კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს რუსეთში მცხოვრებმა შვილმა, მისმა ქართველმა ნახევარძმამ და დებმა ერთმანეთი და რატომ იყო სასწაული დაკარგული მამის მეორედ პოვნა

 
31 წლის მიხეილ იოსების ძე რაზუმოვი ეძებდა მამამისს 53 წლის იოსებ გიორგის ძე ტურაშვილს და თავის ნახევარძმასა და დას.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 53 წლის იოსებ გიორგის ძე ტურაშვილს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მე ჯერ კიდევ 1 წლის ვიყავი. მამა თითქმის არ მახსოვს. მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან მინდა მისი პოვნა და ნახვა. ბოლოს მამა 3 წლის ასაკში ვნახე. რამდენადაც ვიცი, მამაჩემი ხაშურში ცხოვრობს და მას თავისი ოჯახი აქვს. მე მყავს ნახევარძმა და, შესაძლებელია, დაც კი მყავდეს. მინდა მათი პოვნა და გაცნობა. მე მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, მაგრამ მამაჩემის პოვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტის შენიშვნა: ამ ისტორიას ჩვენი მკითხველი 19 ოქტომბრის ნომერში გაეცნო, საბედნიეროდ, მიხეილის მამას, მის ნახევარძმასა და ორ ნახევარდას მივაგენით. ამ ისტორიის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ვეძებდით, ვიპოვეთ თურქეთში და საბერძნეთში (მიხეილის დები ამჟამად ამ ქვეყნებში იმყოფებიან), ძმა და მამა კი კახეთში ცხოვრობენ. დღეს ჩვენი რუბრიკის რესპონდენტები მიხეილი და მისი და – მაიკოა (რომელიც ამჟამად საბერძნეთშია). ისინი თავად უამბობენ მკითხველს თავიანთი სიხარულის შესახებ.

ინტერვიუ მიხეილთან:

– მიშა, მოგვიყევი, გჯეროდა, რომ მამას და შენს ნათესავებს ასე მალე მოძებნიდი? რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ისინი იპოვეს?

– ძალიან გამიხარდა, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ. ნამდვილად არ მეგონა, თუკი მათ, ყველას, ასე მალე – ორ კვირაში ვიპოვიდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ხნის ისტორიაა, თქვენ ისინი მართლაც გასაკვირად მოკლე დროში იპოვეთ. თავიდან, როდესაც გავიგე, რომ მე მყავს სამი, ასე ვთქვათ, დედმამიშვილი, ძალიან გამიხარდა, რადგან ბავშვობიდან, რატომღაც, ორი მახსოვდა. როდესაც პირველად დამირეკეთ, თქვენ არაფერი მითხარით მამის შესახებ და ვიფიქრე, ალბათ, ცოცხალი აღარაა და ამიტომ არაფერს მეუბნებიან-მეთქი. დავიბენი და შემეშინდა. მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და ნაპოვნია. ჩემი დებისა და ძმის ამბავი კი სასწაულს ჰგავს. როგორც გავიგე, ჩვენ ვგავართ ერთმანეთს. ძალიან მინდა მათი ნახვა და ურთიერთობის აწყობა.

ინტერვიუ 27 წლის მაია იოსების ასულ ტურაშვილთან:

– მაია, რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ნახევარძმა გეძებს და შენ თუ ეძებდი მას? მოგვიყევი თქვენი ისტორია. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ.

– მიშას არსებობის შესახებ ბებიისგან – მამის დედისგან ვიცოდი. როცა პატარა ვიყავი, ბებია სულ მეუბნებოდა, რომ ჩვენ გვყავს ნახევარძმა, რომელიც ძალიან მგავს და რომ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. სამივე და-ძმა ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მე და მიშა, თურმე, ყველაზე მეტად, ორივე ერთად კი – ბიძას. 20 წელია ბიძაჩემი, რაც არ მინახავს. ორი უდიდესი ნატვრიდან ერთი ამიხდა და ძმა ვიპოვე. ენით ვერ აგიწერთ, რა ბედნიერი და გაოგნებული ვარ. ჩემი ძმაც და დაც, რა თქმა უნდა, ბედნიერები არიან. ჩვენც გვინდოდა მისი პოვნა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან დაგვასწრო მოქმედება და რუსეთიდან დაგიკავშირდათ.

– დედაშენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მიშა გეძებდათ?

– დედამ იცოდა, რომ მამას პირველი შვილი ჰყავდა და არასდროს ჰქონია ამაზე უარყოფითი რეაქცია. პირიქით, ისიც ძალიან გვგულშემატკივრობდა მის პოვნაში. ამჟამადაც ჩვენთან ერთად უხარია ეს ამბავი.

– მამაშენი როგორ შეხვდა ამ ამბავს თვითონ. მას თუ უცდია შვილის პოვნა და, საერთოდ, რას ფიქრობს ამ ისტორიასთან დაკავშირებით?

– მამაჩემს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა. დედამ მითხრა, რომ იგი უბედნიერეს ადამიანად გრძნობს თავს. უბრალოდ, მას არ უყვარს ლაპარაკი, დინჯი და ჭკვიანი კაცია. მამის გადმოცემით ვიცი, რომ მან მიშა ბოლოს სოხუმში ნახა, სადაც მიშას დედის მშობლებიც იყვნენ. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც სოხუმი დაეცა, მამაც ტყვედ აიყვანეს და წელიწად-ნახევარი დაკარგული იყო. რა აღარ გააკეთა დედაჩემმა, ის რომ ეპოვა. მისი მოძებნის საქმეში „წითელი ჯვარი“ ჩართო და, ღვთის წყალობით, მამა ვიპოვეთ. იგი ცხრა აფხაზში გადაცვალეს. ამჟამად მამა დედასთან და ჩემს უმცროს ძმასთან ერთად კახეთში ცხოვრობს.

– თქვენ ერთმანეთი არც კი გინახავთ და, როგორ ფიქრობ, შეძლებთ ისეთ ურთიერთობას, როგორიც, მაგალითად, ღვიძლ დასთან და ძმასთან გაქვთ?

– ჩვენ ყველას ამის დიდი სურვილი გვაქვს. იმედია, შევძლებთ და, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა (რადგან მე რუსული ძალიან ცუდად ვიცი, მან კი ქართული იცის ცუდად) და ტერიტორიული სიშორისა, თუკი თქვენ შეძელით და გვაპოვნინეთ ერთმანეთი სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ დედმამიშვილებს, ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, გადავლახოთ ეს სიძნელე.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3