შენ შეგიძლია...
შენ შეგიძლია! – ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის. მთავარია, ცვლილებების არ გეშინოდეს და სიახლეები არ გაფრთხობდეს. მართლაცდა, რატომ არის საშიში ცვლილება, რატომ უნდა მოელოდე აუცილებლად ცუდს და უსიამოვნოს?! ყველა სიტუაციას აქვს როგორც პლუსი, ასევე მინუსი. ღამეს ხომ მოჰყვება დილა, ახალი იმედებითა და შესაძლებლობების პერსპექტივით?! მაშ, მოემზადე ამ ახალი დილის შესახვედრად და, თუ საჭირო იქნება, დაიწყე თავიდან...
იმოქმედე! – არასოდეს თქვა უარი, მოსინჯო რაღაც ახალი და საინტერესო. რა გაჩერებს, მხოლოდ შიში, რომ სიახლეს თავს ვერ გაართმევ? – სისულელეა, ყველაფერს მოერევი. შენ ეს შეგიძლია!
აუცილებელი არ არის, ყველაფერი იდეალურად გააკეთო. იდეალურის დევნა და ძიება საერთოდაც შეცდომაა. იფიქრე იმაზე, რომ გამოცდილებას მაინც მიიღებ – ეს კი უკვე ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, უკეთესად გაიცნობ საკუთარ თავს და ცხოვრებას.
იყავი საკუთარი თავის მიმართ ალერსიანიც და შემწყნარებელიც! – დიახ, შენ ნამდვილად გჭირდება შენივე მხარდაჭერა. არასოდეს გალანძღო ის. მართლაცდა, თუკი თავად არ ხარ კმაყოფილი საკუთარი პიროვნებით, როგორ გინდა, ის სხვას მოაწონო?! ხშირად გაამხნევე საკუთარი თავი. შეაქე და გაანებივრე. დიახ, გაანებივრე! თუ რაიმე ნივთი ძალიან მოგწონს, არ დაინანო ფული და შეიძინე. ამაღელვებელი განწყობა და კმაყოფილება ბადებს აქტიურობის, წინსვლის სურვილს. მერე უკვე, თვითონვე ეტყვი საკუთარ თავს: მიდი, შენ ეს შეგიძლია!