ისინი გვირჩევენ
ჩვენ ვირჩევთ, ან, უბრალოდ, ასე გვგონია... სინამდვილეში კი, ისინი გვირჩევენ – არა, ესეც შეცდომაა! მაშ, რა ხდება? – ნუთუ, მართლა ბედისწერის ხელი ურევია?! მამაკაცის ყურადღება რომ დაიმსახურო, სულაც არ არის აუცილებელი, ფოტომოდელის გარეგნობა გქონდეს. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ კაცს საპირისპირო სქესში მისი ჭკუა, სიკეთე, იუმორის გრძნობა და ტაქტი იზიდავს; თუმცა, ამის დაჯერებაც არ არის მარტივი. ზოგჯერ საერთოდ ვერ იტყვი, რომ დაგაინტერესა. პირველი სიყვარული ყოველთვის ტოვებს კვალს გულში. თანაც, საკმაოდ დიდი ხნით და, შეიძლება, უკანაც დაგიბრუნდეთ, ოღონდ, ცოტათი სახეცვლილი, მოწიფულობის ასაკში და ის ამ დროს გაცილებით ძლიერი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ბუნებრიობა გამოგადგებათ, მხოლოდ ეს იქნება თქვენი მთავარი კოზირი. მაინც ფიქრობთ, რომ თქვენ ამოარჩიეთ?! მაგრამ, თუ იმანაც არ გააკეთა თქვენზე არჩევანი, არაფერი გამოვა. ნუ დაიწყებთ იმის ძიებას, რა მოეწონა მას თქვენში – ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი სხვაა – დარჩეთ ისეთი, როგორიც ურთიერთობის პირველ ეტაპზე იყავით. მართალია, როცა გრძნობა მოდის, ძნელია, გონება კონტროლს დაუქვემდებარო, მაგრამ, ისინი, ანუ, ჩვენი მომავალი მეორე ნახევრები, გვირჩევენ, ვიყოთ ყოველთვის ბუნებრივები. თამაში ხომ ისეთი დამღლელია და, საბოლოოდ, მაინც წამგებიანი.