3-დღიანი დიეტა
პირველი დღე
9 საათზე: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა, 1 ნაჭერი უცხიმო და უმარილო ყველი.
12 საათზე: 1 ცალი მოხარშული სოსისი (საქონლის ან ქათმის ხორცის) და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.
15 საათზე: 1 ულუფა ბოსტნეულის უცხიმო სუპი და 1 ნაჭერი ორცხობილა ან პური „მხნეობა“.
18 საათზე: ხილის სალათა (ასორტი) – 300-400 გრამი. ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, მინიმუმ ნახევარსაათიანი შუალედის დაცვით, დალიეთ ახალგამოწურული ხილის წვენი, მწვანე ჩაი (უშაქრო) და გაზგასული მინერალური წყალი.
მეორე დღე
9 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით.
12 საათზე: 150 უცხიმო ხაჭო, არეული 100 მილილიტრ მაწონთან.
15 საათზე: 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი), 100 გრამი ცოცხალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა (მწვანილით), 1 ნაჭერი ორცხობილა ან პური „მხნეობა“.
18 საათზე: ხილის ასორტი.
სითხე – იგივე.
მესამე დღე
9 საათზე: 1 ჩაის ჭიქა პასტერიზებული რძე (უცხიმო), 1 ნაჭერი ორცხობილა.
12 საათზე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის (მომცრო ზომის) სალათა მწვანილით (უმარილოდ).
15 საათზე: 200 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი, 100 გრამი მოშუშული ბოსტნეულის გარნირით, 1 ნაჭერი ორცხობილა ან პური „მხნეობა“.
18 საათზე: ხილის ასორტი.
სითხე – იგივე.
თუ გსურთ, სასურველი შედეგი მიიღოთ, ზუსტად დაიცავით საათობრივი რეჟიმი და ულუფების რაოდენობა.