კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვის ეძებენ ასტანიდან თბილისში

27 წლის მარინა ალექსანდრეს ასული კაირგელდი ეძებს 47 წლის ალექსანდრე გოგის ძე ალექსიშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 47 წლის ალექსანდრე გოგის ძე ალექსიშვილს. მამა ბოლოს რომ ვნახე, 3 წლის ვიყავი. მას შემდეგ მის შესახებ არც მე, არც დედას არაფერი გაგვიგია. მამა ცხოვრობდა თბილისში, რამდენადაც ვიცი, კრილოვის ქუჩაზე (შეიძლება, ქუჩის სახელწოდება ამჟამად სხვაა). ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ქალაქ ასტანაში გაიცნეს. დიდი სიყვარულის მიუხედავად, ისინი ვერ დაქორწინდნენ მამის მშობლების გამო, რომლებიც ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. მე ვცხოვრობ დედასთან ერთად ქალაქ ასტანაში (ყაზახეთი). სამწუხაროდ, მამას დამოუკიდებლად ვერ ვპოულობ. ძალიან გთხოვთ, დახმარება გამიწიოთ მშობლის პოვნაში.
– როგორ დაკარგეთ მამა? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– დედაჩემმა, გულნარა სულეიმანის ასულმა კაირგელდმა, მამაჩემი ასტანაში გაიცნო, სადაც მამა ჯარში მსახურობდა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და შედეგად, 1984 წელს მე გავჩნდი. ფიზიკურად ვგავარ დედას, მაგრამ ხასიათით, როგორც დედა მეუბნება, მამას ვგავარ. ჩემი მშობლები ვერ დაქორწინდნენ, რადგან მამის მშობლებს არ უნდოდათ უცხო ეროვნების რძალი. მამაჩემი ჩვენთან ცხოვრობდა 1984-1987 წლებში, შემდგომ კი თავის სამშობლოში დაბრუნდა. მე დედამ გამზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა თითქმის არ მახსოვს, ძალიან მიყვარს და მინდა მისი პოვნა, მაგრამ, ამისთვის საჭირო ინფორმაცია არ გამაჩნია. დედაჩემი წინააღმდეგია, რომ მამა ვიპოვო, მაგრამ მე ეს ძალიან მინდა და მჯერა, რომ მამასაც გაუხარდებოდა ჩემთან ურთიერთობის დამყარება. შეიძლება, ის ფიქრობს, რომ მე მასზე ნაწყენი ვარ, იმის გამო, რომ მე და დედა მიგვატოვა, მაგრამ ეს ასე არ არის.
– მას შემდეგ, რაც ასტანიდან წამოვიდა, ერთხელ მაინც თუ დაგკავშირებიათ თვითონ?
– მას შემდეგ, რაც მამაჩემი თავის სამშობლოში დაბრუნდა, ჩვენ ის აღარ გვინახავს, რადგან დედა წინააღმდეგი იყო. მასთან წერილის მიწერის ნებასაც კი არ მაძლევდა, როდესაც გავიზარდე და 16 წლის გავხდი, ძალიან მომინდა მამის ნახვა და მასთან დალაპარაკება მაინც, მაგრამ, დედამ მითხრა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან, მას რომ ჩემი ნახვა ან დაკავშირება ნდომოდა, ამდენი წლის განმავლობაში მომძებნიდა (ჩვენ არ შეგვიცვლია საცხოვრებელი მისამართი). დედა ისევ იმ გვარზეა, რა გვარზეც იყო და შესაბამისად, მას ჩვენ არ ვუძებნივართ, მაგრამ, მე მაინც მინდა მისი პოვნა, რადგან ის ჩემი მშობელი მამაა და მე მას ვერ შევიძულებ. ვიცი, რომ მამას ჰყავს და (თუ არ ვცდები, მასზე უმცროსი). მამიდაჩემს ნინო ჰქვია. ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ასაკი არ ვიცი, მაგრამ, ვიცი, რომ ბაბუას გოგი ჰქვია. იმედი მაქვს, მამაჩემი გამომეხმაურება და მოინდომებს ჩემთან ურთიერთობას.
– თუკი აღმოჩნდება, რომ მამაშენს თავისი ოჯახი აქვს და შენ გყავს ნახევარდები ან ნახევარძმები, როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ მათ?
– ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ მამას ჰქონდეს თავისი ოჯახი – მას შემდეგ, რაც ის დედას დაშორდა, ხომ ამდენი წელია გასული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მყავს ნახევარდები და ნახევარძმები. მე მარტო ვიზრდებოდი და სულ ვოცნებობდი დიდ ოჯახზე. რა თქმა უნდა, მათთან კავშირს მათი სურვილის გარეშე ვერ დავამყარებ, მაგრამ, იმედია, მათაც ენდომებათ ჩემთან ურთიერთობა. მე, მაგალითად, დადებითი რეაქცია მექნებოდა. იმედია, ყველაფერს კარგად გაიგებენ (თუ იციან ჩემი არსებობის შესახებ ხომ – უკეთესი).
– ანუ, დედაშენმა არ იცის, მამას რომ ეძებ?
– მე რამდენჯერმე დაველაპარაკე დედას ამ თემაზე, მაგრამ ის გაკერპებულია. ვერ ვიტყვი, რომ ისევ ნაწყენია მამაზე (ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაშორდნენ), მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მამას ოჯახი აქვს და არ უნდა, რომ ჩემ გამო მას პრობლემები შეექმნას. დედამ იცის, რომ მე ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და მინდა, რომ ვიპოვო მამა. ჩემი სინდისის წინაშე სრულიად მართალი ვარ და, ამიტომაც მოგმართეთ.
– მამის ფოტო ხომ არ გაქვთ, ან, დედას თუ აქვს შენახული მისი სურათი?
– საქმე ისაა, რომ დედამ მამაჩემის ყველა სურათი, რაც კი ჰქონდა, გაანადგურა, ან, უბრალოდ, დამიმალა, რადგან არ უნდა, რომ მე მამაჩემი ვიპოვო, თუმცა, ვფიქრობ, რომ, თუკი მამას ვიპოვი, დედას გულის სიღრმეში ეს ამბავი გაუხარდება. უბრალოდ, არ უნდა, რომ ამით მამაჩემს პრობლემები შეექმნას. მე კი მინდა, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ვნახო მამა.

скачать dle 11.3