კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გავიგე, რომ ძალიან ეფექტური ყოფილა სახისა და სხეულის მასაჟი სადილის კოვზით. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: მართალია. ამ მეთოდიკის ავტორია გერმანელი კოსმეტოლოგი რენე კოხი. სადილის კოვზი კარგად უნდა გააცივოთ მაცივარში (არა საყინულეში, და წრიული მოძრაობით დაიმასაჟოთ სახე და სხეული. თავიდან კოვზი ამოძრავეთ საათის ისრის მიმართულებით, კანზე ოდნავი დაჭერით, შემდეგ კი – საწინააღმდეგო მიმართულებით, დაჭერის გარეშე.
კითხვა: მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ სახეზე მიჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი („პრიშჩიკები“). რა არის ეს, მზის მიმართ ალერგია თუ სხვა რამ?
პასუხი: ულტრაიისფერი სხივების მიმართ ასეთი რეაქცია დამახასიათებელია ცხიმიანი კანისთვის მაშინ, როცა ხდება კანის რქოვანი ფენის გასქელება და ფორების ჩაკეტვა. ამის თავიდან ასაცილებლად, კვირაში ორჯერ უნდა წაისვათ გლიკოლის მჟავის შემცველი სკრაბი, ხოლო ყოველდღე გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები ცხიმიანი კანისთვის, მაგრამ, ეს ყველაფერი გააკეთეთ კოსმეტოლოგის დანიშნულებით.
კითხვა: ხშირად, როცა სადმე მეჩქარება და ფრჩხილებზე ლაკს ვისვამ, დიდი ხანი სჭირდება მის გაშრობას. როგორ უნდა მოვიქცე, ლაკი სწრაფად რომ გაშრეს?
პასუხი: ლაკი გაცილებით სწრაფად შრება სიცივეში. გამოყენების წინ, 15-20 წუთით ადრე, ლაკის ფლაკონი შედეთ მაცივარში (არა საყინულეში), ან, ახალწასმული ლაკიანი ფრჩხილები რამდენიმე წამით ჩაყავით გაყინულ წყალში, შემდეგ კი, ოთახის ტემპერატურაზე შეიშრეთ ხელების გაქნევა-გამოქნევით. არასდროს გაიშროთ ლაკი ფენით – ასე ლაკი ბზინვარებასაც დაკარგავს და ზედაპირიც არათანაბარი გახდება.
კითხვა: წავიკითხე, რომ ძვირად ღირებულ კოსმეტიკაში იყენებენ ძვირფასი ქვების „ფქვილს“. რისთვის არის ეს საჭირო?
პასუხი: კოსმეტოლოგიაში ყველაზე ძვირფას ინგრედიენტებად ითვლება ალმასი, საფირონი და ლალი. ეს ქვები კარგად ირეკლავს სხივს და კანს სასიამოვნო ბზინვარებას ანიჭებს. გარდა ამისა, ამ ქვების უწვრილესი ნამცეცები კარგია კანის გარქოვანებული უჯრედების გასაწმენდად და ამიტომ მას პილინგშიც უმატებენ.
კითხვა: როგორ დავამზადო სახლის პირობებში ცელულიტის მოსაშორებელი საშუალება?
პასუხი: ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 5 წვეთი ლიმონის წვენი, 2 წვეთი ლავანდისა და 2 წვეთი ევკალიპტის ზეთი. ეს მასა ხელის მიტყაპუნებით წაისვით პრობლემურ ადგილებზე. დაიწყეთ მსუბუქი დარტყმებით, შემდეგ კი თანდათან გააძლიერეთ, ისე, რომ კანზე ოდნავი სიწითლე დაგრჩეთ. მასაჟს კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხსნის შეშუპებას და ამკვრივებს კანს.

скачать dle 11.3