კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს უკრაინელი შვილიშვილი ქართველ ბაბუას, რომელიც მას არასდროს უნახავს და რის გამო დაკარგეს ერთმანეთი სისხლით ნათესავებმა


48 წლის ნიკოლოზ კრაიუშენკო ეძებს 88 წლის ელია ოსმალის ძე კვესაშვილს.

ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს, 88 წლის ელია ოსმალის ძე კვესაშვილს, მის შვილებსა და შვილიშვილებს. ჩვენ დავკარგეთ საკუთარი ფესვები ერთი შემთხვევის გამო. ბაბუაჩემი არასდროს მინახავს, მაგრამ მისი ან მისი ნათესავების პოვნა ძალიან მინდა. ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა (ეკატერინე ნიკოლაის ასული კრაიუშენკო) იქორწინეს, მათი ქორწინება დაფიქსირებულია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის „სამოქალაქო მდგომარეობის წიგნში“ 1941 წელს. ჩანაწერი ¹20. ბევრნაირად ვეცადეთ ბაბუას ან მისი ნათესავების მოძებნა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მომავალ წელს დედაჩემს 65 წელი შეუსრულდება. მას 58 წელია, თავისი მამა არ უნახავს. ძალიან მინდა, ვიპოვო ბაბუა და გავახარო დედა, რომელიც მთელი ცხოვრება განიცდის, რომ თავისი ქართული გვარი დააკარგვინეს.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია. რა მოხდა ისეთი, რის გამოც თქვენმა ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი დაკარგეს?

– ბაბუაჩემი დაიბადა 1921 წლის 15 მაისს. ის ქობულეთის რაიონის სოფელ აჩის (არ ვარ დარწმუნებული სახელწოდების სისწორეში) მკვიდრი იყო. ბაბუას და ბებიაჩემს შეუყვარდათ ერთმანეთი. მათ იქორწინეს, შედეგად, 1945 წელს, დაიბადა დედაჩემი, სვეტლანა ვლადიმირის ასული. მამის სახელი იმ დროს ასე ჩაწერეს და დედას დედის გვარი მისცეს (მოგეხსენებათ, რომ იმ დროს ხშირად ხდებოდა მსგავსი უსამართლობა). დედაჩემი დღემდე ვერ ხვდება მიზეზს, თუ რატომ მისცეს მას დედის გვარი და არა მამის. ძალიან ბევრჯერ ვეკითხებოდით ბებიას, რატომ მოხდა ასე და, საერთოდ, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მივიღეთ პასუხი და მოვისმინეთ ასეთი საინტერესო და უცნაური ისტორია: ბაბუაჩემი ელია მუშაობდა ქობულეთში, ჩაის ფაბრიკაში საწყობის გამგედ. აღმოჩენილი დანაკლისის გამო ბაბუა დააპატიმრეს, რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა უწყება ბაბუას უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბებიას ძალიან უყვარდა ბაბუაჩემი, რამდენიმე წლის შემდეგ იგი მეორედ გათხოვდა და შექმნა ოჯახი. მას, რა თქმა უნდა, არ ეგონა, რომ ბაბუა ისევ გამოჩნდებოდა, მაგრამ ბაბუა გამოჩნდა, სრულიად საღ-სალამათი. მათი ურთიერთობა ვეღარ აეწყო და ბაბუამაც ცოტა ხანში თავისი ოჯახი შექმნა.

– ანუ, ცრუ ინფორმაციის გამო დაინგრა ოჯახი. როგორ დაკარგეს მათ ერთმანეთთან კავშირი, მაშინ, როდესაც საერთო შვილი ჰყავდათ?

– დედაჩემმა მამამისი მხოლოდ ერთხელ ნახა, ისიც შემთხვევით. მაშინ დედა 6 წლის იყო. ჩემმა დიდმა ბებიამ, ტატიანამ, დედა საქართველოში ჩამოიყვანა დასასვენებლად, იქ კი ბაზარში სრულიად შემთხვევით მათ ბაბუაჩემი შეხვდათ. ის ხილით ვაჭრობდა. დედას დღესაც ახსოვს, თუ როგორ გაუხარდა ბაბუას შვილის ნახვა. მან დედას ერთი კალათა მსხალი აჩუქა და თავის მეორე ოჯახშიც მიიპატიჟა. დედა ხშირად იხსენებდა პატარა ბავშვებს (თავის ნახევარძმასა და დას. სამწუხაროდ, მათი სახელები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ გვარი კი უთუოდ კვესაშვილია. ბავშვურ მოგონებებს შორის დედა ასევე იხსენებს სადგურს, თუ არ ვცდებით, სადგურის სახელწოდება აჩხამური იყო. მას ასევე ახსოვს პატიმარი ქალები, რომლებიც იძულებით სამუშაოებზე დაჰყავდათ ჩაის ფაბრიკაში. მამას ოჯახში დედამ სულ ცოტა ხანი დაჰყო, შემდეგ კი ისევ რუსეთში ჩამოვიდა. შემდგომ უკვე ჩვენ საცხოვრებლად როსტოვის მხარეში გადავედით და ასე დავკარგეთ ერთმანეთი.

– რა იცით კიდევ ბაბუას შესახებ, საიდანაა ის წარმოშობით და, შეიძლება თუ არა, რომ მისმა შვილებმა ან შვილიშვილებმა გიცნონ?

– სამწუხაროდ, ბაბუას სურათი არ გვაქვს, მაგრამ, ვიმედოვნებ, ისტორიიდან გამომდინარე, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებლები ადვილად მიხვდებიან, ვისზეა საუბარი. ბაბუას, თუკი ღმერთმა ქნა და ის ცოცხალია, შეიძლება, მოაგონდეს ბებიაჩემი, რომელსაც ასე ჰგავს დედა. ამის გამო გიგზავნით ჩემსა და დედაჩემის სურათს. მე აქ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.

– ღმერთმა ქნას და, თუკი იპოვით ერთმანეთს, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი ერთმანეთთან შეხვედრა?

– მომავალ წელს დედას 65 წელი უსრულდება და ჩვენ ყველა (შვილიშვილები და შვილები) მასთან მოვიყრით თავს. სასწაული იქნება და ახდენილ ოცნებას შეედრება, თუკი ამ დღეს ჩვენი ნათესავების ხმას მაინც გავიგებთ.


скачать dle 11.3