კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელი კატეგორიის საქმეები განიხილება სასამართლოში უდავო წარმოების წესით?
პასუხი: უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს:
ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;
ბ) მოქალაქეთა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
გ) მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ;
დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება);
ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ;
ვ) შვილად აყვანის შესახებ;
ზ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა სახის დისციპლინური სახდელები გამოიყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების მიმართ?
პასუხი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით. ამასთან, სახდელის ისეთი სახეები, როგორიცაა საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით და სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით, არ შეიძლება, გამოყენებული იქნეს ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების მიმართ. ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა და რა შემადგენლობით ხდება მათ მიერ საქმეთა განხილვა?
პასუხი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან, ხოლო, საქმეთა განხილვისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე და ათზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
კითხვა: ჩემს ახლო ნათესავს შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი. მან გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული. გთხოვთ, გვაცნობოთ აღსრულდება თუ არა მის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი?
პასუხი: თუ თქვენი ახლო ნათესავი პირობით მსჯავრდებულია და მან გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო. შესაბამისად, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრი ძალაში იქნეს დატოვებული.
კითხვა: გთხოვთ, აგვიხსნათ, როგორ ხდება სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა?
პასუხი: სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატს ირჩევს და იყვანს უშუალოდ ბრალდებული ან ბრალდებულის ნების გათვალისწინებით მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არ აქვთ რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ერთი მხრივ, ბრალდებული, მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი და მეორე მხრივ, ადვოკატი, თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე და ეს შეთანხმება შესაძლებელია, იყოს როგორც წერილობითი ხელშეკრულების სახით, ასევე ზეპირი ფორმით.
კითხვა: მაინტერესებს პირისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში რამდენი შეიძლება იყოს გირაოს თანხის მინიმალური ოდენობა?
პასუხი: აღკვეთის ღონისძიების სახის, გირაოს თანხის მინიმალური ოდენობაა 1 000 ლარი. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები.
კითხვა: მაინტერესებს, ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა წამება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის რა ვადაა გათვალისწინებული კანონით?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებისთვის, მაგრამ, კოდექსით გათვალისწინებულ სამი სახის დანაშაულზე, როგორებიცაა: წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, მოცემული ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ პირი ჩაიდენს მითითებულ დანაშაულთაგან ერთ-ერთს, იგი ვერ აიცილებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
კითხვა: სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში, სასამართლომ რა შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლოს მხარე გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენისგან და მის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება?
პასუხი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარეები მტკიცებულებათა წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა, ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულებიდან დროებით გაათავისუფლონ მსჯავრდებული?
პასუხი: განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციამ შეიძლება, უფლება მისცეს მსჯავრდებულს დროებით დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე. აღნიშნული უფლების მისაღებად, მსჯავრდებული, მისი დამცველი ან ახლო ნათესავი, შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მაქსიმალური ვადაა 3 დღე.

скачать dle 11.3