რა მოხდა ამ დღეს
3 ოქტომბერი
1929 – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფომ მიიღო ოფიციალური სახელი – „იუგოსლავია“.
1932 – გაზეთ „თაიმსის“ დიზაინმა შეიმუშავა ცნობილი შრიფტი „Times New Roman“.
1935 – იტალიის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში.
1990 – გაერთიანდა გერმანია.
4 ოქტომბერი
1675 – ჰოლანდიელმა მეცნიერმა ქრისტიან ჰიუგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.
1830 – გამოცხადდა ბელგიის დამოუკიდებლობა.
1957 – კოსმოსში გაუშვეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.
1993 – სამთავრობო კრიზისი და „თეთრი სახლის“ შტურმი მოსკოვში.
5 ოქტომბერი
1908 – ბულგარეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1914 – მსოფლიოში პირველ საჰაერო ბრძოლაში ერთმანეთს შეეჯახნენ ფრანგული და გერმანული თვითმფრინავები.
1921 – ლონდონში გაიხსნა პირველი საერთაშორისო პენ-კლუბი.
6 ოქტომბერი
1889 – პარიზში გაიხსნა კაბარე „მულენ რუჟი“.
1917 – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიტყვა „ჯაზი“.
1948 – ძლიერმა მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია ქალაქი აშხაბადი (თურქმენეთი).
7 ოქტომბერი
1571 – ლეპანტოს ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ მიგელ დე სერვანტესმა დაკარგა მარცხენა ხელი.
1971 – გამოვიდა 13 წლის მაიკლ ჯეკსონის პირველი სინგლი.
8 ოქტომბერი
1085 – ვენეციაში აკურთხეს სან-მარკოს (წმიდა მარკოზის) ტაძარი.
1818 – კრივის მატჩის დროს პირველად გამოიყენეს სპეციალური ხელთათმანები.
1980 – უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე ბობ მარლი.
9 ოქტომბერი
1872 – აარონ მონტგომერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნა პირველი მაღაზია ფოსტით.
1962 – ედიტ პიაფისა და თეო სარაპოს ქორწილი.
1963 – ჰაერში აიჭრა პირველი ვერტმფრენი „მი-8“.