინდა დავეხმარო. ისინი ვინ არიან, მალე გაიგებთ, ორივე ძალიან ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი მომღერალია.

скачать dle 11.3