კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალმარები და „უწესრიგო და გარყვნილი“ სექსი

სწავლულებმა შეისწავლეს ღრმა წყალში მცხოვრები კალმარების ამოუცნობი სექსუალური ცხოვრების წვრილმანები და აღმოაჩინეს, რომ ისინი „უწესრიგო და გარყვნილ“ ცხოვრებას ეწევიან. მათი ქცევა შესწავლილ იქნა ვიდეოკადრებით, რომლებიც შეაგროვეს ღრმა წყლის აპარატებით 20 წლის განმავლობაში. მათი დიდი ნაწილი გადაღებულია წყნარ ოკეანეში, უნიკალურ წყალქვეშა კანიონ მონტერეის რაიონში, კალიფორნიის ნაპირებთან. კალმარებზე დაკვირვებები 400-800 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობდა.
ღრმა წყალში მცხოვრები კალმარების შეჯვარების მეთოდებზე ძალზე ცოტა რამ იყო ცნობილი. უფრო ადრე სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ, ხვდება რა მდედრს, მამრი ფარავს მას სპერმატოფორებით – კაპსულებით, რომლებიც მილიონობით სპერმატოზოიდს შეიცავენ. ახლა კი მამრებისა და მდედრების სხეულებზე მკვლევრებმა სპერმატოფორების ერთნაირი რაოდენობა აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამრები ისევე ხშირად უწყვილდებოდნენ მამრებს, როგორც მდედრებს. სწავლულები ასეთ უცნაურ ქმედებას ხსნიან იმით, რომ, ღრმა წყალში ცხოვრების მძიმე პირობებში, კალმარები, რომელთა ზომა 12 სანტიმეტრია, თავის დაზღვევას ცდილობენ და, თავისი „გვარის“ გაგრძელების მიზნით, სპერმატოზოიდებს ალალბედზე ავრცელებენ.

скачать dle 11.3