კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური მოთამაშეები

ახალ ზელანდიაში გახურებული მსოფლიოს ჩემპიონატია რაგბიში და პლანეტის საუკეთესო ნაკრებები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, თავიანთ საუკეთესო თამაშს აჩვენებენ ეგზოტიკური ქვეყნის სტადიონებზე. საუკეთესო ნაკრების ვინაობა 22 ოქტომბერს გახდება ცნობილი, ხოლო მანამდე სხვადასხვა უცხოურმა სპორტულმა ვებ-საიტებმა ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური მორაგბის გამოვლენა გადაწყვიტეს და ერთგვარი რეიტინგი შეადგინეს. ახლა მას ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე გთავაზობთ.
დენ კარტერი – ახალი ზელანდია
დენიელ უილიამ კარტერი ახალი ზელანდიის პატარა ქალაქ საუთბრიჯში დაიბადა. ის, ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ბევრი ქულის მომხვეჭი მორაგბეა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათი ნომერია. დენ კარტერი არაერთხელ დასახელდა ახალი ზელანდიის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად, ხოლო ამერიკულმა საკაბელო ტელეარხმა „ენთერთეიმენთ ტვ-იმ” იგი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ათლეტებს შორის მესამე ადგილზე გაიყვანა. ამჟამად „ოლ ბლექსის” ლიდერი თავის მესამე მსოფლიო თასზე ასპარეზობს და თავის ნაკრებთან ერთად, რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება, რომელსაც ახალი ზელანდიელები 1987 წლიდან ელიან.
სონი ბილ უილიამსი –
ახალი ზელანდია
სონი ბილ უილიამსის დებიუტი „ოლ ბლექსის” შემადგენლობაში 2010 წელს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შედგა. 2008 წელს უილიამსმა ისლამი მიიღო და იგი პირველი მუსლიმანი მორაგბეა ახალი ზელანდიის ნაკრებისა და „ბარბაროსების” არსებობის ისტორიაში. რაგბის გარდა, უილიამსი, რომელსაც ერთ დროს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, კრივით არის დაკავებული და პროფესიულ რინგზეც აქვს გამართული რამდენიმე შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ სონი ახალ ზელანდიაში, კერძოდ, ქრისთჩერჩში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, მის ეპიცენტრში იმყოფებოდა, თუმცა არ დაზარალებულა.
ტომი ბოუი – ირლანდია
ტომი ბოუი ირლანდიის ნაკრებისა და „ექვსი ერის“ ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა. ის მსოფლიო თასზე პირველად ასპარეზობს. ტომი ბოუის მამა ასევე მორაგბე გახლდათ, ხოლო მისი და – ენ ბოუი ირლანდიის ჰოკეის ნაკრების წევრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 2010 წელს ბოუი „ექვსი ერის“ პირველობის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. რაგბის გარდა, ბოუი პოპულარული „სელებრითების“ მსგავსად, ირლანდიის ტელევიზიისა და სხვადასხვა შოუს სასურველი სტუმრის სტატუსით სარგებლობს.
ტიერი დიუსატო – საფრანგეთი
კოტდივუარში დაბადებული, საფრანგეთის ნაკრების მორკინალი – ტიერი დიუსატო ქიმიური ინჟინერიის სპეციალისტია. თუმცა, მისი სახელი რაგბთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მეცნიერებასთან. დიუსატოს დებიუტი „მამლების” რიგებში 2006 წელს შედგა და მან სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა ლელოს დადება რუმინეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე. რაგბის მოყვარულებს განსაკუთრებით ემახსოვრებათ მისი ლელო ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც მან 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში თითქმის მარტომ მოუგო უძლეველ „ოლ ბლექსს”.
მორგან პარა – საფრანგეთი
ფრანგი მორგან პარა საფრანგეთის ნაკრებისა და „კლერმონის” ერთ-ერთი ლიდერია. ტექნიკური და სწრაფი პარა საფრანგეთის „ტოპ-თოთხმეტის“ საუკეთესო მეათე ნომრად ითვლება. ცნობისთვის, მისი თანაგუნდელი კლუბში ჩვენებური დავით ზირაქაშვილია – 2010 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე. მორგანი ხშირად ჩნდება ბულვარული პრესის ფურცლებზე და მისი ცხოვრებით ისევე ინტერესდებიან, როგორც მსახიობების ან მომღერლების პირადი ამბებით. მორგანი საფრანგეთში სასურველ მამაკაცად ითვლება და სპეციალურად სუსტი სქესისთვის მომზადებულ გადასაშლელ კალენდარზე იგი სრულიად შიშველი რაგბის ბურთით ხელში წარდგა.
ჯეიმს ო’კონორი – ავსტრალია
ჯეიმს ო’კონორი ავსტრალიელი მორაგბეა, რომლის სანაკრებო დებიუტი 2008 წელს შედგა. იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე მიუღია მონაწილეობა „სუპერ რაგბის” გათამაშებაში. ეს იყო მაშინ, როცა „უესტერნ ფორსის” შემადგენლობაში, შეცვლაზე შევიდა „ქუინსლენდ რედსის” წინააღმდეგ. ამჟამად მორაგბე „მელბურნ რებელსის” შემადგენლობაში ირიცხება და „ვოლაბებთან” ერთად, მსოფლიო თასზე ასპარეზობს, რომელიც მისთვის სადებიუტოა.
მაიკ ფილიპსი – უელსი
უელსელი მაიკ ფილიპსი მშობლიური ნაკრების ლიდერი და ფრანგული კლუბის – „ბაიონის” ახალწვეულია, სადაც იგი „ოსპრეისიდან” გადავიდა. მაიკის ოჯახის წევრები – ძმები და მამა, ასევე სპორტსმენები არიან. მისი ერთ-ერთი ძმა უელსის ჩემპიონიც კი იყო მოყვარულ მოკრივეებს შორის. დიდი ხნის განმავლობაში, მაიკის „გერლფრენდი“, ცნობილი უელსელი მომღერალი, ბრიტანული ჩარტების მუდმივი წევრი – „დაფი” იყო, რომელსაც მორაგბე 20 თვის განმავლობაში ხვდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ისინი დაშორდნენ. სხვათა შორის, მაიკი ღამის კლუბების დიდი მოყვარულია და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იყო საუბარი გუნდიდან მის მოკვეთაზე, რადგან ივნისში მან დებოში მოაწყო კარდიფის ერთ-ერთ ღამის კლუბში.
რიჩარდ კაჰუი – ახალი ზელანდია
ტოკოროაში დაბადებულმა რიჩარდ კაჰუიმ მიმდინარე მსოფლიო თასზე უკვე მოასწრო ორ-ორი ლელოს გატანა ტონგას და იაპონიის ჩათვლით მოედნებზე. იგი ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მოთამაშედ ითვლება „ოლ ბლექსის” ვარსკვლავურ შემადგენლობაში და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის ბრძოლის რეალური კანდიდატია. რიჩარდ კაჰუი, დენ კარტერისა და სონი ბილ უილიამსის მსგავსად, ახალ ზელანდიაში აღიარებულია როგორც სექს-სიმბოლო და ადგილობრივი სუსტი სქესის წარმომადგენლობისთვის სასურველი მამაკაცი.

скачать dle 11.3