კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსპორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა იტალიის ხელისუფლებისგან პენსიას – 40 ათას ევროს ითხოვს

იტალიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კამათობენ, დაიმსახურა თუ არა ხანდაზმულობის პენსია 40 ათასი ევროს ოდენობით მთელ მსოფლიოში ცნობილმა ყოფილმა პორნოვარსკვლავმა ჩიჩოლინამ (ილონა სტალერი). კანონით ეს პენსია მას ეკუთვნის, როგორც იტალიის სახელმწიფო მოღვაწეს. თავისი 60 წლის იუბილეს ჩიჩოლინა 26 ნოემბერს აღნიშნავს. თვით სექსუალური ფრონტის ექსმუშაკი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს იტალიის პარლამენტში აირჩიეს, დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს, მიიღოს არა მარტო პენსია, არამედ სხვა პრივილეგიებიც. დეპუტატის რანგში ჩიჩოლინამ 1987-დან 1992 წლის ჩათვლით იმუშავა. როგორც ექსპორნოვარსკვლავი იხსენებს, პარლამენტში მუშაობის დროს მან 12 კანონპროექტი წარადგინა. ბიუჯეტის ხარჯვის მოწინააღმდეგენი კი ჩიჩოლინას მიუთითებენ, რომ ყველა წარდგენილი კანონპროექტი სექსუალურ თავისუფლებას ეხებოდა და არც ერთი არ იქნა მიღებული.
ილონა სტალერი დაიბადა 1951 წელს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. მუშაობა სამოდელო სააგენტოში დაიწყო, შემდეგ კი სასტუმროში განაგრძო შინამოსამსახურედ. მომავალი პორნოვარსკვლავი იმ წლებში ჯაშუშად მუშაობდა და უნგრეთის „კაგებეს“ სასტუმროში მცხოვრები ამერიკელი დიპლომატიური მუშაკების შესახებ საჭირო ცნობებით ამარაგებდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ილონა ცოლად იტალიელს გაჰყვა და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც კარიერა შოუ-ბიზნესში დაიწყო. თავიდან რადიოში მუშაობდა და სწორედ აქ მიიღო თავისი ფსევდონიმი – „ჩიჩოლინა“, რაც იტალიურად „ხვევნას“ ნიშნავს. შემდგომში გადაღებებზე მიიწვიეს ეროტიკულ ფილმებში, 1978 წელს კი მისი შიშველი მკერდი პირველად აჩვენეს იტალიის ტელევიზიით. პირველი პორნოგრაფიული ფილმი ჩიჩოლინას მონაწილეობით 1983 წელს გამოვიდა. ექვსი წლის შემდეგ კი მან უკვე დაასრულა თავისი მოღვაწეობა პორნოინდუსტრიაში.
იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩიჩოლინა მონაწილეობას იღებს 1979 წლიდან. პარლამენტში მუშაობის დროს მისი სკანდალური ინიციატივებიდან აღსანიშნავია მისი 1991 წელს გაგზავნილი წინადადება ერაყის ლიდერის, სადამ ჰუსეინისადმი, სადაც იგი ამერიკასთან ომის სანაცვლოდ მას სექსს სთავაზობს. 2006 წელს კი მან სექსი „ალ-ქაიდას“ ლიდერს – უსამა ბინ ლადენსაც შესთავაზა, ოღონდ, ამჯერად, ტერორიზმის სანაცვლოდ.

скачать dle 11.3